Tag Archives: #ენერგეტიკა

უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვა შეაჩერა

ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარი – ევროკავშირი მიზნად ისახავს ეგვიპტესთან თანამშრომლობის გაძლიერებას ენერგეტიკის სფეროში

ევროკავშირი მიზნად ისახავს ეგვიპტესთან თანამშრომლობის გაძლიერებას ენერგეტიკის სფეროში, – აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა კადრი სიმსონმა ეგვიპტის ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრთან, თარექ ელ მოლასთან შეხვედრისას განაცხადა. მხარეებმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის გაზის ფორუმის ფარგლებში შეხვედრისას განიხილეს ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და ექსპორტის კოორდინაციის გაზრდის გზები. საუბრისას სიმსონმა ხაზი გაუსვა ეგვიპტის ძალისხმევის მნიშვნელობას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, რომელიც მხარს უჭერს ამ სივრცის ქვეყნებს ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მთაწმინდის რაიონი: გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძის, თაბუკაშვილის, ასათიანის, ლაღიძის, ჭანტურიას, ჯორჯიაშვილის, ინგოროყვას, ლეონიძის, იაშვილის, ლორთქიფანიძის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი: გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ...

Read More »

კანადელები ბიტკოინის მაინინგით გამომუშავებული ენერგიით გათბებიან

კრიპტოვალუტის კანადური მაინინგ კომპანია MintGreen ჩრდილოეთ ვანკუვერში მდებარე სახლებს ბიტკოინების მაინინგით გამომუშავებული ენერგიით გაათბობს. ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი CoinDesk წერს. გავრცელებული ინფორმაციით, MintGreen სითბოს დაახლოებით 100 შენობას მიყიდის. ტექნოლოგიის ექსპლუატაციაში შესვლა 2022 წელს იგეგმება. აღსანიშნავია, რომ MintGreen-ის საკუთრებაში არსებული “ციფრული პროცესორები” ბიტკოინის მოპოვებისთვის გამოყენებული ელექტროენერგიის 96%-ს სითბოს სახით აღადგენს. კომპანია იყენებს  ტექნოლოგიას, რომელიც  მაინინგის შედეგად წარმოქმნილ სითბოს იჭერს და მას ცხელი წყლის სისტემისკენ მიმართავს. ამის ...

Read More »
რევაზ არველაძე: საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ვერ გახდება

ელექტროენერგიის ტრანზიტი 384%-ით გაიზარდა

გენერაციასა და მოხმარებასთან ერთად იანვარ-სექტემბერში საქართველოში ელექტროენერგიის ტრანზიტიც გაიზარდა. თუ გასული წლის პირველ 9 თვეში საქართველოს გავლით მეზობელ სახელმწიფოებს 102 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდათ, წელს ეს რიცხვი 384%-ით 494 მლნ კვტ სთ-მდე გაიზარდა. ყველაზე დიდი მოცულობის ტრანზიტი – 203 მლნ კვტ/სთ აზერბაიჯანიდან თურქეთში განხორციელდა, რუსეთიდან თურქეთს 169 მლნ კვტ/სთ მიეწოდა, რუსეთიდან სომხეთს კი 122 მლნ კვტ/სთ. ტრანზიტის 78% აგვისტოსა და ...

Read More »

სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანიების 123 მილიონამდე ლარის საინვესტიციო პროექტები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2022-2026 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა. ჯამში, კომპანიების მიერ 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 123 მილიონამდე ლარს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანიების მიერ სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ქსელის საიმედოობის/მდგრადობისა და ეფექტიანი ოპერირების ხელშეწყობა, უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფა, ...

Read More »

DRI: აფხაზეთში ენერგოკრიზისი დღესაც გადაუჭრელ გამოწვევად რჩება

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის ენერგოკრიზისი დღესაც გადაუჭრელ გამოწვევად რჩება: “ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ენგურჰესის გათიშვამ აფხაზეთი ღრმა ენერგოკრიზისში ჩააგდო. ვითარება ვერც სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოსწორდა. რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის იმპორტის სისტემა ვერ აეწყო და დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის ენერგოკრიზისი დღესაც გადაუჭრელ გამოწვევად რჩება. რა ქმნის ელექტროენერგიის დეფიციტს აფხაზეთის ენერგოსისტემაში? ამ პრობლემის ყველაზე მარტივი ახსნა ბიტკოინის მაინინგ-ფერმებია. ...

Read More »

არც გაზი, არც ქვანახშირი და არც ელექტროენერგია: ენერგოკრიზისი უკრაინაში – რას ცდილობს ვლადიმირ პუტინი?

ყო­ვე­ლი ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას ევ­რო­პი­სათ­ვის დღის წეს­რიგ­ში დგე­ბა მთა­ვა­რი სა­კი­თხი – სით­ბო, ანუ მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზით და თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რებ­ში მის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ით. ბოლო წლე­ბის ტენ­დენ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ად­რინ­დე­ლი პე­რი­ო­დი­სა­გან ამ­ჟა­მინ­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ თუ ადრე ბუ­ნებ­რი­ივ გა­ზით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხით უმე­ტე­სად ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, მათ ბოლო ხა­ნებ­ში აღ­მო­სავ­ლე­თიც და­ე­მა­ტა – უკ­რა­ი­ნა, მოლ­დო­ვა, ნა­წი­ლობ­რივ ბე­ლა­რუ­სიც. ზამ­თა­რია, არ ...

Read More »

2021 წლის 10 თვეში საქართველომ რეკორდული ოდენობის ელექტროენერგია მოიხმარა

ესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ელექტროენერგიიის ოპერატიული ბალანსის შესახებ მონაცემების თანახმად, საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში ელექტროენერგიის მოხმარებამ 1195,135 მლნ კვტსთ შეადგინა, რაც 27,76%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის ოქტომბერში იყო მოხმარებული.ესკოს ვებგვერდზე ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ დაცული მონაცემების თანახმად, ოქტომბრის თვის ელექტროენერგიის მოხმარება შეადგენდა: 2006 – 581,859 მლნ კვტსთ 2007 – 578,156 მლნ კვტსთ 2008 – 585,985 მლნ კვტსთ 2009 – 587,006 მლნ კვტსთ ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

ოქტომბერში საქართველომ 200 მლნ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია იყიდა

ოქტომბერში საქართველომ 200 მლნ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია შეიძინა. ესკოს მონაცემებით, 20 ოქტომბრის ჩათვლით მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტში რუსეთი ლიდერობდა. ამ ქვეყნიდან საქართველომ 107 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შეიძინა, 73 მლნ კი აზერბაიჯანიდან, 19 მილიონი სომხეთიდან. ამავე პერიოდში საქართველომ თურქეთის მიმართულებით 164 მლნ კვტ.საათი ტრანზიტულად გაატარა. რა დაუჯდა სქართველოს ოქტომბერში ელექტროენერგიის შეძენა ჯერ უცნობია. 9 თვის მონაცემებით კი, ელექტროენერგიის იმპორტზე 37,1 მლნ ...

Read More »

ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ანგელა მერკელთან შეხვედრისას ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკიმ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა. „მერკელთან შეხვედრის დროს განვიხილეთ დონბასში არსებული სიტუაცია, ასევე ვისაუბრეთ ევროპაში შექმნილ ენერგოკრიზისზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი. მანამდე უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანლა ფელდგიუზენმა განაცხადა, რომ მერკელი თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღემდე იმუშავებს ნორმანდიული ოთხეულის საორგანიზაციო საკითხებზე. გარდა ამისა, ელჩის თქმით, გერმანია უკრაინისთვის გაზის ...

Read More »