Tag Archives: #გაზიფიკაცია

სიონის გაზგამანაწილებლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია

სიონის გგს-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. სიონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ გგს-ში შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ ძველი დაზიანებული, ამორტიზებული ონკანების შეცვლის სამუშაოები განხორციელდა. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ ტექნიკური სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ეტაპობრივად ახორციელებს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და ...

Read More »
ავარიის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს გაზის მიწოდება 6500-მდე აბონენტს შეუწყდება

ქსელის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორშაბათს, 29 აგვისტოს 13:00 სააათამდე გაზის მიწოდება 6500- მდე აბონენტს დროებით შეუწყდება. „გაზის მიწოდება შეუწყდება: ნუცუბიძე – უნივერსიტეტის ქ. 17ა (უნივერსიტეტის ქუჩაზე – შპს „დეკო მაღლივთან”), უნივერსიტეტის ქ. 19 (ნაფეტვრების მიმდ. ნაკვ. 4 და 5), უნივერსიტეტის ქ. 24-ში (იგივე უნივერსიტეტის ქ. 5) მდებარე შპს ,,ჩემი სახლის”, უნივერსიტეტის ქ. 48-ში მდებარე ი.ბ.ა ,,თიბიონის”, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. ...

Read More »

რუსეთმა უკრაინის გავლით ევროკავშირში ნავთობის ექსპორტის შეჩერების შესახებ განაცხადა

უკრაინის მაგისტრალური მილსადეენების სახელმწიფო ოპერატორმა რუსული ნავთობის ტრანზიტი უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიმართულებით „დრუჟბეს“ ნავთობსადენის სამხრეთ განშტოების გავლით. მიზეზად რუსეთის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობა დასახელდა. რუსული კომპანია აცხადებს, რომ ევროკავშირის სანქციების გამო ვერ ახერხებს ტრანზიტის საფასურის გადახდას, უკრაინა კი რუსული საწვავის ტრანზიტულ მომსახურებას 100%-იანი წინასწარ გადახდის საფუძველზე ახორციელებს. ივნისში ევროკავშირმა დათანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელიც რუსული ნავთობზე უარის ...

Read More »

რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” რუსთავი-თელავი-ჟინვალის D-300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში აღნიშნული გაზსადენის 211.9კმ-ზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი შეიცვალა ახლით. ბუნებრივი გაზის მიწოდებას, ეტაპობრივად განახორციელებს შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

Read More »

გერმანიას 3 თვე დარჩა გაზის კრიზისის დასაძლევად

ზამთრამდე გერმანიას 3 თვე რჩება. ექსპერტები ოლაფ შოლცის მთავრობის ქმედებებს ,,შენელებულს’’ უწოდებენ. Bloomberg წერს, რომ მათ ვერ მოახერხეს სწრაფი რეაგირება მაშინ, როდესაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეაჩერა. გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის რიგი ქალაქები მნიშვნელოვნად ამცირებენ ცხელი წყლისა და განათების მოხმარებას, რათა თავიდან აიცილონ ,,კატასტროფა’’. ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტის სასახლე ღამით აღარ არის განათებული. ქალაქ ჰანოვერში გათიშულია ცხელი წყალი აუზებსა და სპორტულ დარბაზებში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ამზადებენ გასათბობ თავშესაფრებს, რათა ხალხი ...

Read More »
ქვეყნის გაზმომარაგების თემა კვლავ აქტუალურია

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 3 აგვისტოს საგურამო-ქუთაისის DN-700მმ მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში აღნიშნული განშტოების 2.3კმ-ზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი შეიცვლება ახლით. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 3 აგვისტოს 05:00დან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ზესტაფონსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზედა საქარა, ცხრაწყარო, ძლოურდანეთი, ქვედა საქარა, კვალითი, დილიკაური, ბოსლევის ნაწილი, შორაპანი, ფუთი, ...

Read More »

უნგრეთი რუსეთთან ახალ ხელშეკრულებას დადებს, რომლითაც დამატებით 700 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზს მიიღებს

უნგრეთი ამ ზაფხულს რუსეთთან ახალ შეთანხმებას დადებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა დამატებით 700 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზს მიიღებს, – ამის შესახებ Politico უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ რუსებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ… ეს შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს ზაფხულში და შემდეგ, ჩვენ უსაფრთხოდ ვიქნებით. უნგრეთს საკმარისი გაზი ექნება“, – თქვა ორბანმა. ახალი ხელშეკრულება იმ 15-წლიანი ხელშეკრულების ერთგვარი დამატება იქნება, რომელიც რუსულ „გაზპრომთან“ ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

რეგიონი ახალციხის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება

ახალციხის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე სრულად გაზიფიცირებულია სოფლები ანდრიაწმინდა, ანდა, წყორძა, ხეოთი, ურაველი, მუსხი, ივლიტა, წნისი და მიმდინარეობს მოსახლეობის გამრიცხველიანების პროცესი. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად 10 სოფელში, დამატებით 1700 ოჯახს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ბუნებრივი აირით. ამ დროისთვის ქსელში უკვე ჩართულია ანდრიაწმნდაში – 64 ოჯახი, ანდაში 12 ოჯახი, წყორძაში 18 ოჯახი, ახალშენის დასახლებაში 4 ოჯახი ...

Read More »
ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

ერდოღანი: თურქეთი ირანიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს გაზრდის

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ირანიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს გაზრდის. თურქულ რადიოსთან ინტერვიუში ერდოღანმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თავის ბოლო ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირანსა და თურქეთს შორის რვა ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. აქვე დაამატა, რომ ანკარას თეირანიდან ენერგიის იმპორტი უკვე გადაწყვეტილი აქვს. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა გაგრძელდება, განსაკუთრებით, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში.

Read More »

ისტორიაში პირველად, ევროკავშირში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო

ივნისში, ისტორიაში პირველად, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს, ევროკავშირში გაზის მიწოდებით გაუსწრო. ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ზამთარში საცავის შევსების დრო გვქონდეს, ევროპას სასწრაფოდ სჭირდება გაზის მოხმარების შემცირება. „რუსეთის ბოლოდროინდელი მკვეთრი შემცირება ბუნებრივი აირის ნაკადში ევროკავშირში ნიშნავს, რომ ეს არის ისტორიაში პირველი თვე, როდესაც ევროკავშირმა აშშ-დან LNG-ით უფრო მეტი გაზი შემოიტანა, ვიდრე რუსეთიდან მილსადენით”,- ამის შესახებ ...

Read More »