Tag Archives: #აირი

ნაკადი

Bloomberg: გერმანიის მიერ Nord Stream 2-ის მიტოვება გარდაუვალია

ახალი მთავრობის მოსვლისთანავე, გერმანია უარს იტყვის Nord Stream 2-ზე, აღნიშნავს Bloomberg. მასალის ავტორის თქმით, უახლოეს მომავალში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “უსიამოვნო საუბარს” გამართავენ რუსეთსა და გაზსადენზე. დაძაბულობა შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის, რომელიც ამერიკის უახლოეს მოკავშირედ ითვლება, კვლავ იზრდება. მერკელი აგრძელებს პროექტს მხოლოდ სოციალ-ემოკრატებთან კოალიციაში, დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით. Nord Stream 2 მას ასევე აძლევს ...

Read More »
გაზგასამართი სადგურები მძღოლებს ყვლეფენ

დაპირისპირება თხევადი გაზის სექტორში – ჩააყენა თუ არა ახლმა კანონმა ბაზრის სუბიექტები თანაბარ პირობებში

გასულ კვირას „კომერსანტზე“ გამოქვეყნებულ სტატიას სადაც თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია აცხადებდა, რო მსხვილმა ბიზნესმა მცირე ბიზნესი სახელმწიფოს ხელით ჩაკეტა ეხმაურება „საქართველოს თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ნარიმან ფირცხელიანი. მედიაჰოლდინგი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „სახელმწიფოს მხრიდან, კერძოდ კი  შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ჩვენი დარგისადმი  გვერდში დგომა გამოიხატა შემდეგში : ახალი კანონპროექტის ერთერთი ძირითადი მიზანი იყო ...

Read More »

Nord Stream 2: მოსალოდნელია მერკელ-ბაიდენის დაპირისპირება

ტრანსატლანტიკური “თაფლობის თვე” ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ის დიდხანს არ გაგრძელდება. რამდენიმე დღესა თუ კვირაში ევროპელ ლიდერებსა და ამერიკის ახალ პრეზიდენტს უხერხული საუბარი მოუწევთ. თემა რუსეთი იქნება.  აშშ-სა და გერმანიას დიდი ხანია წინააღმდეგობა აქვთ თითქმის დასრულებულ მილსადენზე, რომელსაც რუსული გაზი ბალტიის ზღვით პირდაპირ გერმანიამდე მიჰყავს.  შავ ზღვაში გამავალ კიდევ ერთ, TurkStream-ის მილსადენთან ერთად, ახალი სისტემა ვლადიმერ პუტინს, რუსეთის პრეზიდენტს, საშუალებას ...

Read More »
SOCAR-მა წლის დასაწყისიდან საქართველოს 320 მილიონი კუბური მეტრი გაზი მოაწოდა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის მოცულობა 34% -ით გაიზარდა

2020 წლისთვის სამხრეთ კავკასიის მილსადენის საქმიანობაზე დახარჯულმა საოპერაციო ხარჯებმა დაახლოებით 47 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული 1 მილიონი დოლარით, ანუ 2.08% -ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. 2020 წელს მილსადენის კაპიტალურმა ხარჯებმა შეადგინა 13 მილიონი დოლარი, რაც 21 მილიონით, ანუ 2,6-ჯერ ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. გასულ წელს სამხრეთ კავკასიის მილსადენის საშუალო დღიურმა სიმძლავრემ 33,8 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 9,8 მილიონი ...

Read More »

აზერბაიჯანმა საქართველოში ბუნებრივი გაზის ექსპორტი შეამცირა

2020 წელს საქართველოში ექსპორტირებული გაზის მოცულობამ შეადგინა 1,1 მილიარდი კუბური მეტრი, რაც  წლიურ ჭრილში 2,8%-იან კლებაზე მეტყველებს. ამის შესახებ აღნიშნულია ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშში. 2020 წელს ზერბაიჯანის გაზის გაყიდვებმა საზღვარგარეთ შეადგინა 13,5 მილიარდი კუბური მეტრი, რაც 1,8 მილიარდი დოლარით ან 15,6% -ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი. ბუნებრივი აირი თურქეთს სამხრეთ კავკასიის მილსადენით (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) და ტრანსანატოლიური გაზსადენით ...

Read More »

განახლდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა დანიის სექტორში

საერთაშორისო კონსორციუმმა, რომელიც სადავოდ ქცეული რუსული გაზსადენის პროექტის უკან დგას, 5 თებერვლიდან განაახლა დანიის წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის გაყვანა. აღნიშნული გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. მაგრამ გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს შეჩერდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად. აშშ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ...

Read More »

TANAP-ის მილსადენმა შარშან 68.8% ით მეტი გაზი გაატარა

2020 წელს თურქეთში აზერბაიჯანიდან 11.1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განხორციელდა, რაც 21% -ით მეტია, ვიდრე წინა წელს. ამ მოცულობიდან TANAP– მა გაატარა 4.7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რაც 1.9 მილიარდი კუბური მეტრით, ანუ 68.8% –ით მეტია, ვიდრე 2019 წელს. ამის შესახებ აღნიშნულია ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშში. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ხდება თურქეთში შაჰ დენიზის საბადოდან. ბუნებრივი გაზის მოცულობები თურქულ ბაზარს მიეწოდება სამხრეთ კავკასიის ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

გაზის ტრანსპორტირების კომპანია განაგრძობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გაზიფიცირებას

ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას. სამუშაოები მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 2 მუნიციპალიტეტის, ასპინძისა და ახალციხის 12 დასახლებულ პუნქტში. ოშორაში, იდუმალაში, საყუდაბელში, ორგორაში, ძველში, ჭობარეთში, ანდრიაწმინდაში, ანდაში, წყორძაში, ურაველში, მუსხსა და ხეოთში პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 107 942 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1364 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. ...

Read More »

ელექტროენერგიის და გაზის სუბსიდიის გამო, იანვარში ინფლაცია 2.8% იყო – საქსტატი

საქსტატმა დღეს 2021 წლის იანვრის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის მდგომარეობით საქართველოში ფასები წლიურ ჭრილში 2.8%-ით გაიზარდა. როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, მათ ინფლაციის მეთოდოლოგიაში გაითვალისწინეს კომუნალური მოსაკრებლების სუბსიდირების პროგრამა, რამაც ინფლაციის მაჩვენებელი 1.77%-ით შეამცირა. შესაბამისად, რომ არა სუბსიდიის ეფექტი ინფლაცია 2.8%-ის ნაცვლად 4.57% იქნებოდა.  წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

რა ღირს ბუნებრივი აირი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველო ბუნებრივი აირის სიძვირით მეზობელ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. მართალია, რუსეთი და აზერბაიჯანი გაზის მწარმოებელი ქვეყნები არიან და შესაბამისად, იქ სამომხმარებლო ტარიფი ჩვენთან შედარებით დაბალია, თუმცა ჩვენზე ნაკლებს იხდიან არამწარმოებელ თურქეთშიც. საქართველოზე ძვირი გაზი მხოლოდ სომხეთში ღირს. უფრო კონკრეტულად: საქართველო საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს გაზს ორი კომპანია „თბილისი ენერჯი“ და „სოკარ გაზი“ აწვდიან. თბილისში ერთი კუბური მეტრი გაზი 0,461374 ლარი ღირს, ...

Read More »