Tag Archives: #ბიტკოინი

ბიტკოინის ფასი 34 142 დოლარამდე შემცირდა

ჩინეთში მაინერების დახურვის და პოტენციური რეგულაციების შემდეგ, ბიტკოინის ფასი შაბათ-კვირას ისევ დაეცა. ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა ნიუ-იორკში, კვირას 10:50 საათისთვის 5,5%-ით დაეცა და $34 142 შეადგინა, რაც ბოლო ხუთი სესიის განმავლობაში მეოთხე დაცემაა. სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასი 5,9% -ით შემცირდა და $2,095 შეადგინა. კრიპტოვალუტებს ბოლო დროს რთული პერიოდი აქვთ. ბიტკოინი რეკორდული ფასის დაახლოებით $65,000-ის ნახვარი ღირებულებით ივაჭრება. ყველა კრიპტოვალუტის საბაზრო ...

Read More »

კრიპტოვალუტის ფართო მასშტაბით გამოყენება მალე ჩვეულ ნორმად იქცევა

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ციფრული ფულის ფართო მასშტაბით გამოყენება მალე ჩვეულ ნორმად იქცევა. მარშალის კუნძულების რესპუბლიკა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 50,000 ადამიანია, ეროვნულ ციფრულ ვალუტას გამოუშვებს. ოფიციალური პირების აზრით, ეს ნაბიჯი მოქალაქეებს დაეხმარება თავიდან აიცილონ მაღალი ტრანზაქციის საფასური, გაუადვილონ საერთაშორისო პარტნიორებს ვაჭრობა და დაიცვან ქვეყანა ინფლაციისგან. ”ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვამ მრავალი შესაძლებლობა შეუქმნა ჩვენსავით პატარა ქვეყნებს”, – მარშალის კუნძულების პრეზიდენტის თანაშემწემ, დევიდ პოლმა. Ethereum-ის ბლოკჩეინის დამფუძნებლის, ...

Read More »

მსოფლიო ბანკმა უარყო სალვადორის თხოვნა ბიტკოინზე გადასვლაში დახმარებაზე

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან, დახმარება აღმოუჩინონ სალვადორის მთავრობას, მაგრამ კრიპტოვალუტის გამოყენება სახელმწიფო დონეზე არ არის ისეთი რამ, რასაც მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს ბიტკოინის არასაკმარისი გამჭვირვალობისა და ეკოლოგიურობის ნაკლებობის გამო. 16 ივნისს, სალვადორის ფინანსთა მინისტრმა ალეხანდრო ზელაიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობამ მსოფლიო ბანკისგან ტექნიკური დახმარება მოითხოვა, რათა ბიტკოინი გამოიყენონ, როგორც იურიდიული საშუალება აშშ დოლართან ერთად. ზელაიას აზრით, საერთაშორისო სავალუტო ...

Read More »

“ბიტკოინის მოპოვება მოითხოვს იმდენ კომპიუტერულ აქტივობას, რომ იგი მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე მთელი რიგი ქვეყნები”

9 ივნისს, მასაჩუსეტსის სენატორმა ელიზაბეტ უორენმა კომიტეტში მოსმენისას ბიტკოინი გააკრიტიკა. ”ბიტკოინის მოპოვება მოითხოვს იმდენ კომპიუტერულ აქტივობას, რომ იგი მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე მთელი რიგი ქვეყნები. კლიმატის კრიზისთან ბრძოლისთვის ყველაზე მარტივი, რისი გაკეთება შეგვიძლია, ეს არის კრიპტოვალუტების აღკვეთა ”, – დაწერა უორენმა მოსმენის შემდეგ ტვიტერზე. ის არ არის პირველი, ვინც კრიპტოვალუტის ფერმებს აკრიტიკებს და მათ მეპატრონეებს გარემოს ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს. როგორც ...

Read More »

მასკი: როდესაც იქნება მტკიცებულება, რომ მაინერები სუფთა წყაროებიდან მიღებულ ენერგიას იყენებენ, Tesla ბიტკოინებით ტრანზაქციებს ისევ დაუშვებს

როდესაც “როდესაც გაჩნდება მტკიცებულება, რომ მაინერები სუფთა წყაროებიდან მიღებულ ენერგიას გონივრულად (დაახლოებით 50%) იყენებენ და ამას სამომავლო პოზიციური ტენდენცია ექნება, კომპანია Tesla ბიტკოინებით ტრანზაქციებს ისევ დაუშვებს”, – დაწერა მასკმა “ტვიტერში”. ამასთან მასკმა უარყო ინფორმაცია, რომ კომპანიამ კრიპტოვალუტაში არსებული აქტივები მოიცილა. მან დააზუსტა, რომ Tesla-მ ბიტკოინების მხოლოდ 10% “მოიშორა”. ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა 13 მაისს მას შემდეგ, რაც მასკმა განაცხადა, რომ ...

Read More »

სალვადორმა ბიტკოინი კანონიერ საგადასახადო საშუალებად გამოაცხადა

სალვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბიტკოინი კანონიერ საგადასახადო საშუალებად გამოაცხადა. კონგრესმა პრეზიდენტის ინიციატივა ხმების უმრავლესობით დაამტკიცა. BBC-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში 90 დღეში შევა. კონგრესის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბიზნესი ქვეყანაში ვალდებული იქნება პროდუქციისა და მომსახურების სანაცვლოდ ბიტკოინი მიიღოს, გარდა იმ შემთხვევებისა თუ ის შესაბამისი ტექნოლოგიით აღჭურვილი არაა. პრეზიდენტს ნაიიბ ბუკელეს განცხადებით, ეს ისტორიული ნაბიჯია ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის 70 პროცენტს საბანკო ...

Read More »

კლების შემდეგ, ბიტკოინის ფასი ისევ გაიზარდა

CoinGecko-ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების ყველაზე მსხვილ Binance-ის ბირჟაზე ბიტკოინის ფასმა 5%-ით მოიმატა მას შემდეგ, რაც სალვადორის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შესაძლოა კრიპტოვალუტა გადახდის საშუალებად დამტკიცდეს. ამ დროისათვის, ბიტკოინის ღირებულება 34,147 აშშ დოლარს აღწევს. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სულ მალე კრიპტოვალუტამ ოფიციალური სტატუსი მიიღოს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები, სავარაუდოდ, გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარებიან. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ს შვედეთის ცენტრალური ბანკის, Riksbank-ის ხელმძღვანელმა, შტეფან ...

Read More »

ბიტკოინის ფასი შესაძლოა $20,000-მდე დაეცეს

ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინისთვის კიდევ ერთი ცუდი კვირა შეიძლება უარესი პერსპექტივის წინამორბედი იყოს. Oanda-ს, Evercore-ის და Tallbacken Capital Advisors-ის შეფასებებით, ბიტკოინის ფასი შესაძლოა $20,000-მდე დაეცეს. 9 მაისის მდგომარეობით, ბირკოინის ფასი $33,000 ფარგლებში მერყეობს და ივნისში 10%-ითაა შემცირებული. „ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა სახიფათოდ უახლოვდება $30,000 დონეს, რაც შესაძლოა მასიური გაყიდვების იმპულსი გახდეს“,- განაცხადა ედვარდ მოიამ, Oanda Corp-ის უფროსმა ანალიტიკოსმა. აპრილში დამყარებული რეკორდული ფასის ...

Read More »

აშშ-მ ქვეყნის უდიდესი მილსადენზე თავდამსხმელი ჰაკერებისთვის გამოსასყიდის სახით გადახდილი $2.3 მილიონის ბიტკოინი უკან დაიბრუნა

აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურმა ჰაკერული ჯგუფისთვის გამოსასყიდის სახით გადახდილი 2.3 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი უკან დაიბრუნა.  გამოსასყიდი კოლონიური მილსადენის ადმინისტრაციამ ჰაკერულ ჯგუფ DarkSide-ს მას შემდეგ გადაუხადა, რაც ჰაკერებმა კომპიუტერული ვირუსით ქვეყნის უდიდესი მილსადენის პარალიზება და საწვავის მიწოდების შეფერხება გამოიწვიეს.  $5-მილიონიანი გამოსასყიდი ჰაკერებმა კრიპტოვალუტაში, კერძოდ, ბიტკოინში მოითხოვეს, რადგან ბიტკოინის ტრანზაქციის შეჩერება და, შესაბამისად, მისი ამოღება, წართმევა ან უკან დაბრუნება შეუძლებელია.  კრიპტოვალუტა ჰაკერებისა და კრიმინალების ...

Read More »

ჩინურმა სოციალური მედიის პლატფორმამ კრიპტო ანგარიშები დაბლოკა

Weibo-მ, ჩინურმა სოციალური მედიის პლატფორმამ, როგორც ჩანს, შაბათს კრიპტო ინფლუენსერების ზოგიერთი ანგარიში დაბლოკა. მიზეზად დაუზუსტებელი კანონებისა და Weibo-ს წესების დარღვევა სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ Weibo ბოლო წლებში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ანგარიშებს მკაცრად აკონტროლებს, ახალი ამბავი ჩინეთის მკაცრ მარეგულირებელ რიტორიკას მოჰყვა, რამაც კრიპტოვალუტების ფასებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. ბიტკოინთან კავშირში შაბათს Square-მა შაბათს განაცხადა, რომ 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს მზის ენერგიით ...

Read More »