Tag Archives: #ეკოლოგია

რაჭაში 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნება

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნება. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დღეს მთავრობის სხდომაზე შედგა. „ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე გაკეთდება ეროვნული პარკი, ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, პირველ რიგში იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი უნიკალური ბუნება, რაც გვაქვს ამ რეგიონში და ბიომრავალფეროვნება, ვიზრუნოთ მასზე. ამავდროულად, რეგიონისთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ განვითარდეს ...

Read More »

ევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრები ამ დრომდე მძვინვარებს

საბერძნეთის მასშტაბით ბოლო 24 საათში 53 ადგილას გაჩნდა ტყის ხანძარი. მაღალი ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი კერების გაჩენას. შემთხვევის ადგილებიდან გაჰყავთ მოსახლეობა. ხანძარს ასევე ებრძვიან დადიას ეროვნულ ტყე-პარკში, ვატერის კურორტსა  და  მაკედონიის დასავლეთ მხარეს, მთიან რეგიონებში. საბერძნეთის კლიმატის კრიზისისა და საჯარო დაცვის მინისტრი ქრისტოს სტილიანიდესი ამბობს, რომ ისინი მივლენ ხანძრის სამხრეთ დასავლეთის ფრონტის ხაზთან და ადგილზე გაეცნობიან, რა ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გაიმართა. პროექტის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და კახა კაკაბაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდნენ. „ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები ეხება, როგორც სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ ...

Read More »

NASA: ევროპაში, აზიასა და აფრიკაში ძლიერი სიცხეები და ხანძრები ფიქსირდება

2022 წლის ივნისსა და ივლისში, ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის გარკვეულ ნაწილში ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწია და ნაწილში რეკორდებიც კი მოხსნა. დასავლეთ ევროპაში, სადაც უკვე ფიქსირდებოდა ძლიერი გვალვა, მაღალმა ტემპერატურამ პორტუგალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ნაწილში ხანძრები გააჩინა. მაგალითისთვის, პორტუგალიის ქალაქ ლეირიაში, ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწია და 3,000 ჰექტარზე მეტი გადაწვა. საერთო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიაზე მეხანძრეებს ...

Read More »

იტალიაში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან, არის საფრთხე, ცეცხლი სლოვენიის და ხორვატიის რეგიონებშიც გავრცელდეს

იტალიაში ტოსკანადან ტრიესტამდე ტყის ხანძრებს ებრძვიან. როგორც „როიტერი“ წერს, მეხანძრეები უკვე მეორე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან ტოსკანას რეგიონში. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძარი ქალაქ ლუკასთან ახლოს მდებარე ტყის მასივში გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ახლოს მდებარე სოფლებიდან 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარმა უკვე გაანადგურა 650-მდე ჰექტარი ტყე. ხანძარი გაჩნდა ქალაქ ტრიესტთან მდებარე ტყის მასივშიც. ქალაქის მერის ცნობით, შესაძლოა, მალე ქალაქი წყლისა და ...

Read More »

კლიმატის ცვლილება კავკასიონის მყინვარებს საფრთხეს უქმნის

ბოლო 20 წელიწადში, კავკასიონმა 320 კვადრატული კილომეტრი ყინული დაკარგა, მცირე ზომის მყინვარების ნაწილი კი უკვე გაქრა. ამ ცვლილებებს არამხოლოდ მეცნიერები ზომავენ, არამედ ხედავენ მთამსვლელებიც, რომლებიც მთებში ხშირად დადიან. “მყინვარის დნობა ჩემს სიცოცხლეშიც შემიმჩნევია, მაგალითად, გერგეთის მყინვარი, რომელიც სულ სხვა ზომისა და მოცულობის იყო, ახლა იმდენად გასაწყლებულია, გული მოგიკვდება. დაუჯერებელია, ეს თუ ასე გაგრძელდა, ძალიან სავალალო შედეგამდე მივალთ. იწევს სეზონებიც, აქამდე ...

Read More »

საბერძნეთში, ათენის გარეუბანში ტყის ხანძარი მძვინვარებს. ასობით ადამიანი ევაკურებულია

საბერძნეთში, ათენის მახლობლად, მთიან პენტელის ტყის ხანძრის გამო, ოთხი რაიონიდან და ადგილობრივი საავადმყოფოებიდან მინიმუმ 600 ადამიანია ევაკუირებული. ამის შესახებ Protothema წერს. ხანძარი სამშაბათს ნაშუადღევს პენტელის მთაზე, ათენის ცენტრიდან ჩრდილოეთით 27 კილომეტრში გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, დაღამებისთვის ცეცხლი 50 კმ-ის დაშორებით მდებარე კუნძულ ევიადან შეინიშნებოდა. 420-მდე მეხანძრე-მაშველი 85 მანქანის მხარდაჭერით ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, რომელიც საღამოს რამდენიმე მიმართულებით გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობა 80 კმ/სთ ...

Read More »

ბერლინში კლიმატის რიგით მე-13 კონფერენცია მიმდინარეობს

ბერლინში კლიმატთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით დიპლომატი შეიკრიბა. პეტერსბერგის რიგით მე-13 კლიმატის კონფერენცია ორშაბათს, 18 ივლისს დაიწყო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა კლიმატის საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეკრებილებს კლიმატის პრობლემებთან გასამკლავებლად გლობალური ძალისხმევისკენ მოუწოდა. ანალენა ბერბოკის თქმით, გლობალური ემისიების განახევრებამდე 8 წელი დარჩა. ეს არის ის ვალდებულება, რომელიც მათ გლასგოში აიღეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ყურადღება უნდა ...

Read More »

ჰაერის მაღალი ტემპერატურა ევროპაში – ესპანეთსა და პორტუგალიაში, სულ მცირე, ათასი ადამიანი დაიღუპა

ესპანეთსა და პორტუგალიაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო დაღუპულთა რიცხვი ათასამდეა გაზრდილი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BNO News-ი Twitter-ზე იტყობინება. AFP-ის ცნობით, მადრიდში 17 ივლისს ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსამდე გაიზარდა, ქვეყნის აღმოსავლეთით – დონ ბენიტოში რეკორდული მაჩვენებელი – 43,3 გრადუსი დაფიქსირდა. La Vanguardia-ს ცნობით, 16 ივლისის მდგომარეობით, ესპანეთში 360 ადამიანი დაიღუპა, აქედან 22 – მადრიდის პროვინციაში. ტემპერატურის რეკორდი – 47 გრადუსი ...

Read More »

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მაღალი ტემპერატურის გამო, ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკის შესახებ აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მაღალი ტემპერატურის გამო, ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს ცეცხლი არ დაანთონ და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ასევე მოუწოდებს, რომ დაკვამლიანების, ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს დაუყოვნებლივ აცნობონ. „გაცნობებთ, რომ ...

Read More »