სახელმწიფომ ინვესტორისგან ხუდონჰესის პროექტი გამოისყიდა.პროექტის გამოსყიდვა სახელმწიფოს $13.5 მილიონი დაუჯდა. პროექტი სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება. აუქციონი მომავალ წელს გამოცადდება, მთავრობის გაცხადებული პოზიციაა, რომ მსხვილი სტარტეგიული პროექტები სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით უნდა ხორციელდებოდეს. სვანეთში ხუდონჰესის პროექტი ინდურ კომპანია „ტრანს ელექტრიკს“ უნდა განეხორციელებინა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის, წყალსაგდებების, წყალმიმღებებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობას. ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1.5 მლრდ კვრ.სთ უნდა ყოფილიყო. როგორი იქნება ახალი სიცოცხლე და როგორია მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკა, – თემაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემაში “ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ ისაუბრა: -სახელმწიფოს გაცხადებული პოზიციაა, რომ ყველა მსხვილ და სტრატეგიულ პროექტს, სახელმწიფო აქტიური მონაწილეობით განახორციელებს. რას გულისხმობს ეს როლი და ჩართულობა ? -მნიშვნელოვან პროექტებთან დაკავშირებით, ჩვენი ...
Read More »