ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება მთლიანად აღდგა. ამის შესახებ კომპანია „ჩერნომორენერგო“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზიანებული „ფსოუ 220“-ის ელექტროგადამცემი ხაზები აღდგენილია. სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ელექტრომექანიკოსებს რთულად მისადგომ ადგილებში ფეხით ასვლა მოუხდათ, თუმცა სირთულეების მიუხედავად, ავარიის ლიკვიდაცია მოხერხდა. ავარიის გამო სოხუმიდან ფსოუმდე ტერიტორიას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა
Read More »