Tag Archives: #ენერგეტიკა

დევიდ მაკკალისტერი: უნდა ვიმუშაოთ რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რადგან პუტინის რეჟიმი ამას პოლიტიკურ იარაღად იყენებს

სანქციები ძალიან ძლიერად დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ევროპარლამენტარმა დევიდ მაკკალისტერმა. მაკკალისტერის თქმით, ევროპის ენერგოპოლიტიკამ ძალიან რთული გზა უნდა გაიაროს, უნდა იმუშაონ რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რადგან პუტინის რეჟიმი ენერგოიმპორტს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. „სანქციების პაკეტები შევიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ის უპრეცედენტოა; მსგავსი სიმკაცრის სანქციები ევროკავშირს არასდროს დაუმტკიცებია. ეს სანქციები ძალიან ძლიერად დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას. ეს არის ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 9 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “თელასი” ავრცელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კალანდაძის და მარიჯანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების ...

Read More »

რომელია ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურები – Top-5

2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ევროპაში მოქმედი ატომური ელექტროსადგურების საერთო რაოდენობა 52-ია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (International Atomic Energy Agency-IAEA) მონაცემებში წერია. ევროპის ატომური ელექტროსადგურებიდან ექსპლუატაციაში 119 რეაქტორია. მათი ჯამური დადგენილი სიმძლავრე 116,405 მეგავატი, ხოლო სუფთა დადგენილი სიმძლავრე 110,616 მეგავატია. ამასთან, 9 რეაქტორი მშენებარეა, რომლის მთლიანი დადგენილი სიმძლავრით 11 352 მგვტ, სუფთა სიმძლავრე კი 10 682 მგვტ-ია. ევროპაში ...

Read More »

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) 10-პუნქტიანი გეგმა რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად

რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA) 10-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს. გეგმაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებები უკვე საკმაოდ ეფექტურია რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ერთი-მესამედით შესამცირებლად, ხოლო მოცემული დამატებითი ღონისძიებები შესაძლებელს გახდის მის ნახევრამდე შესამცირებლად, რაც, ყველაფერთან ერთად, ხელს შეუწყობს ემისიების შემცირებასაც. გთავაზობთ ხსენებული პუნქტების ჩამონათვალს:   პუნქტი 1. ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რუსეთთან ახალი ხელშეკრულებებლის არ გაფორმება. ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისში, 7 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, ზაჰესის, ბარისახოს, ულიანოვის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, ბიჭვინთის, რევოლუციის, მანაგაძის, ჩიქვანაიას და სკოლის ქუჩების მოსახლეობას. ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, ჯაბიძის, ფარსმან ...

Read More »

თეირანს აშინებს, რომ რუსეთს შეუძლია ზიანი მიაყენოს ბირთვულ მოლაპარაკებებს

ირანის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ მოსკოვს შეუძლია ზიანი მიაყენოს ბირთვულ მოლაპარაკებებს, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ბირთვულ შეთანხმებასთან დააკავშირებს. ირანის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა გააკრიტიკა კრემლი იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს აკავშირებს ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბირთვული შეთანხმების დამტკიცებასთან. ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, 4 მარტს განაცხადა, რომ მოსკოვი ეძებს გარანტიებს ვაშინგტონისგან, ...

Read More »

ქვანახშირი, განახლებადი რესურსები, იმპორტი – როგორ აპირებს ევროპა რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, დასავლეთის ქვეყნების უმეტესობამ აგრესორ ქვეყანას საკმაოდ მკაცრი სანქციები დაუწესა. რუსეთი გამოთიშეს საბანკო სისტემიდან, აუკრძალეს ფრენები, სულ ოლიგარქებს ჩამოერთვათ ქონება, რუსული ბაზარი დატოვა უამრავმა ბრენდმა და ა.შ. თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ევროპაზეც მტკივნეულად აისახება – კონტინენტი დამოკიდებულია რუსულ ბუნებრივ რესურსებზე. ევროპაში გაზისა და ნავთობის 40% სწორედ რუსეთიდან შედის. ამ აუცილებელი რესურსების გარეშე ...

Read More »

რუსეთში ენერგეტიკულმა ქაოსმა ბაზრის შოკი გამოიწვია

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და საერთაშორისო რეაქციამ ენერგეტიკული ბაზრები ქაოსში ჩააგდო, რაც მძიმე ეკონომიკურ შედეგების საფრთხეს ქმნის. მიმდინარე პროცესს 1970-იანი წლების ნავთობის შოკებს ადარებენ. Bloomberg-ის საქონლის ინდექსმა ყველაზე დიდი ყოველკვირეული ზრდა აჩვენა სულ მცირე 1960 წლის შემდეგ, რადგან სანქციებმა მყიდველები შეაშინა. ქვანახშირის ფასი უპრეცედენტო 80%-ით გაიზარდა, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა რეკორდები მოხსნა და ნავთობის ფიუჩერსები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ფართო ...

Read More »

ზელენსკი: უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, მათი აფეთქება ევროპის დასასრული იქნება

რუსი ოკუპანტების გახსნელი ცეცხლის შედეგად, ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში გაჩნდა, უკრაინის პრეზიდენტმა, ევროპა გააფრთხილა, რომ უკრაინაში15 ატომური ბლოკია და მათი აფეთქება “ევროპის დასასრული იქნება”. “რუსი სამხედროები დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ შეჩერებული. უყვირეთ თქვენს პოლიტიკოსებს. უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, თუ ისინი აფეთქდება, ყველას დასასრული, ევროპის დასასრული, ევროპის ევაკუაცია იქნება. მხოლოდ ევროპის დაუყოვნებელ ქმედებას შეუძლია რუსი სამხედროების შეჩერება. არ დაუშვათ ევროპის დაღუპვა ატომური სადგურის ...

Read More »

უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს

უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის პრესსამსახური ავრცელებს. ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ ელექტროსადგურის ექვსივე ენერგობლოკი მთლიანობას ინარჩუნებს. მათივე თქმით, დაზიანებულია სამშენებლო კონსტრუქციები, თუმცა ენერგობლოკების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სისტემები მწყობრშია. რადიაციის ცვლილება არ ფიქსირდება. გააქტიურებულია ანტიკრიზისული შტაბი. მედიის ცნობით, 4 მარტს, ღამით რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი მოხვდა ზაპოროჟიეს ...

Read More »