რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებით, 19 აგვისტოს, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს, კიევი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე “მასშტაბურ პროვოკაციას” გეგმავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, “პროვოკაციისთვის” უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს რაიონში განალაგეს რადიაციული დაკვირვების პოსტები, ასევე წვრთნიან ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფებს, საარტილერიო ბრიგადებსა და რადიაციულ პირობებში მებრძოლ რაზმებს. რუსების მტკიცებით, 19 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქი ნიკოპოლიდან ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე საარტილერიო იერიშს ...
Read More »