Tag Archives: #ელექტროენერგია

ნათია თურნავა: ზემო ნამახვანის კვლევებში მოსახლეობას აქტიურად ჩავრთავთ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ზემო ნამახვან ჰესის პროექტირება-შესწავლაში ადგილობრივი მოსახლეობა და მათთვის სანდო ექსპერტები ჩაერთვებიან. ამასთან, მისი თქმით, პროექტის განმახორციელებელ კომპანიას მოსთხოვენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გადაამზადონ და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დაასაქმონ. „მოსახლეობას პირობა მივეცით, რომ მეტი ჩართულობა იქნება ზემო ნამახვანის პროექტირება-შესწავლაში, მათი სანდო ექსპერტები ჩაერთვებიან. ზემო ნამახვანზე ჯერჯერობით ნებართვა გაცემული არ არის. კვლევები ახლა მიმდინარეობს. ქვემო ნამახვანს თუ რაიმე კომუნიკაცია ...

Read More »

კერძო ინვესტიცია მიწის ფლობის ან სარგებლობის გარეშე წარმოუდგენელია

„ნამახვანი ჰესის“ მშენებელ კომპანიას გადავცემთ მხოლოდ იმ მიწას, რაც პროექტთან არის თავსებადი და დასაბუთებულად საჭირო“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. „მე პარლამენტშიც განვაცხადე, რომ თუ ვინმეს, დავუშვათ, აქვს კითხვა, კონკრეტული მიწა სჭირდება თუ არა პროექტს, კომპანია ვალდებულია გახსნას დოკუმენტები და მას აჩვენოს ეს პროექტი. ჩვენ მიწა უპირობოდ კი არ გადავეცით კომპანიას, არამედ გადავეცით მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ნაგებობების განლაგებისთვის. ...

Read More »

ქუთაისში ნამახვანჰესების კასკადის მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა

გუშინ ნამახვანჰესების კასკადის მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა ქუთაისში, სადაც ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ. აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე უფლებადამცველები მონაწილეობენ. აქციას მონიტორინგს სახალხო დამცველი წარმომადგენლები უწევენ. „ჩვენ თავიდან ხუთი ადამიანი ვიყავით და დღეს ვდგავართ ათასობით ადამიანი, რადგან ჩვენ დავდექით სიმართლის მხარეს და სიმართლემ გაზარდა ჩვენი რაოდენობა. რაც უნდა ძლიერი იყოს მტერი, რომელიც გვიპირისპირდება, აუცილებლად სიმართლით ...

Read More »

ნათია თურნავა – „ნამახვანჰესი“ არის ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე

„ნამახვანჰესი“ არ არის პროექტი, რომელიც ეკუთვნის ერთ რომელიმე კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ ჰესს უცხოელი ინვესტორი აშენებს, ეს არის ქართული პროექტი, საქართველოს კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტი, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე, რომელსაც ყველა ერთად შევქმნით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ ოთხი ახალი ინიციატივის დაანონსების დროს განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ ჰესის ...

Read More »

პაატა ცინცაძე: საქართველოში ჰიდროსადგურების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს

საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიების ნამდვილი წევრის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის პაატა ცინცაძის განცხადებით, საქართველოში ჰიდროსადგურების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს.  როგორც ცინცაძემ აღნიშნა, ქვეყანამ  საკუთარი, ჰიდრორესურსი უნდა გამოიყენოს, რათა ენერგოდამოუკიდებლობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას. „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს არ გააჩნია ბუნებრივი აირისა და ნავთობის მარაგები, ერთადერთი რესურსი, რითაც შეგვიძლია ვაწარმოოთ ელექტროენერგია, არის ჰიდრორესურსი. ჰიდრორესურსებიაბლობისთვის საჭიროა საკუთარი რესურსების გამოყენება და ამ შემთხვევაში ჩვენ ...

Read More »
ჰიდროენერგეტიკის გამოწვევები და მისი განვითარების ისტორია

2013-2020 წლებში საქართველოში 38 ჰიდროელექტროსადგური აშენდა

2013-2020 წლებში საქართველოში 38 ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-იმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა. ირკვევა, რომ რაოდენობრივად ყველაზე ნაყოფიერი 2018 წელი იყო, როცა 8 ჰესი ამუშავდა. 2020 წელს კი, 6-მა ჰიდროელექტროსადგურმა დაიწყო ელექტროენერგიის გამომუშავება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციითვე, ბოლო 8 წელიწადში აშენებულმა 38 ჰიდროელექტროსადგურმა ენერგეტიკის დარგში 1.3 მლრდ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. საინტერესოა ისიც, რომ აქედან 1 მლრდ დოლარი მოდის ...

Read More »

ნათია თურნავა – „ნამახვანჰესის“ სამშენებლო სამუშაოებს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს

ჩვენი მოთხოვნით, „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე. „ამ ბერკეტის მეშვეობით, ჩვენ მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რომ პროექტში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს ბოლომდე დაცული, ასევე მოსახლეობასთან შედგეს სწორი კომუნიკაცია და პროექტის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Read More »
ნამახვან ჰესების კასკადის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა 7 ივლისს სრულდება

“ნამახვანჰესის” პროექტს ზედამხედველობას დამოუკიდებელი საბჭო გაუწევს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროცესს ზედამხედველობას დამოუკიდებელი საბჭო გაუწევს. ეს ერთ-ერთი პუნქტია იმ შეთანხმებიდან, რაზეც საქართველოს მთავრობამ ინვესტორ კომპანია ENKA-თან მიაღწია. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ქუთაისში რიონის მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, მათ შორის ნებისმიერი თქვენთაგანი შეძლებს მასში მონაწილეობას, რათა საბოლოოდ გამოირიცხოს პროექტის უსაფრთხოებაზე რაიმე ჭოჭმანი და ეჭვები“, ...

Read More »

ბექა ნაცვლიშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებას პასუხობს

პარლამენტის ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებას პასუხობს. „მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) განცხადებას ჩემს სტატიაზე „ნამოხვანის ალტერნატივა არსებობს“. სტატიაში სწორედ მათ მონაცემებზე დაყრდნობით ვამტკიცებ, რომ 2020-2021 წლებში ელექტროსისტემას შეუძლია, ყოველგვარი საბალანსო სიმძლავრეების გარეშე აითვისოს 333 მეგავატი ქარისა და 130 მეგავატი მზის ენერგიის სიმძლავრე. გორის ქარის ელექტროსადგურის, რომლის სიმძლავრეც 20 მეგავატია და უკანასკნელი წლის გამომუშავება ენერგობალანსის მიხედვით 90 მილიონი კილოვატ საათი, ...

Read More »

თორნიკე ყაზარაშვილი: პროტესტის გამო 20-მდე მცირე და საშუალო ზომის ენერგოპროექტია შეჩერებული

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხალხის პროტესტის გამო 20-მდე მცირე და საშუალო ზომის ენერგეტიკული პროექტია გაჩერებული. როგორც ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ პროექტებზეც კი, რომლებსაც გარემოზე თითქმის ნულოვანი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია. „აქ ვსაუბრობთ მცირე პროექტებზე, ისეთებზე, რომლებსაც მინიმალური და ნულამდე მიახლოებული გავლენა, შესაძლოა, ჰქონდეს გარემოზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, აქაც არის პროტესტი. ეს რა თქმა ...

Read More »