ესკო 2021 წლის მაისის თვის ანგარიშს აქვეყნებს

2021 წლის მაისის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 223 484 185,5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 18% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 28 505 275 ლარი შეადგინა.

◼ – პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

◼ – საბალანსო ელექტროენერგია

მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12,7549405 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი – 1.857 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 94% იყო, ქარის ელექტროსადგურის – 4%, ხოლო იმპორტის – 2%.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ – ჰიდროელექტროსადგური

◼ – ქარის ელექტროსადგური

◼ – იმპორტი

2021 წლის მაისის თვეში, ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 73.0% და 3.1% შეადგენს. აგრეთვე, მაისის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 11.5% შეადგინა. ამასთანავე, მაისის თვეში, საბალანსო ელექტროენერგია გატანილი იქნა საექსპორტოდ, რომლის წილმაც 12.4% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

◼ – გამანაწილებელი ენერგოკომპანია

◼ – პირდაპირი მომხმარებელი

◼ – სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

◼ – ექსპორტიორი

მაისის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 17 053 194,00 ლარი.

Leave a Reply