Tag Archives: #ენერგეტიკა

ვიქტორ ორბანი – მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, მაგრამ არავინ მეუბნება, როგორ ჩავანაცვლო ის

მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, მაგრამ არავინ მეუბნება, როგორ ჩავანაცვლო ის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. „მეუბნებიან რუსული გაზი ცუდიაო. მეუბნებიან, რომ ყიდვა უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ შევცვალოთ რუსული გაზი. ხუთ წელიწადში კი არა, ხვალ. ჩვენ უნდა ვმართოთ ჩვენი ეკონომიკა, ეს ასე მარტივია“, – დაწერა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. პარალელურად, ვიქტორ ორბანი „ფეისბუქში“ დაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ...

Read More »

უკრაინული მხარის ცნობით, ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% სერიოზულად არის დაზიანებული

უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% სერიოზულად არის დაზიანებული, – ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველმა, ალექსანდრ ხარჩენკომ განაცხადა. „სამწუხაროდ, ბოლო მონაცემებით, საერთო ინფრასტრუქტურის 40% სერიოზულად არის დაზიანებული. გრძელდება სარემონტო სამუშაოები, თუმცა დღეს და ხვალ მოსალოდნელია ენერგომომარაგების შეზღუდვა. ეს იქნება არა მხოლოდ ავარიული, არამედ გეგმური გათიშვაც, რათა ქსელზე დატვირთვა შევამციროთ“, – განაცხადა ხარჩენკომ. ომის 239-ე დღეს უკრაინა რუსეთის თავდასხმებს იგერიებს. ოკუპანტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ...

Read More »

პრემიერი TATA POWER-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორს, პრავირ სინას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ქართულ ენერგოსექტორში განხორციელებული და დაგეგმილი მსხვილი ინვესტიციები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ Tata Power, ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Invest-თან ერთად, კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია”-ს მფლობელი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ საქართველოს ენერგოსექტორის უმსხვილესი ინვესტორია. კომპანიამ განახორციელა 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობა, ჯამური ინვესტიციით – 550 ...

Read More »

ასეთი იქნება მომავლის ბენზინგასამართი სადგურები

გამოცემა Bloomberg შელის მოდერნიზებულ ბენზინგასამართი სადგურის ფოტოებს აქვეყნებს. ენერგოგიგანტმა ფულემში (ინგლისი) ბენზინგასამართი სადგურის მოდერნიზაცია განახორციელა და ის ელექტრომობილების დასამუხტ სადგურად გადააკეთა. გამოცემა წერს,რომ ასეთი იქნება მომავლის ელექტროსადგურები. სტატიაში ვკითხულობთ,რომ შელის გასამართ სადგურში მძღოლებს შეუძლიათ შეიძინონ  რძე,კვერცხი,გაზიანი სასმელი და სურსათი. ერთადერთი რასაც მძღოლები ვერ შეიძენენ ეს ბენზინია. Shell უმსხვილესი ნავთობკომპანიაა,რომელიც 80 ქვეყანაში 46000 სადგურით ოპერირებს. კომპანიაში აცხადებენ,რომ აქტიურად უჭერენ მხარს  ,,2050 ...

Read More »

რუსეთში, ბელგოროდში ელექტრო ქვესადგურს ხანძარი გაუჩნდა

რუსეთში, ქალაქ ბელგოროდში, 19 ოქტომბერს ხანძარი იუჟნაიას ელექტრო ქვესადგურში გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამის არხი “Белгородский осведомиель” ავრცელებს. ქალაქში ნაწილობრივ შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. არხმა ხანძრის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ირწმუნება, რომ ქალაქში “ტრანსფორმატორი გამორთული იყო იუჟნაიას ქვესადგურზე გადაჭარბებული ძაბვის გამო”. მისი თქმით, ელექტროენერგიის გარეშე ორი ქუჩა დარჩა. ბოლო დღეებში ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის რეგიონში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. 13 ოქტომბერს ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 20 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუზღუდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს  ასახელებს. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის და ჯანჯღავას  ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »

ოკუპანტებმა ბურშტინის თბოელექტროსადგური დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ივანო-ფრანკოვსკის ოლქში ბურშტინის თბოელექტროსადგური დაბომბეს, სადაც ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ონიშჩუკმა “ტელეგრამში” დაწერა. “დღეს ჩვენი რეგიონი ისევ გახდა სარაკეტო იერიშების სამიზნე. ბომბი მოხვდა ბურშტინის თბოელექტროსადგურს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს, მაშველები ადგილზე არიან”, – განაცხადა მან. ონიშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მისივე თქმით, ამჟამად, ბურშტინის თბოელექტროსადგურთან გზა გადაკეტილია, ...

Read More »

სვანეთში კრიპტოვალუტის მოპოვება და შესაბამისი აღრიცხვიანობა, კვლავ პრობლემაა – დავით ნარმანია

სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ კრიპტოვალუტების მაინინგისთვის ელექტროენერგიის უკონტროლო გამოყენება კვლავ გამოწვევად რჩება. როგორც ნარმანია “ბიზნეს ფორმულასთან” განმარტავს, კრიპტოვალუტის მოპოვების მხრივ განსაკუთრებული პრობლემა, ოკუპირებული აფხაზეთის შემდეგ, სვანეთშია. “მაინინგი კვლავ ენერგიის მოხმარების ერთ-ერთ წყაროდ რჩება. აფხაზეთში, რა თქმა უნდა, უკონტროლოა მოხმარება. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, აქ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული საკითხები მეტნაკლებად მოწესრიგებულია, თუმცა სვანეთში კრიპტოვალუტის მოპოვება და შესაბამისი აღრიცხვიანობა, კვლავ პრობლემაა”,- ამბობს დავით ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნები, რომელთა მიზანიც 2030 წლისთვის 100%-ით სუფთა ენერგიის გამოყენებაა

რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი ევროპის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. ომის საპასუხოდ ევროკავშირის ქვეყნები წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლებას უფრო აქტიურად ცდილობენ, რისთვისაც სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა დეკარბონიზაციასა და განახლებად ენერგიაზე გადასვლა დააჩქარა. მთლიანობაში ევროკავშირი იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის ბლოკის მიერ მოხმარებული ენერგიის 82% სუფთა წყაროებიდან იქნება მიღებული. თუმცა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირების პროცესს აჩქარებს და ათწლეულის ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ელექტროსადგურებსა და სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის თავდასხმა ტერორისტული აქტი და სამხედრო დანაშაულია

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინის ელექტროსადგურებსა და ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ სარაკეტო დარტყმებითა და დრონებით თავდასხმა ტერორისტული აქტია და სამხედრო დანაშაულს უტოლდება. „გუშინ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ წერტილოვანი დარტყმების, მკაფიო მიზნით, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, დატოვოს კაცები, ქალები და ბავშვები წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე. ეს სუფთა ტერორია და ასეც უნდა ვუწოდოთ“, ...

Read More »