Tag Archives: #ელექტროენერგია

მაინინგის ასახვა საქართველოს მშპ-ში ვერ ხორციელდება – საქსტატი

“საქსტატს” მაინინგის სფეროს შესახებ კითხვით დეპუტატმა რომან გოცირიძემ მიმართა. უწყების მიერ სადეპუტატო კითხვაზე პასუხიდან ირკვევა, კრიპტოვალუტის წარმოების (ე.წ. მაინინგის) ასახვა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში დღეის მდგომარეობით ვერ ხორციელდება. “კრიპტოვალუტის წარმოების (ე.წ. მაინინგის) ასახვა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში დღეის მდგომარეობით ვერ ხორციელდება, რადგან არ არსებობს აღნიშნული საქმიანობის აღრიცხვის საერთაშორისო მეთოდოლოგია და შესაბამისი პრაქტიკა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. ასევე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური საქმიანობების ეროვნული ...

Read More »

“თელმიკო” აბონენტებს აფრთხილებს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, მრიცხველების წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, 2022 წლიდან „თელმიკოს“ ყველა აბონენტი ქვითარს თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. ინფორმაციას “თელმიკო” ავრცელებს. თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას, კომპანია თელასი, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს. ხოლო ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. “ძვირფასო მომხმარებლებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში თელმიკოს მომხმარებლების ...

Read More »

სემეკმა ტარიფები დაადგინა

სემეკმა დაადგინა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვის“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისთვის“ ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფები. ორივე კომპანიისთვის ტარიფები უცვლელი დარჩა. სემეკმა დაადგინა სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასური, ხოლო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ – ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფი დაადგინა. საფასურისა და ტარიფის დადგენა განხორციელდა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის ...

Read More »

მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის აღდგენის მოთხოვნით აქციას მართავს

მესტიის შესასვლელი ცენტრალური გზა რამდენიმე საათია, გადაკეტილია. ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ითხოვს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ანა ჩართოლანი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ უკვე 24 საათია, მესტიის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მისი თქმით, ამის გამო, გაიყინა წყლის მილები და მოსახლეობა გათბობის გარეშე დარჩა. „აქცია ერთი კვირის უკანაც გვქონდა. მაშინ მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი დაგვპირდა ვითარების დარეგულირებას. ყველამ იცის, რომ ეს ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 29 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.23  (+ 0.29)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.56 (+  0.58)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

სამგორის, საბურთალოსა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს სამგორის, საბურთალოსა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის და კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ...

Read More »
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკურორტო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს

ენერგო-პრო ჯორჯია: სრულად ვიხსნით პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე

მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებისა და ქსელის დაზიანების შესახებ ენერგო-პრო ჯორჯია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც იქ [მესტიაში] ფიქსირდება. გარდაუვალია ავარიების განმეორება, შესაბამისად, ენერგო-პრო ჯორჯია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გაზრდილია, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, ...

Read More »
„თელასმა“ დაბა კოჯრის ელექტრომომარაგების საიმედოობა გააუმჯობესა

ქუთაისის თიზ-ი ინვესტორებს ელენერგიას მინიმალურ ფასში შესთავაზებს

2022 წლის პირველივე კვარტალში ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა კომპანიებს ელექტროენეგიას  ყველაზე მინიმალურ ფასში შესთავაზებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ზონის ხელმძღვანელმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა, ეს არის ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისმხობს თიზ-ის ინვესტროებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის და პლატფრომის შექმნას. პროექტში  თიზ-მა 4 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. „წყალტუბოს მაღალი  ძაბვის  ქვესადგურიდან, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, გამოვჭიმეთ ელექტროგადამცემი ხაზი, თიზ-ში ქვესადგური მოეწყო. უკვე დასრულებულია ინფრასტრუქტურული ...

Read More »

ნარმანია: მიმდინარე წელს მოქალაქეებს კომპანიებისგან უსაფუძვლოდ დარიცხული 3 მილიონ ლარზე მეტი ჩამოვაწერეთ

მედიასთან შეხვედრის დროს სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა კომპანიების მიერ ზედმეტობით დარიცხულ თანხებზე და მოსახლეობას მოუწოდა, რომ ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ სემეკს ან გადაამოწმონ დარიცხვა *303#-ის მომსახურების საშუალებით. „მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობს *303#-ის მომსახურება. მიმდინარე წლის ბოლოს ამ სერვისს დაემატა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის დარიცხული გადასახადის გადამოწმების ფუნქციაც. მოქალაქეებს შეუძლიათ მარტივად, ერთი ღილაკის საშუალებით გაუგზავნონ კომპანიებს მოთხოვნა დარიცხვის გადამოწმებაზე. ...

Read More »

ნარმანია: სვანეთში ელექტროენერგიის საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, თუ სვანეთში უკანონო მაინინგის პრობლემა არ აღმოიფხვრება, „ენერგოპროს“ რეგიონისათვის ელექტროენერგიის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება გაუჭირდება. მისი თქმით, უკანონო მაინერები უნდა გაითიშოს და საჭიროების შემთხვევაში, დაყადაღდეს კიდეც. ამასთან, ნარმანიას აუცილებლად მიაჩნია, რომ სვანეთში ელექტროენერგიის საფასური ყველამ გადაიხადოს. „17-18 მეგავატია ბოლო პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში. ეს ჯამურად სამი მეზობელი მუნიციპალიტეტის მოხმარებას ...

Read More »