Tag Archives: #აირი

გერმანიაში გაზის მარაგი “საგანგაშო” დონემდე დაეცა

გერმანიის ხელისუფლება ადასტურებს, რომ რუსეთთან დაძაბულობისა და Nord Stream 2-ის დამტკიცების შეფერხების ფონზე, გაზის მარაგები “საგანგაშო” დონემდე დაეცა. გაზის მარაგი 40%-დან 35-36%-მდე შემცირდა. 2020 წელს მარაგი 80%-მდე იყო. ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, 40%-იანი მიწოდება მხოლოდ შვიდდღიანი პოლარული ტემპერატურისთვის არის საკმარისი. გერმანიის გაზის იმპორტის 55%-ზე მეტი რუსეთზე მოდის. ეს მაჩვენებელი 2012 წლიდან 15%-ით გაიზარდა. მიუხედავად მზარდი შეშფოთებისა, რომ ქვეყანას ზამთრისთვის ...

Read More »

რა ფერის უნდა იყოს გაზის წვისას ალი, რომ CO არ დაგროვდეს

„თბილისი ენერჯის“ Facebook-პოსტის მეშვეობით მოქალაქეებს მიმართავს. „გაზის წვისას ყურადღება მიაქციეთ ალის ფერს. მისი მოყვითალო შეფერილობა არასრული წვის მანიშნებელია, რაც იწვევს CO-ს დაგროვებას. CO კლავს! გაზის სრულ წვას ჟანგბადი სჭირდება, ამიტომ, საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია, ხშირად გაანიავოთ ფართი და ხელოსანს გააწმენდინოთ სანთურა“, – აღნიშნულია ტექსტში.    

Read More »

იაპონია ევროპისთვის თხევადი გაზით მომარაგების გაზიარებას დათანხმდა

ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში იაპონია ევროპელებისთვის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მარაგების გაზიარებას დათანხმდა. იაპონია მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. ტოკიო რამდენიმე ტანკერის, რომელთაგან თითო 70 000 ტონა თხევადი გაზითაა დატვირთული, ევროპისკენ გადამისამართებას დათანხმდა. იაპონიას და ევროკავშირს შორის შუამავლობა ამერიკამ გასწია. „ევროპისთვის დახმარებით ვაშინგტონმა და ტოკიომ აჩვენეს, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის შესაკავებლად და საზიარო ღირებულებების დასაცავად მუშაობენ“, – განაცხადა იაპონიაში აშშ-ს ელჩმა რამ ...

Read More »

გადაუდებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზმომარაგება 7600 აბონენტს დროებით შეუწყდება

გადაუდებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზმომარაგება 7600 აბონენტს დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აბონენტებისთვის გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება პარასკევს – 11 თებერვალს. 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. „გაცნობებთ, რომ კახეთის გზატკეცილზე გაზსადენის გადაუდებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს 22:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება: კახეთის გზ. 3ა, კახეთის გზ. 33ა (ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ) მდებარე შპს ,,პიტ სტოპი”-ს, ვარკეთილის ...

Read More »

პუტინი ოლიმპიადაზე ჩინეთისთვის გაზის მიწოდების შეთანხმებით ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩავიდა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. რუსეთის ლიდერმა ჩინეთს დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე გაზის მიწოდების გაზრდა შესთავაზა. პუტინმა სი ძინპინს განუცხადა, რომ რუსეთმა მოამზადა ახალი შეთანხმება ჩინეთისთვის დამატებით 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ. ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ შეხვედრამ ახალი ბიძგი მისცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. რუსეთი აძლიერებს კავშირებს ...

Read More »

2021 წელს რუსული თხევადი გაზის კომპანიების შემოსავალი 8,5%-ით გაიზარდა და $7,32 მლრდ შეადგინა

რუსული თხევადი გაზის კომპანიების შემოსავალი 2021 წელს გაიზარდა. კერძოდ, Sakhalin Energy-ისა და Yamal LNG-ის შემოსავალი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტიდან 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 8,5%-ით გაიზარდა და 7,32 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის (FCS) მონაცემებშია ნათქვამი. Sakhalin Energy-ის აქციონერები არიან გაზპრომი (50%), Royal Dutch Shell (27,5%), იაპონური Mitsui (12,5%) და Mitsubishi (10%). Yamal LNG ფლობს 50.1% ...

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

საქართველოში გამავალი მილსადენებით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა

საქართველოს დერეფნით ნავთობის ტრანზიტი შემცირდა. „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, საქართველოში გამავალი 2 მილსადენით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით (BTC) და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP) 30.4 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, კლება 2020 წელთან შედარებით 1.4 მლნ ტონაა. ყველაზე მეტი ნავთობის გატარება მილსადენებით გასული წლის მარტში მოხდა – 2.9 მლნ ტონის მოცულობით. 2021 წლის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გატარებული ნავთობის მოცულობამ 26 მილიონი ტონა ...

Read More »

ჟოზეფ ბორელი – ევროკავშირში გაზი დაახლოებით ათჯერ ძვირია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, რაც დიდ დატვირთვას აყენებს ელექტროენერგიის ფასებს

ევროკავშირში გაზი დაახლოებით ათჯერ ძვირია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, რაც დიდ დატვირთვას აყენებს ელექტროენერგიის ფასებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა, პირად ბლოგზე დაწერა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, გაზის ფასების ზრდამ 2021 წლის ბოლოსთვის ინფლაცია გაზარდა. ბორელის განცხადებით, თუ ენერგეტიკული ფასები 2022 წლის განმავლობაში მაღალი დარჩება, რაც უზრუნველყოფს უფრო მაღალ ინფლაციას, ეს სერიოზულად იმოქმედებს პანდემიის შემდგომ აღდგენაზე. „იმ მძიმე ...

Read More »

რამდენად დამოკიდებულია ევროპა რუსულ გაზზე

მოსკოვი ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. რუსი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ თუ დასავლეთი უკრაინის ირგვლივ შექმნილი კრიზისის გამო მოსკოვს მასშტაბურ სანქციებს დაუწესებს, ევროპა რუსეთიდან ნავთობს, გაზსა და ლითონებს ვეღარ მიიღებს. შეერთებული შტატები და მოკავშირეები აქტიურად ეძებენ რუსული გაზის ალტერნატივას. მათ უკვე სთხოვეს ალჟირს, აზერბაიჯანსა და ნორვეგიას, რომ რუსეთის მიერ მუქარის შესრულების შემთხვევაში, ევროპას აირის მიწოდება გაუზარდონ. გაძვირებული აირი რუსეთსა და უკრაინას ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 2,6%-ით გაიზარდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ბოლო 24 საათში, 2,6%-ით გაიზარდა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 975 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული აირის მარაგების გაზრდის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა. ფასების მატების მიზეზად ...

Read More »