Tag Archives: #ენერგეტიკა

მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება შესაბამისი ბილეთის საფუძველზე 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება

მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება. ვადა, რომელიც 2023 წლის 1-ელი იანვრამდე იყო განსაზღვრული, 2026 წლამდე გაგრძელდა. “ტყის კოდექსში“ ცვლილებები 84 ხმით, პირველი მოსმენით მიიღეს. პროექტის მიხედვით, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვება ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე 2026 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება დასაშვები. როგორც მთავრობა განმარტავს, სოციალური ჭრის ნაწილში, მოსახლეობას უნდა შეეზღუდოს სათბობი შეშის ...

Read More »

გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 56 მილიონი ევრო გამოუყო

გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 56 მილიონი ევრო გამოუყო. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. „კანცლერმა შოლცმა პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ ვითარებაზე მოსაზრებების გაცვლის მიზნით დაურეკა“, – განაცხადა მთავრობის სპიკერმა. კანცლერმა უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მჭიდრო კონტაქტს გააგრძელებენ.

Read More »

ენერგიის განახლებადმა წყაროებმა 2022 წლის პირველ ნახევარში ელექტრო ენერგიის მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილა

ენერგეტიკული კრიზისის დროს ზოგიერთი კომპანია და პოლიტიკოსი ითხოვს წიაღისეული საწვავის ძიების გაზრდას, მაგრამ ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ეს გადაწყვეტილება  საზიანოა და ასევე უსარგებლო კლიმატის კრიზისის ყველაზე ცუდი დარტყმების თავიდან ასარიდებლად. 2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნა დაკმაყოფილდა განახლებადი ენერგიით. ეს ინფორმაცია ვრცელდება ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის Ember-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე. „ქარისა და მზის ენერგია ადასტურებს თავის ეფექტიანობას ენერგეტიკული ...

Read More »

ევროკავშირის წარმომადგენლები რუსული ნავთობის ფასის ზღვარზე ისევ ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის წარმომადგენლები რუსული ნავთობის ფასის ზღვარზე  დღეს ისევ ვერ შეთანხმდნენ. Bloomberg-ის ცნობით, ახლა განიხილება ბარელზე 62$, მაგრამ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ ფასს  არ ეთანხმებიან და  თვლიან, რომ ეს ფასი კვლავ მაღალია.  

Read More »

ლიეტუვამ უკრაინას ტრანსფორმატორები გადასცა

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვილნიუსი უკრაინას, ენერგეტიკის სექტორის აღდგენისთვის კიდევ ორ მილიონ ევროს გაუგზავნის. „ლიეტუვის ენერგეტიკულმა კომპანიებმა უკვე გაგზავნეს 3 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღდგენისთვის და ამჟამად იგზავნება კიდევ 2 მილიონი ევრო“, – დაწერა არვიდას ანუსაუსკასმა Twitter-ზე. მინისტრის თქმით, ლიეტუვიდან უკრაინაში ექვსი სატვირთო მანქანით 114 ტრანსფორმატორით გაიგზავნა. მთლიანობაში, ანუშაუსკასის თქმით, ლიეტუვა 252 ტრანსფორმატორის მიწოდებას აპირებს. წყარო: europetime.eu

Read More »

რუსული ნავთობის მკვეთრმა გაიაფებამ რუბლის ვარდნა გამოიწვია

რუსული ნავთობის მკვეთრმა გაიაფებამ რუბლის ვარდნა გამოიწვია. თითქმის ორთვიანი შედარებითი სტაბილურობა შემცირების ტენდენციამ შეცვალა. რუსულ ნავთობზე ფასების ორკვირიანი ვარდნის ფონზე ორშაბათის საბირჟე ვაჭრობაზე ევროს კურსი, ოქტომბრის თვიდან პირველად, 64 რუბლს ასცდა, დოლარისა კი – 61 რუბლს. ნოემბრის პირველი კვირიდან Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები 15%-თ გაიაფდა და 80 დოლარს ჩამოსცდა გლობალური რეცესიის საფრთხისა და ჩინეთიდან მოსული სიახლეების ფონზე, სადაც COVID-19-ის აფეთქებამ ...

Read More »

რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აღარ უშვებს უკრაინელი თანამშრომლების ნაწილს

რუსეთმა დაადასტურა უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელი თანამშრომლების ნაწილს აუკრძალეს სადგურის ტერიტორიაზე შესვლა. რუსული კონცერნის „როსენერგოატომ“-ის გენერალური დირექტორის მრჩეველმა რენატ კარჩაამ სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ საშვები დაუბლოკეს მათ, ვინც უარს ამბობს ახალ დამსაქმებელთან, რუსეთის მიერ შექმნილ სააქციო საზოგადოებასთან მუშაობასა და შესაბამისი კონტრაქტების ხელმოწერაზე. კარჩაას თანახმად, ახალ ხელშეკრულებას არ დათანხმდნენ „ერთეულები“, თუმცა, კონკრეტულად რამდენი, არ ...

Read More »

დმიტრო კულება აცხადებს, რომ ენერგოკრიზისის დასაძლევად უკრაინას ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ენერგოკრიზისის დასაძლევად ქვეყანას სჭირდება ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამის შესახებ კულებამ კიევში ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „იმისთვის, რომ აღვადგინოთ ენერგოსისტემა, ჩვენ გვჭირდება ორი რამ: ტრანსფორმატორები, ეს არის ენერგოსისტემის ყველაზე დიდი ნაწილი და გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, რათა ჩამოვაგდოთ მტრის რაკეტები, რომლებითაც ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ხორციელდება“, – ...

Read More »

უკრაინაში არც ერთი თბო და ჰიდროელექტროსადგური არ არსებობს, რომელიც მტრის მიერ არ არის დაბომბილი – შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ამბობს, რომ უკრაინაში ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგურმა განიცადა თავდასხმა. „დღეს უკრაინაში არც ერთი თბო და ჰიდროელექტროსადგური არ არსებობს, რომელიც მტრის მიერ არ არის დაბომბილი. ამის მიუხედავად ჩვენი ენერგოსისტემა მძიმე სისტემური ავარიიდან გამოვიდა. ამ მომენტისთვის ელექტროენერგიის მწარმოებლები უზრუნველყოფენ მოხმარების საჭიროების 70%-ს”, – განაცხადა შმიგალმა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ელექტროენერგია უკრაინის თითქმის მთლიან კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიეწოდება.

Read More »
რა სარგებელს მოუტანს "ნენსკრაჰესი" ქვეყნის ეკონომიკას

ნენსკრა ჰესის ინვესტორ კომპანიას მთავრობა ახალ ვადებს აძლევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა ნენსკრა ჰესის მშენებელ კომპანიას კიდევ ერთ შანსს აძლევს და წლის ბოლომდე შეთანხმებას გეგმავს. „შერჩეულია კორეული სახელმწიფო კომპანია K-Water, რომელსაც მთავრობა მხარს დაუჭერს, თუკი იგი მზად იქნება პროექტი განახორციელოს და ახალ ვადებში რეალური შედეგი დადოს. კიდევ ერთი შანსი მივეცით კომპანიას და წლის დასაწყისიდან დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი, პირობებიც განვაახლეთ. ეს პირობები თავიდანვე კონკურსით ...

Read More »