Tag Archives: #გაზი

“სოკარ ენერჯი ჯორჯია“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვებ პროდუქტებს გადასცემს

COVID -19 ის რეჟიმში, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმედ აისახა სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და იმ ადამიანებზე, ვინც ყოველდღიურ შემოსავალზე იყო დამოკიდებული. კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, ძირითადი საკვები პროდუქტებით დაეხმაროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სოფლების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს. „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მაჰირ მამმედოვის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით დახმარების აქცია 5 რეგიონსა და ...

Read More »

ჩინეთი სულ უფრო მეტ ნავთობსა და გაზს მოიპოვებს

ზედიზედ მეოთხე წელია, ჩინეთში გაზის მოპოვება იზრდება 10 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტით წელიწადში. 2021 წელს ბუნებრივი გაზის მოპოვება სავარაუდოდ 186 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს, თქვა ჩინეთის სახელმწიფო ენერგეტიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩანგ ძიანჰუამ. ჩინეთის ენერგო სემინარზე სიტყვით გამოსვლისას, ჩანგ ძიანჰუამ ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩინეთში ნედლი ნავთობის წარმოება ზედიზედ ორი წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება და წელს 194 მილიონ ტონას მიაღწია. ...

Read More »

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ განვითარების ათწლიანი გეგმა გამოაქვეყნა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა (2021-2030) გამოაქვეყნა. ნაშრომში ასახულია საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელისა და დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების ათწლიანი გეგმა. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმების წინა (2016, 2017 2018 და 2019 წლების) რედაქციებისგან, რაც დაკავშირებულია მიმდინარე პერიოდის გამოწვევებთან, როგორიცაა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კანონის ამოქმედებასთან და კორონა ...

Read More »

2024 წლის ბოლოს, ქვეყნის გაზიფიცირების მაჩვენებელი 90%-ზე მეტი იქნება – გახარია

დღეს ქვეყანაში გაზიფიცირების მაჩვენებელი არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში, ეს, უბრალოდ ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. მისივე თქმით, გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომელიც სრულდებოდა 2021 წელს, მიუხედავად იმისა, რომ გაზიფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში დაახლოებით 85-90%-ია, კიდევ 3 წლით გაგრძელდა. „დაიწყო გაზიფიცირების ახალი პროგრამა 2021-2024 წლებისთვის. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2019-2021 წლის პროგრამაში დამატებით ახალი ...

Read More »

სემეკმა გამანაწილებელ კომპანიებს მრიცხველის ჩვენებების გასწორება დაავალდებულა

სემეკმა გამანაწილებელ კომპანიებს წესების დაცვა დაავალდებულა. როგორც სემეკში აცხადებენ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართა არაერთმა მოქალაქემ იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ისარგებლეს კომუნალური სუბსიდიით, გამანაწილებელი კომპანიების მიერ მრიცხველების ვადაგადაცილებით წაკითხვის გამო. კერძოდ, მათივე ინფორმაციით, კომპანიებმა მრიცხველებზე ანათვალი აიღეს არა 30-ე დღეს, როგორც ითვალისწინებს კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები, არამედ 32-ე და 33-ე დღეებზე. “კომისიამ გამანაწილებელ კომპანიებს განუმარტა აღნიშნული დარღვევის ...

Read More »

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განაგრძობს დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის გაზიფიცირებას

ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას. სამუშაოები მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტის 11 დასახლებულ პუნქტში. გოგნაურში, მანასეულში, ხარხეთში, სალაჯურში, პავლეურში, ცივწყაროში, დოლასქედში, ჯუღისი-ვაშლობში, ჩირდილელიანთკარში, გრიგოლიანთკარსა და ჩუბინიანთკარში პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 46 491 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 613 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. ამჟამად, დასრულებულია 3 მუნიციპალიტეტის ...

Read More »

ევროკავშირს სურს სამხრეთ გაზსადენის დერეფნის გაფართოვების შესაძლებლობის შესწავლა

ევროკავშირს სურს შეისწავლოს სამხრეთ გაზსადენის დერეფნის გაფართოების შესაძლებლობა. ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარელიმ განაცხადა გაზსადენი გათვლილია აზერბაიჯანიდან ევროკავშირში, დასავლეთ ბალკანეთში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. დეკემბრის ბოლომდე, შაჰ დენიზის საბადოდან აზერბაიჯანული გაზი უნდა მიეწოდოს ევროპელ მომხმარებლებს საბერძნეთსა და იტალიაში TAP მილსადენით, რომელიც სამხრეთ გაზსადენის დერეფნის ბოლო სეგმენტია. 2021 წელს აზერბაიჯანის გაზს მიიღებს ბულგარეთი, საბერძნეთი-ბულგარეთის უდამაკავშირებელი სადენის ...

Read More »

თურნავა: “დადგება იანვარი და ვნახავთ, რა შედეგი იქნება”

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა “თბილისი ენერჯის” მიერ 2021 წლის იანვრიდან კომერციული ბუნებრივი აირის ტარიფის (არ)გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული თავისი კომენტარი კიდევ ერთხელ განმარტა. საქმე იმაშია, რომ გასულ კვირას ნათია თურნავამ განაცხდა, რომ გაზგამანაწილებელი კომპანია შემდეგი წლიდან კომერციულ გაზს აღარ გააძვირებს, თუმცა მისი ეს ინფორმაცია “თბილისი ენერჯიმ” ჯერ საერთოდ არ დაადასტურა, შემდეგ კი თქვა, რომ “აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს”.დღეს კი, ...

Read More »

თურნავა: “თბილისი ენერჯი“ კერძო კომპანიაა, ვერ მივუთითებთ რა უნდა გააკეთოს”

ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ „თბილისი ენერჯი“ გაზის ტარიფს კომერციული მომხმარებლებისთვის არ გააძვირებს. “თბილისი ენერჯი“ კერძო კომპანიაა, შესაბამისად ჩვენ ვერ მივუთითებთ, თუ რა უნდა გააკეთონ, განსაკუთრებით ტარიფების ნაწილში, რომელიც კომერციულ ტარიფებს ეხება. კომპანიასთან ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და იმედიანად ვარ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. არც მათ უარყვეს ეს“, – განაცხადა თურნავამ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “თბილისი ენერჯის” პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. “ბიზნესპარტნიორი” დაუკავშირდა ...

Read More »

საქართველომ SOCAR-ის ვალი დაფარა

საქართველომ Socar-ს დავალიანება ერთიანად გაუსტუმრა – აზერბაიჯანულ კომპანიასა და საქართველოს შორის ბუნებრივი გაზის შესასყიდი ფასის შემცირების შეთანხმებაზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. როგორც “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი აზერბაიჯანულ მედიასთან განმარტავს, შეთანხმების გაფრორმებისას ნაბიჯები გადადგა როგორც Socar-მა, ასევე საქართველომაც. უფრო კონკრეტულად, საქართველომ კომპანიის მიმართ დავალიანება, რომელიც 4 წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა, ერთიანად დააბრუნა. კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ  ძველი ფასი მაღალი იყო ...

Read More »