Tag Archives: #ელექტროსისტემა

“ენგურჰესი” სავარაუდოდ 1-ელ მაისს ამუშავდება

“ენგურჰესის” ხელმძღვანელის ლევან მებონიას განცხადებით, ჰესზე მიმდინარე სამუშაოები ათი პროცენტით წინ უსწრებს გრაფიკით გათვალისწინებულს და “დარწმუნებით შეიძლება უკვე იმის თქმა, რომ 30 აპრილის ღამით და 1-ელ მაისს გამთენიისას სადგური ამუშავდება“. შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესი“ 20 იანვარს სადერივაციო გვირაბში სარემონტო სამუშაოების გამო გაჩერდა. რეაბილიტაციის შემდეგ, ენგურჰესის გამომუშავება წლიურად დაახლოებით 100 მლნ კვტ.სთ-ით გაიზრდება.

Read More »

თბილისის ქუჩების განათება 1850-იანი წლებით თარიღდება

თბილისის ქუჩების განათება 1850-იანი წლებით თარიღდება. განათება ჯერ სანთლებით, შემდგომ კი ნავთისა და გაზის ფანრების საშუალებით ხორციელდებოდა, რომლებიც თუჯის ბოძებზე იყო დამაგრებული. იმ პერიოდის თბილისში ფუნქციონირებდა სადენებისა და ელექტრომოწყობილობების ორი მთავარი მიმწოდებელი კომპანია: „სიმენსი და ჰალსკე” და „შუკერტი და კომპანია”. „სიმენსის” პირველი ფილიალი მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბით, პირველად თბილისში, 1860 წელს გაიხსნა და მას კომპანია „სიმენსის” დამფუძნებლის, ვერნერ ფონ სიმენსის ...

Read More »

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა იქვე აცხადებს, რომ მიუღებელია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მხარე საჯარო სივრცეში ავრცელებს მეორის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებიც აპრიორი გამიზნულია ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ადგილზე ვითარების დაძაბვისკენ. “ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც საჯარო უწყება, აწარმოებს ღია და გახსნილ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ...

Read More »

„ენგურჰესის რეაბილიტაცია იმპორტს შეამცირებს“

რამდენად კარგად მოემზადა საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის  რეაბილიტაციისთვის, რომელიც 1 მაისს  სრულდება. რამდენად სრულფასოვნად შესრულდა ენგურის გამომუშავების იმპორტით ჩანაცვლების გეგმა. როგორ უნდა გადანაწილდეს მაისიდან ენგურჰესის გამომუშავებული რესურსი ქართულ და დეფაქტო აფხაზურ მხარეებს შორის. გთავაზობთ ინტერვიუს  ელექტროენერგიის აზერბაიჯანიდან იმპორტიორი კომპანია „ელგრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ზურაბ ნოღაიდელთან. – ბატონო ზურაბ, ენგურჰესის სარეაბილიტაციო 4 თვიანი პერიოდი გეგმით 1 მაისს უნდა დასრულდეს. თქვენი დაკვირვებით, რამდენად ...

Read More »

სვანეთში გადამცემი ხაზის „კავკასიონის“ დაზიანების გამო აფხაზეთში ელექტრომომარაგება შეეზღუდათ

სვანეთში, ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონის“ ავარიულად გამორთვის გამო აფხაზეთში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზი ჭუბერის უღელტეხილთან დაზიანდა – სადენებს ზვავისგან მოგლეჯილი ხეები დაეცა. 6 აპრილს „ჩერნომორენერგომ“ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ავარიის შედეგად აფხაზეთის ენერგოსისტემაში დაახლოებით 100 მეგავატის დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდებას სამ საათში ერთხელ ერთი საათით უზღუდავენ. „ჩერნომორენერგოს“ ცნობით, საქართველოს საგანგებო სამსახურები დღის განმავლობაში ავარიის ...

Read More »

საკითხს, რომ ნამახვანჰესი არ აშენდეს, არ განვიხილავთ

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება, ოღონდ მას შემდეგ, რაც მის უსაფრთხოებაში ყველა დარწმუნდება. მისივე თქმით, თუ იქნება წინადადებები, რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესად, ინვესტორი მზად არის დამატებითი ხარჯი გაიღოს. “პროექტი არ გადადებულა, ის განხორციელდება. რაც შეეხება კაშხალს, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ნაგებობა, აშენდება მას შემდეგ, რაც მოხდება დასკვნების გადამოწმება. აშენდება კაშხალი, მაგრამ აშენდება როდესაც ყველა ...

Read More »

„შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის მეშვეობით, საქართველო ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქციას შეიძენს“

გახდება თუ არა შავი ზღვის ფსკერზე მოსაწყობი მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი ახალი ბაქო -თბილისი – ჯეიჰანი და მისი მეშვეობით შეიძენს თუ არა საქართველო ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქციას? – ამ თემაზე „კომერსანტი – LIVE-ს“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ესაუბრა. – ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ბანკმა  მზადყოფნა განაცხადა დააფინანსოს სრული კვლევა – ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა პროექტისა, რომელიც  შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელისმშენებლობას ითვალისწინებს. რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ეს – რამდენად ნიშნავს, რომ შავი ...

Read More »
Tesla უპილოტო ავტობუსების გამოშვებას გეგმავს

Tesla-ს ელექტრომობილების აქციების ფასს ზრდის

Tesla-ს პირველი კვარტალის მოსალოდნელზე უკეთესი მიწოდების მონაცემები, ნახევარგამტარების ნაკლებობის ფონზე, რომელიც ავტო ინდუსტრიას პრობლემებს უქმნის, კიდევ უფრო გამორჩეული ხდება.  Tesla-ს აქციების ფასი, ნიუ-იორკში 7%-ით გაიზარდა, რითაც კომპანიამ მისი წლიური დანაკარგები შეავსო. ასევე გაიზარდა ელექტრომობილებთან დაკავშირებული სხვა კომპანიების აქციების ღირებულებაც, მაგალითად როგორიცაა Nio, XPeng-ი და Li Auto, ასევე hargePoint Holdings-ი და Beam Global-ი. ასევე კარგად იმოქმედა, გასულ კვირას გავრცელებულმა ამბავმა, რომ ინფრასტრუქტურის ...

Read More »

კრიპტოვალუტა – ცუდი ბიზნესი და ეკოლოგიური კატასტროფა

Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ეკონომისტი დამბის დი მაიო ამტკიცებს, რომ ბიზნესლიდერებმა ბიტკოინში ფული უნდა ჩადონ და ამის სასარგებლოდ 3 არგუმენტს ასახელებს – პირველი – ბიტკოინი კომპანიის რისკების შემცირების საშუალებაა, მეორე – კრიპტოვალუტა განვითარებად ქვეყნებში ბიზნესის წარმოებას ამარტივებს, მესამე – ციფრულ ვალუტებს დიდი მომავალი აქვთ. რამდენად მართალია თავის შეფასებებში დი მაიო? განვიხილოთ მისი არგუმენტები პუნქტებად. ჯერ ერთი, გაუგებარია კრიპტოვალუტას ბიზნეს-რისკების შემცირება როგორ ...

Read More »

შავი ზღვის ფსკერზე გამავალი დენის კაბელის პროექტი საქართველოს ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქციას შესძენს

გახდება თუ არა შავი ზღვის ფსკერზე მოსაწყობი მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი ახალი ბაქო -თბილისი – ჯეიჰანი საქართველოს ელექტროენერგეტიკულ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა. საქმე ის არის, რომ იგეგმება შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მშენებლობა, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით იქნება აღჭურვილი. საკითხი  სულ ახლახანს ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზეც განიხილეს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტზე იყო გამახვილებული. ეს ამბიციური ჩანაფიქრი, რასაც ...

Read More »