Tag Archives: #გაზსადენი

გაზის გადამცემი სისტემის ახალი ოპერატორი 1 მაისამდე დაფუძნდება – GOGC-ში რეორგანიზაცია იწყება

ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ახალი ოპერატორი 1 მაისამდე დაფუძნდება – „ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” (GOGC ) რეორგანიზაცია იწყება. რეფორმის ფარგლებში GOGC -ის აქტივები უნდა გაიყოს, კერძოდ, ბუნებრივი გაზის გადამცემ საქმიანობას ახალი კომპანია განახორციელებს. ამ კომპანიის დაფუძნება „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ სწორედ, 2021 წლის 1 მაისამდე უნდა უზრუნველყოს. მაისის ბოლომდე ახალი კომპანიის საწესდებო კაპიტალში შევა ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობისთვის გამოსაყენებელი აქტივები. ...

Read More »
თბილისის მოსახლეობას დენის ტარიფი გაეზარდა

ბიზნესისთვის ელექტროენერგია 40%-ით, გაზი 140%-ით, წყალი 1200%-ით ძვირია – სხვაობას მაინც მომხმარებელი იხდის

მთელი საქართველოს მასშტაბით იანვრიდან როგორც „თელასის“ ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 18-24 პროცენტით გაეზარდათ. მთავრობამ სხვაობის ბიუჯეტიდან 1 წლის ვადით სუბსიდირების ვალდებულება აიღო. შეღავათები არ შეხებია ბიზნესს, რომელიც იქამდეც ენერგომატარებლებში მოსახლეობასთან შედარებით ბევრად მეტს იხდიდა და შემდეგ ტარიფს მის მიერ გამოშვებულ საბოლოო პროდუქციის ფასში ასახავდა. საყოფაცხოვრებო ნაწილში „თელასის“ აბონენტისთვის 100 კვტ/სთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 18 თეთრია, საიდანაც მას ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა 14,537 მილიონი ბარელი ნავთობი გადაზიდა

მიმდინარე წლის თებერვალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, თურქეთში 14,537 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. თურქული გაზგამანაწილებელი ქსელის BOTAS-ოპერატორის ცნობით, ეს 3.625 მილიონი ბარელით ანუ 19,9% -ით ნაკლებია, გასული წლის თებერვლის მონაცემთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, BTC მილსადენით თურქეთის გავლით 33,504 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირდა. ეს 4,543 მილიონი ბარელით ანუ 11,9% -ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის პირველი ორი თვე. შეგახსენებთ, 2020 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ...

Read More »

რუსეთის სქემები „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს დასრულებისთვის და ადვილია თუ არა ამერიკელების მოტყუება

როდესაც რუსული ხომალდი „აკადემიკ ჩერსკი“ მარტის ბოლოს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობას განაახლებს, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. მას რთული ამოცანა აკისრია – პროექტის დასრულება ამერიკული სანქციების მიუხედავად. ხომალდი აღჭურვილია კომპანია Nuova Patavium-ის უახლესი აპარატურით, რომელიც აუცილებელია მილების დიდ სიღრმეზე მონტაჟოსთვოს. ეს უცნაურია, რადგანაც ნებსმიერი საქონლის მიწოდება რომელიც 1 მლნ. დოლარზე მეტი ღირს – მწარმოებლის და გამყიდველის წინააღმდეგ საქნციების ამოქმედებას ავტომატურად იწვევს. ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანული გაზი ევროპაში ადგილს იმკვიდრებს

მხოლოდ 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა, პირველად თავის ისტორიაში, ევროპაში გაზის ტრანსპორტირება დაიწყო, თუმცა, ამ დროისთვის გაყიდული „ცისფერი ოქროს“ რაოდენობამ 1 მლრდ.-ს კუბურ მეტრს გადააჭარბა. მილსადენ TAP-ით აზერბაიჯანმა გაზის მიწოდება იტალიაში, საბერძნეთში და ბულგარეთში 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, დღეს კი მისი მიღების მსურველები რიგში დგანან. ბალკანეთის ქვეყნების შემდეგ კასპიური გაზის შესყიდვის სურვილი უნგრეთმაც გამოთქვა. „ოფიციალური ბუდაპეშტის სტრატეგიაა ...

Read More »

ენტონი ბლინკენი გერმანიას „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ გამო შესაძლო სანქციების შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის ცუდი როგორც ევროპისთვის, ისე აშშ-სთვის და ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების მიზნებს. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ნატო-ს შტაბბინაში ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი დისკუსიის დროს განაცხადა. ენტონი ბლინკენის თქმით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ პროექტს ის მოგვიანებით გერმანელ კოლეგასთან, ჰაიკო მაასთან განიხილავს. მისი თქმით, აშშ-ის კანონმდებლობა ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ კომპანიებისთვის, ...

Read More »

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედებამ შეიძლება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაფინანსების გასაგრძელებლად ეკონომიკური წინაპირობები შექმნას, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა გერმანულ გამოცემა, „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, პროექტის ამოქმედება ქვეყნისთვის არა მხოლოდ წლიური შემოსავლის რამდენიმე მილიარდი ევროთი შემცირებას ნიშნავს, არამედ ეს არღვევს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, კიევის პოზიცია პროექტთან მიმართებაში უცვლელი რჩება, რადგან ეს, უპირველესად, ...

Read More »

“უნგრეთი დაინტერესებულია კავკასიიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდებით”

”უნგრეთი აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ერთგული მხარდამჭერია.” აღნიშნულის შესახებ განცხადება უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიარტომ თავის ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა, იუწყება უნგრული პრესა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში: ”ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობა მიგვაჩნია ევროკავშირის განმტკიცების საუკეთესო მექანიზმად. ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მიზნით, საჭიროა ევროკავშირის გაფართოების პროცედურები და ...

Read More »

TANAP– ის საშუალებით თურქეთს 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ექსპორტზე გაიტანა თურქეთში, რაც 15,6%-ით მეტია, წინა წელთან შედარებით. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელეს, ნავთობისა და გაზის წარმოების შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით. ხსენებული მონაცემების თანახმად, ამ პერიოდში 919 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიეწოდებოდა თურქეთს ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP). ნინო სამადაშვილი

Read More »

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ენერგოუსაფრთხოებაში

ევროკავშირმა შეაქო საქართველო რეგიონალური და ევროპის მასშტაბით ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ერთობლივ პრესრელიზში, იუწყება აზერბაიჯანული პრესა. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო როლს სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, კასპიის ზღვიდან ევროპის ბაზრებზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებაში. დოკუმენტში ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ ევროკავშირი მიიჩნევს საქართველოს მთავარ პარტნიორად რეგიონში და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას საგარეო ...

Read More »