Tag Archives: #ეკოლოგია

ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ავტომობილების გამონაბოლქვის სუნთქვა თავის ტვინის მუშაობას სულ რაღაც ორ საათში აფერხებს

დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა შეიძლება გავლენას ახდენდეს თქვენს თავის ტვინზე. კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ვიქტორიას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მანქანების გამონაბოლქვის შესუნთქვამ სულ რაღაც ორ საათში შეიძლება შეცვალოს თავის ტვინის დაკავშირებადობის უნარი. შედეგები ეფუძნება 25 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებულ რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა ცდას; მანქანის გამონაბოლქვის ზემოქმედების ქვეშ ისინი ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ. მეორე ეტაპზე, მონაწილეები სუფთა, გაფილტრული ჰაერის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. თითოეული სცენარის ...

Read More »

„ULEZ“ – „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ – მთელს ლონდონს დაფარავს

ლონდონის მერმა, მიუხედავად მოქალაქეთა „აბსოლუტური“ ოპოზიციისა, განაცხადა, რომ ლონდონის „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ („ULEZ“) გასაფართოებელია, რათა მთელი ლონდონი დაფაროს. 2023 წლის 29 აგვისტოდან, ყველაზე მეტად დამაბინძურებელი მანქანის მძღოლები დღეში 12,50 ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან „Greater London Authority“-ის საზღვრებში შესასვლელად. საჯარო განხილვისას დადგინდა, რომ დაზარალებულ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის 80% ეწინააღმდეგებოდა ზონის გაფართოებას. თუმცა მერი სადიქ ხანი ამბობს, რომ უფრო სუფთა ჰაერით ხუთ ...

Read More »

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აკვაკულტურის ზონების შექმნის თაობაზე უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები განიხილეს

გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ევროკავშირის პროექტის „საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა“ ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) და ევროკავშირის ექსპერტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გარემოს ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, უცხოელმა ექსპერტებმა საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურის ზონების შექმნის თაობაზე რეკომენდაციები და პრეზენტაციები წარმოადგინეს. უახლოეს ხანებში, დაიწყება აკვაკულტურის ზონების დასრულებული ვერსიის ...

Read More »

ანტარქტიდას თბილისზე ორჯერ დიდი აისბერგი მოწყდა

კვლევითი სადგურის სიახლოვეს, ანტარქტიდის ყინულის საფარს ლონდონზე დიდი ზომის აისბერგი მოსწყდა; ბოლო ორ წელიწადში, ეს მეორე ასეთი შემთხვევაა. ბრიტანეთის ანტარქტიკის კვლევის პროგრამაში (BAS) აცხადებენ, რომ ახალი აისბერგის წარმოქმნა ბუნებრივი პროცესია და არ არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან, რომელიც არქტიკასა და ანტარქტიკის ნაწილში ზღვის ყინულის დნობას აჩქარებს. 1550 კვადრატული კილომეტრის ფართობის აისბერგი 150 მეტრის სისქის ბრანტის შელფურ მყინვარს მოსწყდა; მასიური ნაპრალები ამ მყინვარში მეცნიერებმა პირველად ათი წლის ...

Read More »

ეკოლოგიურად ცხოვრება – რჩევები თქვენი სახლისთვის

მდგრადობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ისმის კითხვა, პლასტმასი უფრო ცუდია თუ მინა?  შხაპი უკეთესია თუ ბანაობა? ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ პასუხები, რომლებიც ეკოლოგიაზე უარყოფითი გავლენის შემცირებას უწყობს ხელს. როგორ მოქმედებს ჩემი პირადი საყოფაცხოვრებო გარემო გარემოზე? ,,მთელ მსოფლიოს გერმანელების მსგავსად რომ ეცხოვრა, თეორიულად დაგვჭირდებოდა 3.2 დედამიწა“, – ამბობს თომას ფიშერი ,,დოიჩე უმველტილფიდან“.  როგორც მდიდარი, დასავლეთის ქვეყნის მაცხოვრებლები, ჩვენ არარაციონალურად ვიყენებთ ისეთ რესურსებს, ...

Read More »

უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს

როგორ უნდა დავიცვათ თავი უდაბნოს მტვრის გავრცელების პირობებში? ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე მტვრის ნაწილაკების მატება ფიქსირდება. ამ მოვლენის მთავარი წყარო კი არის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, ესაა ქვეყნის გარედან უდაბნოს მტვრის შემოჭრა, რაც წლის განმავლობაში საკმაოდ ხშირად გვიფიქსირდება და რამდენიმე ათეული შემთხვევა გვაქვს, როდესაც ხან საჰარის ...

Read More »

გრენლანდიაში ჰაერის ტემპერატურამ ბოლო 1000 წლის რეკორდი მოხსნა

გრენლანდიაში ჰაერის ტემპერატურამ 1000 წლის წინანდელ რეკორდს გადააჭარბა. მეცნიერებმა გლობალური დათბობის ნიშნები აღმოაჩინეს. ყინულისნაწილაკების ნიმუშების შესწავლით, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ტემპერატურის ზრდა 1995 წლიდან დაიწყო. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ტემპერატურა ჩრდილოეთ გრენლანდიაში მე-20 საუკუნის შემდეგ 1,5 გრადუსით ცელსიუსით (2,7 ფარენჰეიტი) გაიზარდა და დღეისათვის თერმომეტრები ბოლო 1000 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ტემპერატურას აჩვენებს. „ჩვენ კვლავ ვხედავთ ტემპერატურის ზრდას 1990-2011 წლებში. ...

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

გლობალური დათბობა ევროპის დიდ ნაწილში ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე საშუალოდ მთელ პლანეტაზე

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ზაფხულის თვეებში გლობალური დათბობა ევროპაში ბევრად სწრაფად მიმდინარეობდა, ვიდრე სხვაგან. სათბური გაზების გამოყოფის შედეგად, კონტინენტური კლიმატი მეტად მშრალი გახდა, განსაკუთრებით სამხრეთ ევროპაში, რამაც ძლიერი სიცხის ტალღები და ხანძრის საშიშროებები გამოიწვია. გაეროს შიდასამთავრობო კლიმატის ცვლილების პანელის მიხედვით (IPCC), გლობალური დათბობა შესამჩნევად სწრაფად მიმდინარეობს ხმელეთზე, ვიდრე ოკეანეზე, საშუალოდ, ხმელეთზე -1.6 გრადუსით, ოკეანეზე კი – 0.9 ...

Read More »

გერმანიებში, ქვანახშირის მაღაროს გაფართოების გამო, ეკოაქტივისებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა

გერმანიაში სამართალდამცველებსა და ეკოაქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქვანახშირის მაღაროს გაფართოების მიზნით სამუშაოები უნდა დაწყებულიყო. თუმცა ეკოაქტივისტებმა ტერიტორია დაიკავეს და იქიდან წასვლას არ აპირებდნენ. აქციაში ცნობილი შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგიც მონაწილეობდა. გერმანიის პოლიციამ ტერიტორიის გასუფთავების ოპერაცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო, თუმცა აქტივისტების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, რასაც რამდენიმე შეტაკება მოჰყვა. როგორც ეკოაქტივისტები აცხადებენ, ქვანახშირის მაღაროს არსებობა გერმანიის ბრძოლას ...

Read More »

კემბრიჯში შესაძლოა დაიწყონ CO2-ის გამოყენება სახლის სახურავებზე ბაღების გასაშენებლად

სახლის სახურავებზე გაშენებულ მეურნეობებსა და ბაღებს შეუძლიათ ბევრი დადებითი შედეგის მოტანა: გარემოს გაგრილება, შენობების თბო-იზოლაციისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. მაგრამ ასეთ პირობებში გაზრდილი მცენარეები უფრო პატარა ზომის და არაჯანსაღია ქარისა და მზის ძლიერი ზემოქმედებისა და ნაკლებად ნოყიერი ნიადაგისა და ტენიანობის გამო. ახალგაზრდა სტუდენტების გუნდმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მეთვალყურეობის ქვეშ ბოსტონის უნივერსიტეტის კამპუსის შენობის სახურავზე სიმინდი და ისპანახი გაზარდეს. მათ სურდათ ...

Read More »