Tag Archives: #გერმანია

გერმანიამ ბუნებრივი გაზის საცავების 80% უკვე შეავსო და იმპორტს სტაბილურად აგრძელებს

გერმანიის ბუნებრივი გაზის საცავები 80 პროცენტით არის შევსებული და მარაგი სტაბილურად იმატებს. პროცესი რუსეთიდან გაზის მიწოდების მკვეთრად შემცირების პარალელურად გრძელდება. სამშაბათს გამოქვეყნებული სამრეწველო სტატისტიკის ციფრების თანახმად, ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში გაზის მარაგმა საცავების მოცულობის 80.14 პროცენტს მიაღწია. გერმანიის ქსელის მარეგულირებელმა კლაუს მიულერმა“ტვიტერზე“ დაწერა, რომ საცავები „სტაბილურად ივსება“, მაგრამ გამოთქვა გაფრთხილება, რომ შემდეგ კვირაში, რუსეთიდან მომავალ მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის ...

Read More »

ტრუდო: კანადის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის გადაცემამ ვლადიმერ პუტინის სტრატეგია ჩაშალა

კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპა და გერმანია დარჩებიან რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებული მომავალი ერთი ან ორ წლის განმავლობაში. „რუსეთის მიზანი არ არის მხოლოდ განხეთქილების ჩამოყალიბება ქვეყნებს შორის, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, არამედ, ძირს უთხრის საზოგადოების მხარდაჭერას იმ მტკიცე პოზიციების მიმართ, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა დაიკავეს უკრაინის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ. „ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან მან გამოავლინა (რუსეთის პრეზიდენტის) ...

Read More »

გერმანიამ გაზზე დღგ 7%–მდე შეამცირა

ქვეყნის ენერგომომარაგებაში შექმნილი პრობლემების ფონზე გერმანიის მთავრობამ გაზზე დღგ–ის 7%–მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ფედერალურმა მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება გაზზე დღგ–ის 7%–მდე შემცირების შესახებ“, – ციტირებს დასავლური მედია კანცლერს. დღემდე გაზზე დღგ გერმანიაში 19%–ს შეადგენდა. შოლცმა აღნიშნა, რომ დღგ–ის ახალი განაკვეთი 2024 წლის 31 მარტამდე დარჩება ძალაში. წყარო: gbc.ge

Read More »

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების იდეას მხარს არ უჭერს

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების იდეას. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გაზსადენის ამოქმედების წინადადებით გერმანიის ვიცე-სპიკერი ვოლფგანგ კუბიკი გამოვიდა. გერმანიის ფინანსთა მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ლინდნერი მიიჩნევს, რომ კუბიკის ინიციატივა „არასწორი და აბსურდულია“. გერმანიის ვიცე-სპიკერის შეთავაზება ასევე უარყვეს გერმანიის ფედერალურ მთავრობაშიც. მათი თქმით, ბერლინი არ გეგმავს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედებას და პროექტის განახლებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ...

Read More »

დმიტრო კულება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს პასუხობს – რუსულ გაზზე დამოკიდებულება კლავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მოუწოდა გერმანიას, გახსნას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენი, რათა ზამთრამდე გერმანიამ მარაგის შევსება მოახერხოს, შემდეგ კი ისევ შეაჩეროს მისი მუშაობა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას სრულიად არარაციონალურს უწოდებს. „ეს მაგონებს ნარკომანიას, როცა ადამიანი ამბობს, „ბოლოჯერ“. რომელიც ვერ აცნობიერებს დამანგრეველ შედეგს ვერც ერთი „ბოლო მცდელობის დროს“. რუსულ გაზზე დამოკიდებულება ...

Read More »

რუსეთიდან მიწოდების გარეშე, გერმანიას სავსე გაზსაცავები 2,5 თვეს ეყოფა

თუ გერმანია მოახერხებს გაზის საცავების 95 პროცენტის შევსებას ნოემბრამდე, ეს მოცულობები საკმარისი იქნება მხოლოდ ორთვიანი გათბობისა და სამრეწველო მოხმარებისთვის რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში, ამის შესახებ ფედერალური ქსელის სააგენტოს (Bundesnetzagentur, BNetzA) ხელმძღვანელმა კლაუს მიულერმა განაცხადა. საცავები ამჟამად სავსეა 77 პროცენტით, დაგეგმილზე ორი კვირით ადრე, თქვა მიულერმა. “საწყობის შევსების კუთხით ცოტა უფრო სწრაფი ვართ, ვიდრე ადრე, მაგრამ ეს არ არის ...

Read More »

გერმანია რუსულ ნავთობს ამერიკულით ანაცვლებს

გერმანია რუსულ ნავთობს ამერიკულით ანაცვლებს. ლუიზიანიდან გერმანიის როსტოკის პორტის მიმართულებით ამერიკული ნავთობით დატვირთული მეორე ტანკერი დაიძრა, ამ თვეში უკვე მეორედ. ტანკერს, რომლის სახელწოდებაცაა Ise Princess 570 000 ბარელი ნავთობი გადააქვს. აგვისტოს დასაწყისში გერმანიის როსტოკის პორტში შეტანილი ამერიკული ნავთობი Schwedt-ს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში უკვე შევიდა. საწარმოს უდიდესი წილის მფლობელი რუსული Роснефть-ია. Роснефть-მა გასულ კვირას გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ გერმანიაში საწვავის ფასები, საზღვაო ...

Read More »

ახალი გადასახადის დაწესების გამო, გერმანული ოჯახებისთვის გაზის წლიური გადასახადი 480 ევროთი გაიზრდება

ახალი გადასახადის დაწესების გამო, გერმანულ ოჯახებს გაზისთვის წელიწადში 480 ევროთი მეტის გადახდა მოუწევთ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გერმანიის გაზის ბაზრის ოპერატორმა, Trading Hub Europe-მა განაცხადა, რომ კილოვატ საათში 2.419 ევრო ცენტის გადასახადი დააწესა. გადასახადი 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება და 2024 წლის აპრილამდე იმოქმედებს, რათა Uniper-ს -ქვეყანაში რუსული გაზის უმსხვილეს იმპორტიორს- და სხვა იმპორტიორებს ფასების ზრდასთან გამკლავებაში დაეხმაროს. Verivox-ის ფასების შედარების პლატფორმის გაანგარიშებით, ოთხსულიანი ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანიამ გაზის საცავები 75,43%-ით ვადაზე ადრე შეავსო

გერმანიამ გაზის საცავები 75,43%-ით ვადაზე ადრე შეავსო, რადგან ამ დონემდე მიღწევას 1-ლი სექტემბრისთვის გეგმავდა. ინფორმაციას DW გაზისა და წყალბადის შენახვის სისტემების გერმანულ ოპერატორთა ასოციაცია INES-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. INES-ის თანახმად, საცავების შევსება ზაფხულში გაზის მოხმარების შემცირებისა და ჩრდილო-დასავლეთ ევროპიდან ლურჯი საწვავის იმპორტის გაზრდის შედეგად დაჩქარდა. ევროკავშირის რეგულაცია ადგენს, რომ გერმანიის საცავები 1-ელ ოქტომბრამდე, მინიმუმ, 85%-ით, ხოლო 1-ლი ნოემბრისთვის, მინიმუმ, 95%-ით ...

Read More »

გერმანიაში, გაზის ეკონომიის მიზნით, საზოგადოებრივ შენობებს 19 გრადუსამდე გაათბობენ, განიხილება აგრეთვე ბიტკოინის ფერმების ნარჩენი სითბოს გამოყენების იდეა

ეკონომიკის ფედერალურმა მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა Süddeutsche Zeitung-თან საუბრისას ენერგიის დაზოგვის აუცილებლობის საკითხს შეეხო. ეკონომიკის ფედრალურ მინისტრ რობერტ ჰაბეკის თქმით, საზოგადოებრივი შენობები მაქსიმუმ 19 გრადუსამდე უნდა გათბეს, შენობა-ნაგებობები, კორპუსები, ძეგლები და სარეკლამო სისტემები ღამით აღარ უნდა იყოს განათებული. ეკონომიკის სამინისტრო ფედერალური მთავრობის სხვა ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს დამატებით ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს. გერმანიის ქალაქების ასოციაციის მიერ ენერგიის დაზოგვის შესახებ წინადადადებათა შორის საცურაო აუზებში ...

Read More »