კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს სამგორის, საბურთალოსა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის და კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის და გვაზაურის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.