Tag Archives: #ტარიფი

რა ფასად ყიდულობს საქართველო რუსეთში ნავთობპროდუქტებს

დღეიდან რუსულ ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასი (price cap) ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ერთ ბარელ ნავთობს 60 დოლარზე მეტად საწვავს ვერ გაყიდის. (ერთი ბარელი შეადგენს – 158,9 ლიტრს). აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი არის რუსეთი. საქართველოში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაახლოებით 47% რუსეთზე მოდის. კერძოდ, 2022 წელს ქვეყანამ რუსეთში 622,747 მლნ დოლარის ღირებულების 657 421 ტონა პროდუქცია ...

Read More »

დავით ნარმანია – დეკემბერში მარეგულირებელ კომისიას უწევს ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდას არ ველოდებით

ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის რამე სახის ზრდას არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. „როცა რამე სახის ტარიფზე ინფორმაციას გაიგებთ, ეს მარეგულირებელ კომისიაში აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ, რადგან ჩვენ ვართ ის უწყება, ვინც ტარიფებს ვადგენთ და ყველაზე კარგად ვიცით, როდის რა არის მოსალოდნელი. ვინაიდან მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება სამწლიანი სატარიფო ვადა, მარეგულირებელ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  11 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97,40 (+ 1.09)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91,93  ( +  1.43)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ინფლაცია ევროპაში: გერმანიაში ვარაუდობენ, რომ ენერგორესურსებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება

გერმანიის ფინანსთა მინისტრის კრისტიან ლინდნერის განცხადებით, გერმანია 10 მილიარდი ევროს ოდენობის საგადასახადო შეღავათებს შესთავაზებს დასაქმებულებს, რათა უკეთ გაუმკლავდნენ მზარდ ინფლაციას. ივლისში გერმანიაში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე იყო და 7.5 პროცენტი შეადგინა, მაისში კი ამ მონაცემმა 7.9 პროცენტს მიაღწია, რაც 1973 წლის ნავთობის კრიზისის პერიოდიდან მოყოლებული რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო. კრისტიან ლინდნერი აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიური ცხოვრება ძალიან გაძვირდა. ხელისუფლება ვარაუდობს, ...

Read More »

რევაზ ვაშაკიძე: ბიზნესისთვის გაზის გადასახადი სამომხმარებლოზე ძვირი არ უნდა იყოს

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინას” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე „ბიზნესპარტნიორთან“   კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ქვეყანაში წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის სფეროში  კომერციული და ფიზიკური პირებისთვის არსებული ტარიფები განსხვავებული არ იქნება. მისი განცხადებით, ევროპის ქვეყნებში გაზის სამომხმარებლო და კომერციული ტარიფი გათანაბრებულია, რუსეთში კი პირიქითაა, ორგანიზაციები ფიზიკურ პირებზე ნაკლებს იხდიან. „ამ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება ნაკლებია, საბოლოო ჯამში ...

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

1 დეკემბრიდან „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება

2022 წლის 1 ივლისიდან შპს “თელავგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 (ერთი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული რეალობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რაც განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ცვლილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირებაზე. უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

1 დეკემბრიდან „სოკარ ჯორჯია გაზის“ და „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება

2022 წლის 1 ივლისიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის“ და „საქორგგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 (ერთი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული რეალობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რაც განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ცვლილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირებაზე. უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: მსოფლიოში საწვავზე ფასების ზრდა 24 თებერვლის შემდეგ პერიოდზე მოდის, ხოლო მაქსიმუმი უკვე მარტის მეორე ნახევარში ფიქსირდება, ისევე როგორც ჩვენთან, რაც უკრაინის ომის ზეგავლენის პირდაპირ კორელაციაზეც მიუთითებს

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე განმარტავს რა გავლენა აქვს რუსეთ-უკრაინის ომს საწვავის ფასებზე. ამ თემას მან Facebook-ზე ვრცელი პოსტი მიუძღვნა. „2008 წლის შემდეგ, პირველად ისტორიაში, ნავთობის ღირებულებამ 107 დოლარს გადააჭარბა ბარელზე, ხოლო აპრილის ფიუჩერსებმა 120 აშშ დოლარს. შესაბამისად, იზრდება ნავთობპროდუქტების ღირებულებაც. ბოლო პერიოდში ტონა დიზელი 50%-ით, ბენზინი კი 30%-ით არის გაძვირებული. რუსეთის შეჭრა უკრაინაში და გაურკვევლობა ამ ომის განვითარების და ხანგრძლივობის შედეგებზე განაპირობებს იმას, ...

Read More »

დავით ნარმანია: ამ ეტაპზე ელექტროენერგიაზე ფასების გაუარესების სიგნალი არ არსებობს

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი დივერსიფიცირებულია. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ „ქრონიკას“ განუცხადა. დავით ნარმანია განმარტავს, რომ ქვეყანა იმპორტს სამი ქვეყნიდან ახორციელებს. „ელექტროენერგიის ნაწილში ჩვენ, გარდა იმისა, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი ადგილობრივი გენერაცია, სამი მეზობელი ქვეყნიდან ვიღებთ იმპორტს. როგორც რუსეთიდან, ასევე თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. რომელი ქვეყნიდან როდის რა მოცულობის შემოდის დამოკიდებულია პირდაპირ ფასებზე. ამ ეტაპზე რაიმე სახის ფასების გაუარესების სიგნალი არ არსებობს“, – განაცხადა ...

Read More »

“თელასსა” და “თელმიკოს”, შესაძლოა, ჯარიმები გაუორმაგდეთ

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ თუ ელექტროენერგიის გადასახადის არასწორად დარიცხვების პრობლემა არ მოგვარდება, კომპანიები გაორმაგებული თანხით დაჯარიმდებიან. როგორც ნარმანიამ “ბიზნესს ფორმულას” განუცხადა, “თელასისა” და “თელმიკოს” მიერ არასწორად დარიცხვების სრული აღმოფხვრა თვის ბოლომდე უნდა მოხდეს. „უკვე დაკორექტირებულმა თანხამ 1.3 მილიონი ლარი შეადგინა. „თელასი“ დავაჯარიმეთ 50 ათასი ლარით, ხოლო „თელმიკო“ 75 ათასით. თუ მომავალშიც მოხდება მსგავსი ფაქტები და ამას მასობრივი ხასიათი ...

Read More »