გრენლანდიაში ჰაერის ტემპერატურამ 1000 წლის წინანდელ რეკორდს გადააჭარბა.
მეცნიერებმა გლობალური დათბობის ნიშნები აღმოაჩინეს. ყინულისნაწილაკების ნიმუშების შესწავლით, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ტემპერატურის ზრდა 1995 წლიდან დაიწყო.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ტემპერატურა ჩრდილოეთ გრენლანდიაში მე-20 საუკუნის შემდეგ 1,5 გრადუსით ცელსიუსით (2,7 ფარენჰეიტი) გაიზარდა და დღეისათვის თერმომეტრები ბოლო 1000 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ტემპერატურას აჩვენებს.
„ჩვენ კვლავ ვხედავთ ტემპერატურის ზრდას 1990-2011 წლებში. ახლა გვაქვს გლობალური დათბობის აშკარა ნიშნები“, – თქვა მარია ჰორჰოლდმა, მკვლევართა ჯგუფის მეცნიერმა.
”ჩვენ ძალიან უნდა ვიყოთ შეშფოთებული ჩრდილოეთ გრენლანდიის დათბობით, რადგან ამ მხარეში არის ათეული მიძინებული მცურავი მყინვარი”, – თქვა ჯეისონ ბოქსმა, დანიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის ყინულის სპეციალისტმა.
ადრე, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ გრენლანდიის არქტიკული რეგიონი არ თბება ისე სწრაფად, როგორც კუნძულის სხვა ნაწილები.
წყარო: bstandard.ge