Tag Archives: #ელექტროსისტემა

1 ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ იგეგმება

სემეკი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებლის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ტარიფების შესაძლო ცვლილებას კატეგორიულად უარყოფს. “სემეკი ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ტარიფის მატება არ იგეგმება. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება. ტარიფების მატებასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ...

Read More »

“აღმოსავლეთ საქართველოს რომ ჰქონოდა გენერაციის ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფდა ელექტროენერგიის იმ მიწოდებას, რასაც „ენგური“ უზრუნველყოფს, ავარიების რისკი შემცირდებოდა”

ორშაბათს იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზისა და ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ ავარიულად გათიშვის გამო, ერთი საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა და ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის უმეტეს ნაწილს შეუწყდა. „ენგურჰესი“ საქართველოს ელექტროსისტემას ორი ხაზით უკავშირდება. ქვეყნის უმსხვილესი გენერაციის ობიექტის ხელმძღვანელის, ლევან მებონიას განმარტებით, დიდი დატვირთვის გამო „იმერეთის“ 500 კვტ-იანი ხაზი ავარიულად გამოირთო, რასაც ასევე ...

Read More »

სემეკის ინიციატივით ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და ორგანიზებით ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონფერენცია გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა. კონფერენციაზე დეტალურად განიხილეს ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე არსებული სიახლეები, რომლებიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ასევე, იმსჯელეს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ...

Read More »
რამდენად სამართლიანია ელექტროენერგიის ტარიფები?

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მოლითის ქუჩების მოსახლეობას; 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზედამზის, ლაითურის, გორდის, თოდრიას, ბუგეულის, კლდეკარის, ზღვისუბნის და ბეშენოვის  ქუჩების მოსახლეობას; 10:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერისთავის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის III, ...

Read More »
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი” ავარიულად გამოირთო

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ დროისათვის, ქვეყნის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.” – ნათქვამია განცხადებაში.

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

დედაქალაქისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

თბილისის რაიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც საქართველოს პირველ არხს სს „თელასის“ პრესსამსახურში განუცხადეს, ელექტროენერგია არ მიეწოდება დედაქალაქის აბონენტების დაახლოებით ნახევარს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტრომომარაგება შეზღუდულია რეგიონების ნაწილშიც. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გათიშვის მიზეზებზე განმარტება ჯერ არ გაკეთებულა.

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია 24%-ით გაიზარდა

2020 წელს აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 24%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, ელექტროენერგიის შიდა მოხმარების სტრუქტურაში აფხაზეთზე 16% მოდის და გასულ წელს მიწოდებული ელექტროენერგია 2,552 მლნ.კვტ.სთ-ია. შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთი “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება.

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: ვფიქრობთ, რომ 6 თვეში ბირჟა სრულფასოვნად ამოქმედდება

„იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ 6 თვეში უნდა იყოს, მაგრამ ან იქნება, ან არა“, – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა კითხვას, თუ რატომ სახელდება ბირჟის ამოქმედების გადადების ვადად მაინცა და მაინც 6 თვე და არა, მაგალითად, 1 წელი. თვალაბეიშვილის  განცხადებით, გარანტიას ვერავის მისცემს, რომ ბირჟა აუცილებლად 1 იანვარს, ან მანამდე, სრულად ამოქმედდება. „თუ ტესტირების პროცესში დავინახეთ ისეთი ხარვეზები და ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადება ხარვეზებმა განაპირობა

„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ სრულფასოვნად ამოქმედების 6 თვით გადადება ენგურჰესის რეაბილიტაციის პროცესმა, ტესტირებების გაგრძელების საჭიროებამ, და სხვადასხვა მოდულების სინქრონიზაციაში არსებულმა ხარვეზებმა განაპირობა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გამართული  მოსმენისას განაცხადა. სპეციალური მოსმენა სექტორში ბაზრის რეფორმის  თაობაზე  მიმდინარეობს. თვალაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების გადადება ენგურჰესის რემონტის გამო აპრილის ტესტებში მისი ვერჩართულობამ განაპირობა. ...

Read More »
2014 წლის ელექტროენერგიის ბალანსი

დღეს თბილისის რამოდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო 7 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის (ნაწილობრივ), მარუხის გმირთა და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ...

Read More »