Tag Archives: #ელექტროენერგია

ესკო 2021 წლის მაისის თვის ანგარიშს აქვეყნებს

2021 წლის მაისის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 223 484 185,5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 18% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 28 505 275 ლარი შეადგინა. ◼ – პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია ◼ – საბალანსო ელექტროენერგია მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12,7549405 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი – 1.857 თეთრი. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ...

Read More »

„თელასი“ – ვებგვერდ Telasi-chveneba3006.telasi.ge-ზე მრიცხველის ჩვენების გამოგზავნა ერთჯერადია და არ არის სავალდებულო

კომპანია „თელასი“ განმარტებას აკეთებს სმს შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომელიც მისმა აბონენტებმა მიიღეს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ შეტყობინებაში მითითებული – მრიცხველის ჩვენების გაგზავნა სავალდებულო არ არის. „თელასმა“ შექმნა ვებგვერდი მომხმარებლებისათვის Telasi-chveneba3006.telasi.ge, სადაც ერთჯერადათ მომხმარებელს შეუძლია, გამოაგზავნოს თავისი მრიცხველის ჩვენება 30 ივნისის მდგომარეობით. ეს მხოლოდ ერთჯერადია და არაა სავალდებულო. პირველი ივლისიდან მომხმარებლებს ელქტროენერგია მიაწვდის თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია („თელმიკო“), „თელასი“ მხოლოდ ელქტროქსელის ოპერირებას განახორციელებს. მომხმარებლებისათვის ...

Read More »

სემეკი „თელასის“ მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილი შეტყობინების შესახებ განმარტებას აკეთებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) საზოგადოების სწორად ინფორმირებულობის მიზნით, განმარტავს ელექტროენერგეტიკის სექტორში ე.წ გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს, რომელიც უნდა იცოდეს ელექტროენერგიის მომხმარებლებმა. „ქალაქ თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებლებმა მიიღეს სმს შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც 30 ივნისის მდგომარეობით მოხმარებული ელექტროენერგიის ჩვენება მრიცხველზე სს „თელასს“ უნდა მიაწოდონ სმს-ში მითითებული ბმულის საშუალებით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფენ 30 ივნისს ...

Read More »
2014 წლის ელექტროენერგიის ბალანსი

დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 23 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. დიდუბის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ლუბლიანას, ჩაჩავას და ეთერ ბოცვაძის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, ესმა ონიანის და რონდელის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »
ჩილეში მზის ენერგიის ჭარბი გამომუშავების გამო, მისი ტარიფი განულდა

მზის პანელების ფასის რეალური კრიზისი ჯერ არ დაწყებულა

ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი დეფლაციური ტენდენცია შეჩერების პირასაა. შედეგებმა კი შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს კლიმატის ცვლილების თავიდან აცილების გლობალურ შესაძლებლობებზე. 1950-იანი წლებიდან ნახევარგამტარული ჩიპების შემცირებულმა ღირებულებამ სამყარო გარდაქმნა, რის შედეგადაც კომპიუტერები ძვირადღირებული სამრეწველო ქარხნული ნაწარმიდან ჩვენს სმარტფონებად, საათებად, მანქანებად და მაცივრებად იქცა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსგავსი რამ სხვა კრიტიკული ნახევარგამტარების, მზის ენერგიის ელემენტების შემთხვევაშიც მოხდა. პანელის მოდულები, რომელთა ღირებულება 2010 წელს 1 კვტ-ზე $1,870-ს შეადგენდა, ...

Read More »

თურნავა: „რიონის ხეობის მცველებთან“ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას

მე მაინც ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში „რიონის ხეობის მცველებთან“ ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, კომპრომისი მოიძებნება, – ნამახვანჰესის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა გულწრფელი, პატრიოტი ადამიანია, რომლებიც აპროტესტებენ ისე, როგორც მიაჩნიათ სახელმწიფოსთვის სწორად. „მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გადმოსახედიდან პატრიოტიზმი სხვა რამესაც გულისხმობს, რომ ...

Read More »

რთული იქნება გააგებინო მოსახლეობას, რომელიც ამდენი ხანი შეჩვეული იყო “თელასს”

21 ივნისს თელასის აბონენტებმა მიიღეს შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია: გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანიად 1 ივლისიდან განისაზღვრება შპს „თელმიკო“, მომხმარებელს კომპანია „თელასი“ სთხოვს მრიცხველის ჩვენების მიწოდებას. აღნიშნულმა შეტყობინებამ აბონენტებში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია, მოუწევდათ თუ არა მათ მუდმივად ელექტრომომწოდებლისთვის მრიცხველის მონაცემების თავად გაგზავნა. „კომერსანტი“ კომპანია „თელასს“ დაუკავშირდა, სადაც პასუხად მივიღეთ, რომ აღნიშნული შეტყობინება საინფორმაციო კამპანიის ნაწილია და გამომდინარე იქიდან, რომ 1-ლი ...

Read More »
ხვალ რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 22 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, ა მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენისა და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედნის, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ვეკუას, ...

Read More »

აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 21%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველომ აზერბაიჯანიდან 503,4 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ანგარიშის თანახმად, საქართველომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით გაზარდა. ამასთან, მიმდინარე წლის მაისში საქართველომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი 98,4%-მდე შეამცირა.

Read More »
"ენგურჰესზე" ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა

მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით ოკუპირებულ აფხაზეთში შარშანდელთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება 19%-ით გაზრდილია

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ობგანმა თათბირზე მოხმარებული ეკქტროენერგიის შესახებ სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა. კრისტინა ობგანის თქმით, ენგურჰესის რეაბილიტაციის შემდეგ, მაისიდან 16 ივნისამდე პერიოდში, გახარჯულია 260 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43 მლნ კვტ.სთ-ით ანუ 19%-ით მეტი.   2021 წლის ხუთ თვეში, კრისტინა ოზგანის თქმით, გახარჯულია შარშანდელთან შედარებით 267 მლნ კვტ.სთ-ით ანუ 25%-ით მეტი ელექტროენერგია (ესკოს მონაცემებით წელს ...

Read More »