Tag Archives: #ელექტროენერგია

სემეკმა საჯარო სხდომაზე მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები და ახალი მომხმარებლების ქსელზე მიერთების საკითხები განიხილა

სემეკში დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. საკითხების უმრავლესობა შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს და ახალი მომხმარებლების ქსელზე მიერთების საკითხებს. კომისიის გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ყამარი მ“-ზე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიიის გაცემის თაობაზე კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების ...

Read More »

“მიუხედავად არბიტრაჟის მიერ „ინტერ რაოს“ პოზიციების ნაწილობრივ გაზიარებისა, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მომხმარებლისთვის ტარიფები არ გავზარდოთ”

„მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლებისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის“ გადასახდელი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები“, – ამის შესახებ ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა. ნათია თურნავას შეფასებით, დენის ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკის მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო. ...

Read More »

“საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება იქნება იმის გარანტი, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნება-სურვილზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავა ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. „ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები“, – აღნიშნა ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავის შესახებ საუბრისას. როგორც ცნობილია, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა ...

Read More »
კახა კალაძე - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობები

“სახელმწიფოს INTER RAO-სთან დავა არ წაუგია, გადაწყვეტილება გასაჩივრებულია”

კახა კალაძე აბსურდს უწოდებს ოპონენტების ბრალდებას რუსულ კომპანია Inter Rao-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება გაზის ტარიფს და დავას, რომელიც საქართველოსა და რუსულ კომპანიას შორის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს. კალაძემ ასევე განმარტა, რომ სახელმწიფოს რუსულ კომპანიასთან დაკავა არ წაუგია და ეს სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებაა, ამავდროულად ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრბულია ზედა ინსტანციაში. „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

2021 წლის 11 თვეში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა რეკორდულია 2006-2021 წლების პერიოდისთვის

ესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ელექტროენერგიიის ოპერატიული ბალანსის შესახებ მონაცემების თანახმად, საქართველოში 2021 წლის ნოემბერში ელექტროენერგიის მოხმარებამ 1 247,690 მლნ კვტსთ შეადგინა, რაც 19,12%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის ნოემბერში იყო მოხმარებული. ესკოს ვებგვერდზე ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ დაცული მონაცემების თანახმად, ნოემბრის თვის ელექტროენერგიის მოხმარება შეადგენდა: 2006 – 693,416 მლნ კვტსთ 2007 – 694,917 მლნ კვტსთ 2008 – 633,516 მლნ კვტსთ 2009 – 684,204 ...

Read More »

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, 2 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ზოვრეთის, კანდელაკის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ლუქსემბურგის, ოდესის, ონიაშვილის, ტაშკენტის, ყუშიტაშვილის, ილია ოდიშელიძის, გაბრიელ ისაკაძის, ავქსენტი ნაჭყებიას, პეტრიწის, თოფურიძე ვალენტინის, მუხრან მაჭავარიანის და მუხრანის ქუჩების  მოსახლეობას. ისნის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ...

Read More »

ლუკაშენკო აცხადებს, რომ მზად არის, ენერგომატარებლების ტრანზიტი შეაჩეროს, თუ პოლონეთი ბელარუსთან საზღვარს ჩაკეტავს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზად არის, ენერგომატარებლების ტრანზიტი შეაჩეროს, თუ პოლონეთი ბელარუსთან საზღვარს ჩაკეტავს. „როდესაც პოლონელები ან კიდევ ვინმე „გაგუდვას“ დამიწყებს, ფიქრობთ, რაღაც კონტრაქტების გარჩევას დავიწყებ? პოლონელებმა გადაწყვიტეს, ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტონ. მშვენიერი. დახურონ საზღვარი. ევროკავშირში ხშირად ისედაც არ დავდივართ. და მე რომ ტრანზიტი ჩავკეტო? მაშინ რა მოხდება? ვნახოთ, მერე როგორ შეიძენენ ენერგომატარებლებს რუსეთში“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა. 8 ნოემბრიდან ...

Read More »

კრიპტოვალუტების მაინინგი ყაზახეთში ელექტროენერგიის დეფიციტს იწვევს

კრიპტოვალუტების მაინინგის დროს გაზრდილი ენერგომოხმარების გამო, ამა წლის ოქტომბერში ყაზახეთში სამი ელექტროსადგური გაითიშა, რამაც ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია, – ამის შესახებ The Financial Times-ი წერს. „ყაზახეთის ელექტროსისტემების“ (KEGOC) განცხადებით, ამიერიდან, ორმოცდაათი ოფიციალურად რეგისტრირებული მაინერი ელექტროენერგიას ლიმიტირებულად მიიღებს. გარდა ამისა, ქსელში არსებული ხარვეზის შემთხვევაში, ელექტროენერგიაზე წვდომა, პირველ რიგში, სწორედ მათ შეეზღუდებათ. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წელს ელექტროენერგიაზე არსებული მოთხოვნა 8%-ით გაიზარდა, ...

Read More »

საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების დანერგვის პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა

დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების დანერგვის პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში საკონსულტაციო კომპანიების (Nord Pool Consulting AS, Omnia და SIEMENS) ექსპერტების, სსე-ის თანამშრომლებისა და „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ენერგეტიკული ბაზრის კონცეფცია, ელექტროენერგიის ბაზრის წესები, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის დანერგვის მექანიზმები და პროექტის სამოქმედო გეგმა. შეხვედრები დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ენერგეტიკული ბაზრის ...

Read More »

Интер РАО სტოკჰოლმის არბიტრაჟისგან საქართველოსთვის დაკისრებული 80-მილიონიანი კომპენსაციით უკმაყოფილოა და თანხის გაზრდას მოითხოვს

სტოკჰოლმის საარბიტრჟო სასამართლომ რუსულ Интер РАО და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა და ქართულ მხარეს კომპანიისთვის 80 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას რუსული ტელეარხის, „როსია1“-ის საინფორმაციო გამოშვება „Вести“ ავრცელებს. სარჩელი ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა შვილობილმა კომპანია Inter RAO-მ შეიტანა, რომელიც საქართველოში ორი ჰიდროელექტროსადგურის, „ხრამი-1“-სა და „ხრამი-2“-ის მფლობელია. მას, ასევე, კომპანია „თელასის“ ელექტროქსელის 75% ეკუთვნის. 2017 წელს მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ...

Read More »