ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო ჩვენს ქვეყანაში, აუცილებელია ყველამ მიიღოს ობიექტური და არა სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია, – ამის შესახებ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს. როგორც მირცხულავა აღნიშნავს, სოციალური ქსელებით გავრცელდა ფსევდო-დოკუმენტური ფილმი, რომელშიც არასწორად არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურებში, კაშხლებზე მომხდარი ავარიები. „ფილმი არაინფორმირებულ აუდიტორიაზეა გათვლილი და მიზნად ისახავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ზოგადად ჰესების წინააღმდეგ, მათ შორის, ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო განწყობების ...
Read More »