Tag Archives: #ენერგეტიკული

ნენსკრა ჰესს მწვანე შუქი აუნთეს, რიგში - ხუდონ ჰესია

ხაიშელების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ქვეყანას ხუდონჰესი შეემატება

,,ძველი სქემით იძირებოდა სოფელი თავისი ეკლესიებით და სასაფლაოთი, ახლა ეს გამოირიცხა, ახალი სქემით კაშხალი გადატანილია 6 კილომეტრით ზევით” ხუდონჰესის პროექტი ახალ სიცოცხლეს იძენს. მთავრობამ ,,ოქროს შუალედი” გამონახა. ჰესი აშენდება ისე, რომ ხაიში და მიმდებარე სოფლები არ დაიტბორება.  ენერგეტიკოსების ის ნაწილი, რომელმაც ანალოგიური სქემა წლების წინ წარუდგინა მთავრობას, პირდაპირ აცხადებს, რომ გამოსავალი მოიძებნა და პროექტი განხორციელდება ისე, რომ  ქვეყანას და ხალხსაც ...

Read More »

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების სსე-ს სტუმრობდა

მსოფლიო ბანკის მისიის საქართველოში სტუმრობის ფარგლებში, სსე-ის გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელ სუდეშნა გოშ ბანერჯის, პროექტის გუნდის ლიდერს იორნ ჰუენტლერს და მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებებზე. განიხილეს გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და შავი ზღვის ფსკერის ღრმაწყლოვანი კვლევების აუცილებლობა, რაც მნიშვნელოვან ...

Read More »

გლობალურმა ენერგოგიგანტებმა 2022 წელს სუპერმოგება მიიღეს

მსოფლიოს ზოგიერთმა უმსხვილესმა ნავთობისა და გაზის კომპანიებმა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონე ფასების მერყეობის გამო სოლიდური მოგება მიიღეს. ამის შესახებ CNBCიუწყება. ნავთობის მსხვილი კომპანიები Exxon Mobil-ი, Chevron-ი, BP-ი, Shell-ი და TotalEnergies-ი აპირებენ გამოაცხადონ ერთობლივი მოგება, რომელმაც 2022 წელს ანალიტკოსების შეფასებით, ჯამში $190 მილიარდი შეადგინა. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნავთობკომპანიები „ომის ჭარბი მოგების“ მიღებასა და ამერიკელი მომხმარებლებისთვის გაზის ფასების ...

Read More »

“საქართველოს კიდევ აქვს ახალი შესაძლებლობა, გახდეს ჰაბი ენერგეტიკული მიმართულებით”

დავოსის ეკონომიკური ფორუმზე ძალიან მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას და საქართველოს როლს რეგიონში, – ამის შესახებ ექსპერტმა, ოთარ ანგურიძემ განაცხადა. მან განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს დავოსის ეკონომიკური ფორუმს საქართველოსთვის. „პრეზიდენტმა ალიევმა გაუსვა ამას ხაზი, რომ საქართველოში ყოველთვის ხდებოდა გარკვეული სახის ურთიერთობის დამყარება და შემდგომ ამ ურთიერთობებზე უკვე სხვა ნაბიჯების გადადგმა. ამდენად, როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც გაესვა ხაზი ...

Read More »

Siemens Energy რუსეთის აქტივებიდან გასვლის პროცესს წლის ბოლომდე დაასრულებს

­Siemens Energy რუსეთში აქტივების რესტრუქტურიზაციის პროცესს განაგრძობს და იმედოვნებს, რომ პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ კომპანიის მეოთხე კვარტლის ანგარიშში არის ნათქვამი, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს. Siemens Energy-მ რუსული ბიზნესიდან მეოთხე კვარტალში 19 მლნ ევროთი იზარალა, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთიდან გასვლა ენერგეტიკული ჯგუფის ფინანსურ მაჩვენებელზე სამომავლოდ მნიშვნელოვან გავლენას აღარ მოახდენს. Siemens Energy 2020 წელს, Siemens-ის ენერგეტიკული განყოფილების გამოყოფის შედეგად ჩამოყალიბდა. ...

Read More »

ბაქო-სუფსის მილსადენით ექსპორტირებული ნავთობისთვის, აზერბაიჯანი უცხოური კომპანიებისგან წლიურად $14 მლნს მიიღებს

აზერბაიჯანის მიერ ბაქო-სუფსის მილსადენით ექსპორტირებული ნავთობისთვის უცხოური კომპანიები 14 მილიონ დოლარს გადაიხდიან წლიური ტარიფის სახით. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდში (SOFAR) აცხადებენ. ფონდში აღინიშნა, რომ მითითებული ტარიფი შეიძლება განსხვავდებოდეს გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. ბაქო-სუფსის მილსადენით ექსპორტირებული ნავთობი, შავი ზღვის მილსადენით დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ხდება ბორანით. „ცნობილია, რომ ამჟამად უკრაინაში საომარი მდგომარეობა გავლენას ახდენს ბორნების მუშაობაზე. ეს იწვევს იმაზე ნაკლები ...

Read More »

ზელენსკი: მთავრობა უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების აღდგენაზე მუშაობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთავრობა უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების აღდგენაზე მუშაობს. რუსთის სარაკეტო დარტყმების ბოლო ტალღის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან კომუნიკაციებისა და ენერგომომარაგების აღდგენის საკითხი განიხილა. „მტერმა დააზიანა ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, თუმცა ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სწრაფად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს მობილური კომუნიკაციას, არ დაზიანებულა. ზოგან შეფერხებები იყო ელექტრომომარაგების უქონლობის გამო“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Read More »

რუსებმა ლვოვის ენერგეტიკულ ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. როგორც საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცეკმა განაცხადა, აგრესორებმა დღეს დილით ენერგეტიკული ობიექტები დაბომბეს: “წინასწარი ინფორმაციით, ლვოვის ოლქის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმა განხორციელდა. დარჩით თავშესაფრებში! ნუ გაავრცელებთ ფოტოებს, ვიდეოებს და არასწორ ინფორმაციას”, – წერს მაქსიმ კოზიცკი სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

Read More »

რომეო მიქაუტაძე: 2022 პირველი წელია, როდესაც არ მოხდა ჰიდროელექტროსადგურებიდან წყლის უქმად დაღვრა და ყოველი კუბური მეტრი გამოყენებულ იყო ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის

100 წლის წინ, თბილისთან ახლოს, ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. საუკუნის შემდგომაც ზაჰესი უსაფრთხოდ და რაც მთავარია, უწყვეტად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკას, ჩვენი მოსახლეობის ენერგომომარაგებას. ზაჰესი კარგი მაგალითია იმისა, რამდენად უსაფრთხო და მნიშვნელოვანია ასეთი ობიექტები, მით უფრო იმ ფონზე, რომ მას შემდეგ განვითარდა სამშენებლო ტექნოლოგიები და მასალები, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: ევროკავშირის სანავთობო ემბარგოს ამოქმედების გამო, 2023 წელს რუსეთის ნავთობისგან მიღებული შემოსავალი სულ მცირე 40%-ით შემცირდება

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო აცხადებს, რომ ევროკავშირის სანავთობო ემბარგოს ამოქმედების გამო, 2023 წელს რუსეთის ნავთობისგან მიღებული შემოსავალი სულ მცირე 40%-ით შემცირდება, – ამის შესახებ გალუშენკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. „რუსეთი ყოველთვის იყო ნავთობდოლარებზე დამოკიდებული. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მისი ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მიღებულმა თანხამ ბიუჯეტის შემოსავლის დაახლოებით ნახევარი შეადგინა. წელს ნავთობის მაღალი ფასი კვებავდა რუსულ ხაზინას გაყიდვების მოცულობის შემცირების მიუხედავად, თუმცა უკვე ახლა ეს ტენდენცია იცვლება. ...

Read More »