Tag Archives: #გაზი

რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

ევროკავშირში გაზპრომის სტრუქტურების ნაციონალიზაცია დაიწყო

ევროკავშირის ერთდროულად ორმა ქვეყანამ განაცხადა იმ სტრუქტურების ნაციონალიზაციის შესახებ, რომლებიც მანამდე რუსეთის „ეროვნულ მონაპოვარს“ – გაზპრომს ექვემდებარებოდნენ. პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ველდემარ ბუდამ ორშაბათს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად პოლონეთი გაზპრომის წილს გადაიფორმებს კომპანია EuRoPol Gaz–ში. ეს კომპანია „იამალ–ევროპის“ გაზსადენების ქსელის პოლონეთის მონაკვეთს აკონტროლებს. ბუდას გადაწყვეტილებით, გაზპრომის წილებზე დროებითი ადმინისტრირება დაწესდება. ეს გარდაუვალია, ვინაიდან თავად გაზპრომი ევროკავშირის სანქციების ქვეშაა და ...

Read More »

რომელი უბნებია თბილისში ყველაზე საშიში გაზის კუსტარული დანადგარების მოხმარების და ჩახსნის მონაცემებით – „თბილისი ენერჯის“ ინფორმაცია

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის” წარმომადგენლის, თამარ ღუღუნიშვილის ინფორმაციით, გაზის კუსტარული დანადგარების მოხმარების და ჩახსნის სიმრავლის კუთხით თბილისის ყველაზე საშიში უბნები გამოვლინდა. ამის შესახებ ღუღუნიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „2022 წლის ოქტომბრის თვეში განსაკუთრებით საშიში უბნების სტატისტიკა გამოვლინდა. ეს ეხება ისანს, ჩუღურეთს, მთაწმინდას. ამ კონკრეტულ რაიონებში ჩატარებული გეგმური შემოწმებების შედეგად, კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები ჩაიხსნა, რომელსაც ,,მკვლელ დანადგარებს,, ვარქმევთ და რომელსაც, საბოლოოდ, ფატალურ ...

Read More »

დავით ნარმანია – ბუნებრივ აირზე ტარიფის რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, დეკემბერში მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფს დაადგენს, თუმცა ტარიფის რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის. „დეკემბერში მარეგულირებელი კომისია მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფებს დაადგენს, ვინაიდან ადრე დადგენილ ტარიფებს დეკემბერში ეწურება ვადა,  რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

ევროპაში არანორმალურად თბილი ზამთარი გაზზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად ამცირებს

მომავალ ზამთარში ევროპას სავარაუდოდ არანორმალური სიცხე დაემუქრება – ტემპერატურა ისტორიულ მაჩვენებლებს გადააჭარბებს. აღნიშნულის თაობაზე Copernicus-ის კვლევაზე დაყრდნობით, Bloomberg-ის კლიმატის სამსახური იუწყება. მეცნიერები თვლიან, რომ საშუალოზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება ბალტიის, ხმელთაშუა და ჩრდილოეთის ზღვების სანაპირო რეგიონებში. დიდ ბრიტანეთში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში ზამთარი ასევე თბილი იქნება, ხოლო საფრანგეთსა და გერმანიაში ნალექი გაცილებით ნაკლები მოვა. მასალაში აღნიშნულია, რომ მაღალი ტემპერატურა სავარაუდოდ შეამცირებს ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას 11%-ით შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 11%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 211 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანული გაზსაცავები 100%-ითაა შევსებული

გერმანიამ სრულად შეავსო გაზის საცავები. გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს ყოველდღიური ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც სამშაბათს განახლდა, აზერბაიჯანული Report იუწყება. “ინექციები გრძელდება. გერმანიაში შევსების საერთო დონემ 100%-ს მიაღწია”, – ნათქვამია ანგარიშში.  

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

ბოსნია-ჰერცოგოვინა, იონი-ადრიატიკის მილსადენის პროექტის გაფართოებას გეგმავს

ბოსნია-ჰერცეგოვინა ძალიან დაინტერესებულია აზერბაიჯანულ გაზზე წვდომით. ამის შესახებ დღეს Trend-ს ბოსნია-ჰერცეგოვინის ყოფილმა პრეზიდენტმა მლადენ ივანიჩმა განუცხადა. მისი თქმით, ბოსნია და ჰერცეგოვინა ძალიან დაინტერესებულია იონი-ადრიატიკის მილსადენის (IAP) პროექტით, რომელიც დაკავშირებულია ტრანსადრიატიკის მილსადენთან (TAP), რომელიც თავის მხრივ სამხრეთ გაზის დერეფნის ნაწილია. „ჩვენ უკვე გავაფორმეთ რეგიონალური შეთანხმება. ეს პროექტი შესაძლოა გაგრძელდეს ალბანეთიდან ჩერნოგორიის, ხორვატიის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და დასავლეთ ევროპის მიმართულებით. მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის გამო, ჩვენ ...

Read More »
ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

ერდოღანი აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან გაზის ჰაბის შექმნის საკითხს განიხილავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაზის ჰაბის შექმნის საკითხს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან დეკემბრის დასაწყისში, აშხაბადში ვიზიტისას განიხილავს. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ინდონეზიაში G20-ის სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა, უკვე გააკეთეს განცხადებები თურქეთში ენერგეტიკული ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით. იმ ნაბიჯების წყალობით, რომელიც იგეგმება, თურქეთი ბუნებრივი აირის განაწილების ცენტრი გახდება. გაზის ჰაბის შექმნის საკითხის განხილვა მომავალი ...

Read More »

როგორ ამოვიცნოთ მკვლელი გაზის დანადგარები – „თბილისი ენერჯის“ განმარტება

გაზგამანაწილებელმა კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ 2022 წელს გეგმიური შემოწმებისას, დღეის მონაცემებით, 300 000- მდე მომხმარებელი გადაამოწმა, აქედან დარღვევა 11 000 მომხმარებელთანაა აღმოჩენილი. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „თბილისი ენერჯის” წარმომადგენელმა, დავით ბალავაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სპეციალისტები წელიწადში ერთხელ, გეგმიურად ბინებში დადიან და მობინადრეებთან გაზის ქსელსა და დანადგარებს ამოწმებენ. „მოგეხსენებათ, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გაზის დანადგარებისგან გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკი იზრდება. უბედური შემთხვევების თავიდან ...

Read More »

რამდენიმედღიანი შემცირების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 2,7%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 112,2 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »