Tag Archives: #ენერგეტიკა

ევროპაში გაზთან ერთად ელექტროენერგიის ფასიც კრეკორდულ იზრდება

ევროპაში ბუნებრივი აირთან ერთად, ელექტროენერგიის ფასებიც რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მიწოდების დეფიციტი მხოლოდ გაუარესდება, როდესაც ზამთრის სეზონი დაიწყება. გერმანიის მალნოუს ტერმინალში რუსული გაზის მიწოდება შემცირდა. ამ ძირითადი სატრანზიტო მარშრუტის მიწოდება დაახლოებით მესამედზე ნაკლებია, ვიდრე კვირის დასაწყისში იყო. მიწოდების შეზღუდვების მასშტაბმა ბაზარი სწორედ მაშინ გააოცა, როდესაც ქვეყნები გაზის მიწოდების შემცირებას იწყებენ. წლის ამ დროს ევროპული აქციები ათწლეულზე მეტი ...

Read More »

„თელმიკომ“ განახლებული ქოლცენტრი და მომხმარებლის მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ (თელმიკო) თბილისში განახლებული ქოლცენტრი და მომხმარებელთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანიის ხელმძღვანელი პირები და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი გიორგი ფანგანი. მომხმარებელთა მომსახურების ცენტრი მდებარეობს ოთარ ჩხეიძის ქ, №10-ში, ხოლო კომპანიის ქოლცენტრთან დაკავშირება შესაძლებელია ყოველ 24/7-ზე რეჟიმში შემდეგი ნომრის საშუალებით: (032) 500 07 77. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, განსაკუთრებით კომუნალური მომსახურების სეგმენტში აუცილებელია მომსახურების ...

Read More »

ჩინეთი ენერგოკრიზისმა მოიცვა – ითიშება ლიფტები და შუქნიშნები

ჩინეთში ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტი, რომელიც თავიდან მხოლოდ მრეწველობას შეეხო, ამჟამად სულ უფრო მეტად რიგითი ადამიანების ცხოვრებაზეც აისახება. რამდენიმე ქალაქში ელექტროენერგიის ნორმირებული მოხმარებაა შემოღებული – ითიშება ლიფტები და შუქნიშნები, ადგილობრივი ხელისუფლებები მოქალაქეებს კონდიცირებაზე უარის თქმას და ბუნებრივი განათების პირობებში მუშაობას ურჩევენ. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში – ზოგიერთ ქალაქში დღე-ღამეში რამდენიმე საათით არა მხოლოდ შუქ-ნიშნები, არამედ ითიშება ქუჩების განათება, ლიფტები ...

Read More »

საქსტატი: აგვისტოში ელექტროენერგიის გამომუშავება 27%-ით გაიზარდა

“საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკური ზრდაზე და სექტორების მიხედვით ამის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა ენერგეტიკის სექტორში, რომლის მიზეზად ჰიდრო და თბო ელექტროენერგიის წარმოების ზრდა სახელდება. 2021 წლის აგვისტოში ელექტრო ენერგიის გამომუშავება დაახლოებით 27%-ით გაიზარდა, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია, როგორც მოხმარების ასევე ექსპორტის მაჩვენებელი. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ეკონომიკა 10,3%-ით გაიზარდა  

Read More »

სემეკი თელმიკოზე: შეგვიძლია საქმიანობაც შევუწყვიტოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, თანხების ზედმეტობით დარიცხვის პრობლემის განმეორების შემთხვევაში, მარეგულირებელმა შესაძლოა, ჯარიმაზე უფრო მკაცრი სანქციაც გამოიყენოს და კომპანიას ოპერირების უფლება შეუჩეროს. “კანონით შეგვიძლია გავაორმაგოთ ჯარიმა, იმ შემთხვევაში თუ ფინანსურ სანქციაზე ვიმსჯელებთ, თუმცა ასევე შეგვიძლია საქმიანობის უფლებაც შევუწყვიტოთ, თუ დავინახეთ რომ კომპანია ვერ ართმევს თავს იმ ვალდებულებებს, რაც აკისრია. გარწმუნებთ დღეის მდგომარეობით ...

Read More »

დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 29 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და საკანდელიძის ქუჩის მოსახლეობას. სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 14:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I ...

Read More »

გერმანია ენერგეტიკული გარდაქმნისთვის ემზადება

გერმანიაში ცვლილების ქარი უბერავს. 26 სექტემბერს საყოველთაო არჩევნები გაიმართება და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ახალ მთავრობას გაუჭირდება, 2045 წლისთვის ქვეყანა კლიმატ-ნეიტრალური გახადოს. გერმანიის საარჩევნო მარათონში ერთ-ერთი მთავარი კითხვა ის არის, თუ როგორ მოახერხებს ქვეყანა ენერგეტიკულ გარდაქმნას. წამყვანი პოლიტიკური პარტიები მზისა და ქარის ენერგიას უჭერენ მხარს, მაგრამ ბიუროკრატია და ადგილობრივების უკმაყოფილება ცვლილებას აფერხებს. ბავარია ამის საუკეთესო მაგალითია. ჩრდილოეთი ბავარიის  სოფელში მოქმედი ...

Read More »

ევროპის ენერგოკრიზისი პრობლემებს დანარჩენ მსოფლიოსაც შეუქმნის

ზამთარში მსოფლიო სავარაუდოდ გაიგებს, რამდენად არის დამოკიდებული გლობალური ეკონომიკა ბუნებრივ აირზე. მსოფლიო ცდილობს ქვანახშირზე უარის თქვას და სუფთა ენერგიის წყაროების გამოყენებაზე გადავიდეს. სახლების გასათბობად და ინდუსტრიების სამუშაოდ ქვეყნები ახლა უფრო მეტად არიან დამოკიდებული ბუნებრივ აირზე, ვიდრე ოდესმე. თუმცა, პანდემიის შემდგომი აღდგენისა და ამოწურული მარაგების შესავსებად მსოფლიოს საკმარისი ბუნებრივი აირი არ აქვს. ქვეყნები ცდილობენ მარაგების შევსებას, თუმცა ექსპორტიორები, როგორიცაა რუსეთი, ბუნებრივი აირს მარაგის სახით ინარჩუნებს. ...

Read More »

„ნამოხვანზე უარის თქმა ქვეყნის ტრაგედიაა – მოსახლეობა რომ ებრძვის და ხელისუფლება ამას არ უპირისპირებს დასაბუთებულ წინამძღვრებს, ეს არის დიდი ტკივილი“

„ენკას“ გადაწყვეტილებით, საქართველოში „ნამოხვანჰესი“ აღარ აშენდება. კომპანიამ საქართველოს სახელმწიფოსთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა და მიზეზად მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული სიტუაცია დაასახელა. სპეციალისტების ერთი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ეს ჰესი ქვეყნისა და მისი ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია. სწორედ ეს ნაწილი აცხადებს, რომ სახელომწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს მისი აშენება იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს მნიშვნელოვანი შანსი ხელიდან არ გაუშვას. „კარგად ვიცი, რა არის ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი – ვიმედოვნებ, ერთთვიანი პერიოდი, რაც აქვს გაცხადებული „ენკას“ ხელშეკრულების შესაწყვეტად, საკმარისი იქნება კომპანიასთან გარკვეული შეთანხმების მისაღწევად

ვიმედოვნებ, ერთთვიანი პერიოდი, რაც აქვს გაცხადებული „ენკას“ ხელშეკრულების შესაწყვეტად, საკმარისი იქნება, რომ მოხდეს კომპანიასთან გარკვეული შეთანხმების მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ პროექტის განხორციელების პროცესი არ შეფერხდეს. „პირველ რიგში, იმედს გამოვთქვამ, რომ ის პერიოდი, რა პერიოდიც აქვს გაცხადებული კომპანიას ხელშეკრულების შესაწყვეტად, თუ არ ვცდები, ერთთვიანი პერიოდია,  საკმარისი იქნება, რათა ...

Read More »