Tag Archives: #აირი

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ევროკავშირის ქვეყნებს ურჩევს, ბუნებრივი აირი ეკონომიურად მოიხმარონ

ევროკავშირის ქვეყნებს ურჩევენ, ბუნებრივი აირი ეკონომიურად მოიხმარონ. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანგარიშში, რომელიც კვარტალში ერთხელ ქვეყნდება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირში 9-13 პროცენტით უნდა შეამცირონ ბუნებრივი აირის მოხმარება, რათა 2022 წლის ნოემბერში რუსეთის მიერ ევროპაში გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, საცავებში არსებული მარაგი არ ამოიწუროს. სააგენტოს გათვლებით, თუ ევროკავშირის ქვეყნები შეძლებენ ბუნებრივი აირის მოხმარების 13 პროცენტით შემცირებას, მაშინ საცავებში ბუნებრივი ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

ესტონეთი, პირველი იანვრიდან რუსული გაზის იმპორტს ოფიციალურად აკრძალავს

ესტონეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელის საუძველზეც 2023 წლიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირს აღარ შეისყიდის. აკრძალვა ასევე გავრცელდება ტრანზიტთან, ბუნებრივი აირის იმპორტთან და სადისტრიბუციო ქსელებში ტრანზიტის ან ინექციის მიზნით შესყიდვასთან დაკავშირებულ მომსახურების გაწევაზე. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ აპრილში, ესტონეთის მთავრობამ ქვეყანაში რუსული გაზის იმპორტი 2022 წლის ბოლომდე შეაჩერა. ახლა ეს გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურია. „ჩვენი მიზანია რუსეთზე ზეწოლა, ...

Read More »

Baltic Pipe-ს მილსადენით დანიიდან პოლონეთში, ნორვეგიული გაზის ტრანზიტი დაიწყო

ახალი ბალტიის მილსადენით გაზის ამოტუმბვა დაიწყო, რომლითაც ნორვეგიული „ლურჯი საწვავი“ დანიის გავლით პოლონეთს მიეწოდება. ამის შესახებ პოლონეთის გაზსადენების ქსელის Gaz-System-ის ოპერატორის პრესსამსახურში აცხადებენ. გავრცელებული ინფორმაციით, გაზსადენის გაშვება დაგეგმილ ვადებში შედგა. „დღეს ისტორიული დღეა! გაზის მიწოდება დაიწყო Baltic Pipe-ით“, – ნათქვამია განცხადებაში. Baltic Pipe-ის დადგმული სიმძლავრე წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრია. გაზსადენის საზეიმო გახსნა 27 სექტემბერს გაიმართა.

Read More »

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი გახდა

დღეს აზერბაიჯანი გახდა ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი და მალე ელექტროენერგიის მიმწოდებელიც გახდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შაბათს, სოფიაში საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის დამაკავშირებელი ხაზის (IGB) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. „გასულ წელს აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტმა 19 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. წელს კი 22 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი იგეგმება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

Read More »
შეხვედრა გაზპრომთან - პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

„გაზპრომმა“ იტალიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა

„გაზპრომმა“ იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, დღეს ბუნებრივი აირის მარეგულირებელ იტალიურ კომპანიაში „ენი“ განაცხადეს, რომ არ მიუღიათ მოთხოვნილი გაზი, რომელიც „გაზპრომს“ უნდა მიეწოდებინა. იტალიას ბუნებრივი აირი „გაზპრომისგან“ ავსტრიის გავლით მიეწოდება. „ბლუმბერგის“ ცნობით, გაზის მიწოდება შეუწყდა მხოლოდ იტალიას, რადგან ავსტრია ბუნებრივ აირს რუსული კომპანიისგან კვლავ იღებს. „გაზპრომმა“ შაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

საქართველოში იანვარ-ივლისში გაზის მოხმარება წლიურად 23%-ით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 თვეში გაზის მოხმარება წლიურად 23%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში გაზის მოხმარებამ დაახლოებით 1.7 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, გასული წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 1.4 მილიარდი კუბური მეტრი იყო. აქედან დაახლოებით 327 მლნ კუბური მეტრი თბოელექტროსადგურებმა მოიხმარეს. ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.4% იმპორტით კმაყოფილდება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ მიმდინარე წლის ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი – რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი, გეგმის მიხედვით, დაახლოებით ორ წელში უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება

რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით ორ წელში უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება. დღეს თუ არის 90%-ზე მეტი გაზიფიცირებული, ეს პროცენტი კიდევ უფრო უნდა ავწიოთ და რაც არის ჩასმული ჩვენს გეგმებში, უნდა შესრულდეს ძალიან მალე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 900 მლნ ლარამდე დაიხარჯება სოფლის მეურნეობასა ...

Read More »

აზერბაიჯანი ევროპაში გაზის მიწოდებას ყოველწლიურად 40%-ით გაზრდის

აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის მიწოდებას ყოველწლიურად 40 პროცენტით გაზრდის. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა რუმინეთის საერთაშორისო გაზის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. „თუ გასულ წელს მიწოდების მოცულობამ 8,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, წელს მიწოდება 40 პროცენტით გაიზრდება და თითქმის 11,5 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე დიდი მოცულობით უზრუნველვყოთ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება.  ჩვენ ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

აზერბაიჯანი იტალიაში გაზის იმპორტს ზრდის

ტრანსადრეტიკული გაზსადენი (TAP) წელს იტალიას 9,5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს მიაწვდის, რაც 2021 წელთან შედარებით, 2,5 მილიარდი კუბური მეტრით მეტია. ამის შესახებ TAP-ის გენერალურმა დირექტორმა ლუკა შიეპატმა იტალიაში Young Hope-ის ღონისძიებაზე განაცხადა, იტყობინება Trend. „ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის გაზის საჭიროების 13 პროცენტზე მეტზე“, – განმარტა TAP-ის გენერალურმა დირექტორმა. შიეპატმა აღნიშნა, რომ TAP-მა დაარსების დღიდან ევროპაში 16 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი ...

Read More »

დიდი ბრიტანეთი თხევადი გაზის შესყიდვაზე აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს

დიდი ბრიტანეთი მზადაა, თხევადი ბუნებრივი აირი ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეისყიდოს და ამ მიზნით მომწოდებლებთან გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმოს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. მთავრობის ენერგომომარაგების სამუშაო ჯგუფი ეძებს შეთავაზებებს LNG ექსპორტიორებისგან, რათა ინფორმაცია შიდა მყიდველებს მიაწოდოს. სავარაუდო ხელშეკრულებების ხანგრძლივობა 20 წელია. „დიდი ბრიტანეთის მოთხოვნები თხევად გაზზე მაშინ გაჩნდა, როდესაც სხვა ევროპული ქვეყნები, ყველაზე ცივ თვეებში გაზის მარაგისა და გრძელვადიან პერსპექტივაში საწვავის წყაროების დივერსიფიკაციას ცდილობენ. ...

Read More »