Tag Archives: #ბაიდენი

ჯო ბაიდენი ნავთობისა და გაზის კომპანიებს მოუწოდებს, „ომისგან სარგებლის მიღება“ შეწყვიტონ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნავთობისა და გაზის კომპანიებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ომისგან სარგებლის მიღება, გაზარდონ წარმოება და გამოიყენონ თავიანთი რეკორდული შემოსავალი ამერიკელებისთვის ხარჯების შესამცირებლად ან გადაიხადონ უფრო მაღალი გადასახადი. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა გააკრიტიკა მსხვილი ნავთობკომპანიები, რომლებიც დიდ შემოსავალს იღებენ მაშინ, როდესაც ინფლაციით დაზარალებული ამერიკელები ავტმობილების გასამართად მსხვილ თანხას იხდიან. ბაიდენის თქმით, ნავთობინდუსტრიამ არ ...

Read More »

ბაიდენის ადმინისტრაცია მზის ენერგიის შიდა წარმოებისთვის დაფინანსებას ზრდის

ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, ქვეყანაში მზის ენერგიის შიდა წარმოების განსავითარებლად $56 მილიონი მოცულობის დაფინანსება გამოიყოფა. ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყნის სუფთა ენერგიის სექტორის ჩინეთში დამზადებული საქონლისგან განთავისუფლება სურს. ენერგეტიკის დეპარტამენტის ახალი დაფინანსება კლიმატმეგობრული ტექნოლოგიების, მათ შორის სილიკონზე დაფუძნებული პროდუქციის ალტერნატივების განვითარებას შეუწყობს ხელს. მსგავსი ტიპის პროდუქტები უმეტესწილად აზიაში მზადდება და ბაზარზე კვლავ დომინანტობას ინარჩუნებს. დეპარტამენტი $27 მილიონს კადმიუმის ტელურიდისგან დამზადებული მზის პანელების ...

Read More »

ბაიდენი: ნავთობის მოპოვების კუთხით საუდის არაბეთისგან ნაბიჯებს ველით

აშშ-ს პრეზიდენტი ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფება, ეს ქვეყანაში ჯო ბაიდენის პირველი ვიზიტია პრეზიდენტის რანგში. ბაიდენი პირველად შეხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ-სალმანს. საუდის არაბეთში ვიზიტის მთავარი თემები ირანის საფრთხე, ისრაელთან ურთიერთობების დათბობა და ნავთობის მოპოვების გაზრდაა. პრეზიდენტი ბაიდენი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ თემაზე პრინცსაც ესაუბრა. ამერიკელი პრეზიდენტი შეეხო ...

Read More »

არასაკმარისი ელექტროენერგიის გამო, ბაიდენმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, დოკუმენტი გამოქვეყნებულია თეთრი სახლის ვებგვერდზე. ენერგეტიკული ბაზრის კრიზისი გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით და კლიმატის სწრაფი ცვლილებით, ნათქვამია დოკუმენტში. სამხრეთ შტატებში სიცხემ და გვალვამ გამოიწვია რეკორდული მოთხოვნა და ელექტროენერგიის დეფიციტი. ენერგეტიკის მარეგულირებელმა ფედერალურმა კომისიამ და ჩრდილოეთ ამერიკის ელექტროენერგიის საიმედოობის კორპორაციამ გააფრთხილეს მომხმარებლები ამ ზაფხულის დასაწყისში ელექტროენერგიის ...

Read More »

ბაიდენი: აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა დიდი რაოდენობით ნავთობი გაიტანეს ბაზარზე

ენერგომატარებლების ბაზარზე არსებული ფასების მსოფლიო ვითარება „ცუდია“ და აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ მის გამოსწორების მცდელობა საკმარისი არ არის. ამის შესახებ 23 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტოკიოში იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა – იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბაიდენმა თქვა, რომ მსოფლიო ამჟამად გადის წიაღისეული საწვავებისგან თავის დაღწევას და გაძლიერდება, როცა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება დასრულდება. „ხედავთ, რას აკეთებს ...

Read More »

ბაიდენი აშშ-ში საწვავის ფასების ზრდაზე: ამის მიზეზი პუტინის ომია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას დაუკავშირა. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-ში ერთი გალონი საწვავი საშუალოდ 4.20 დოლარი ღირს მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში 3.30 დოლარი ღირდა. „ამის მიზეზი პუტინის ომია. ახლა მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი აღარ ყიდულობს რუსულ ნავთობს. მე ავკრძალე რუსული ნავთობის იმპორტი ამერიკაში. „რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატებმა“ კონგრესში მხარი დაუჭირეს ...

Read More »

აშშ-მა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყანა რუსულ ნავთობსა და გაზს აღარ შიეძენს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

Read More »

ჯო ბაიდენის განცხადებით, ნავთობკომპანიები საწვავის საბითუმო და საცალო ფასებს შორის სხვაობას მოგების სახით ჯიბეში იდებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ფედერალურ სავაჭრო კომისიას სთხოვა, განეხილა, იწვევს თუ არა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში პოტენციურად უკანონო და ანტიკონკურენტული ქცევა მომხმარებლებისთვის უფრო მაღალ ფასებს. „სინამდვილეში, საწვავის საბითუმო და საცალო ფასებს შორის სხვაობა წარსულის საშუალო მაჩვენებლებს რომ შეესაბამებოდეს, ამერიკელები ახლა, სულ მცირე, 25 ცენტით ნაკლებს გადაიხდიდნენ. ამის ნაცვლად, კომპანიები სხვაობას ჯიბეში იდებენ მოგების სახით. ეს მიუღებელია“, – აღნიშნა აშშ-ის ...

Read More »

ბაიდენი: აშშ საჭიროების შემთხვევაში განიხილავს სხვადასხვა ინსტრუმენტს და გამოიყენებს კონტრაქტებს ქვეყნებთან ნავთობის ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები საჭიროების შემთხვევაში განიხილავს სხვადასხვა ინსტრუმენტს და გამოიყენებს კონტრაქტებს ქვეყნებთან ნავთობის ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში განაცხადა. „ჩვენს არსენალში გვაქვს სხვა ინტრუმენტები, რომლებთანაც საქმე გვექნება. მე ვისაუბრებ სხვა ქვეყნებთან შესაფერის დროს, რათა მეტი ენერგია მივიღოთ მილსადენით“, – აღნიშნა ბაიდენმა. OPEC+-ის შეთანხმების ქვეყნები ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე დარჩნენ თავიანთი გეგმის ერთგულები, აღადგინონ ნავთობის მოპოვება ...

Read More »

ჯო ბაიდენი – კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული

კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს და ჩინეთს არ უჩვენებიათ რაიმე სახის ვალდებულება, რომელიც მიმართულია კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისკენ. „არსებობს მიზეზი, რის გამოც ხალხი იმედგაცრუებული უნდა იყოს. მე თვითონ ვარ იმედგაცრუებული. მაგრამ ჩვენ მივიღეთ მთელი რიგი ...

Read More »