მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობამ 24.4 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12,2%-ით მეტია. ამის შესახებ „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“ აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში განუცხადეს. იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური მილსადენებით ტრანსპორტირებული ნავთობის მთლიანი მოცულობიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნედლეულის 78,8% გადაიქაჩა. ამ მილსადენის გავლით ტრანზიტული ნავთობის მოცულობამ 4.1 მლნ ტონა შეადგინა, რაც 46,8%-იანი ზრდის მაჩვენებელია. ამჟამად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოთა ბლოკის ნავთობისა და ...
Read More »