Tag Archives: გაზპრომი

შეხვედრა გაზპრომთან - პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

შეხვედრა გაზპრომთან – პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

საქართველოში ბუნებრივი აირის ბაზრის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით, რუსულ გაზპრომთან მოლაპარაკებები გრძელდება და რიგით მესამე შეხვედრა ლუქსემბურგში შედგა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძისა და გაზპრომის ხელმძღვანელის ალექსეი მილერის შეხვედრა, სავარაუდოდ, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დასრულდა. „გაზპრომის“ საიტზე გამოქვეყნებული მოკლე ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა გააგრძელეს რუსული გაზის ტრანზიტის, ასევე ბუნებრივი აირის კომერციული შესყიდვის საკითხების განხილვა.

Read More »
კახა კალაძე გაზპრომის ხელმძღვანელს დღეს შეხვდება

კახა კალაძე გაზპრომის ხელმძღვანელს დღეს შეხვდება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე “გაზპრომის” ხელმძღვანელს ალექსეი მილერს დღეს შეხვდება. როგორც ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კახა კალაძისა და ალექსეი მილერის მორიგი სამუშაო შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართება.  

Read More »
თუ შაჰდენიზის პროექტი 2018 წლამდე დასრულდება, საქართველო გაზპრომისგან გაზს აღარ იყიდის

თუ შაჰდენიზის პროექტი 2018 წლამდე დასრულდება, საქართველო გაზპრომისგან გაზს აღარ იყიდის

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, თუ შაჰდენიზის პროექტი 2018 წლამდე დასრულდება, საქართველოს აღარ მოუწევს, დამატებით ბუნებრივი აირი შეიძინოს „გაზპრომისგან“. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, რაც შეეხება იმ 10%-ს, რომელსაც საქართველო როგორც გამტარი ქვეყანა იღებს, ბუნებრივი აირის აღნიშნულ მოცულობას ქვეყანა კვლავ მიიღებს. კახა კალაძის თქმით, მას გაუჭირდება ზუსტად იმის თქმა, დასრულდება თუ არა „შაჰდენიზის“ პროექტი 2018 წლამდე, რადგან საკმაოდ მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი. „შაჰდენიზის მეორე ...

Read More »
უკრაინას რუსული გაზის მიწოდება შეუწყდა

უკრაინას რუსული გაზის მიწოდება შეუწყდა

რუსული გაზის მიწოდება “ნეფტოგაზ უკრაინისთვის” დღეიდან წყდება, გამომდინარე იქიდან, რომ ავანსის გადახდა დასრულდა, დამატებითი თანხები კი არ მიგვიღია , – სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს “გაზპრომის” ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა განუცხადა. მისი თქმით, “ნეფტოგაზ უკრაინას” მხრიდან გაზის მიწოდებაზე განცხადება არ მიუღიათ, შესაბამისად, გაზის მიწოდება წყდება უკრაინული კომპანიის მიერ ახალი გადასახადების გადახდამდე. “ამავდროულად ახლა, სერიოზული სიცივეების დადგომამდე, უკრაინამ აქტიურად დაიწყო გაზის ...

Read More »
კახა კალაძე: გაზპრომის ხელმძღვანელთან შეხვედრის თარიღი ჯერ გადაწყვეტილი არ არის

კახა კალაძე: გაზპრომის ხელმძღვანელთან შეხვედრის თარიღი ჯერ გადაწყვეტილი არ არის

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომის” ხელმძღვანელთან სამომავლო შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს “გაზპრომთან” დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. “რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ როდის იქნება სამომავლო შეხვედრა. თუმცა, როცა თარიღი ცნობილი გახდება, თქვენც გეცოდინებათ და საზოგადოებასაც”, – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება აქციას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ...

Read More »
საქართველო ვერ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე იმიტომ, რომ გვაქვს სხვა წყაროები

საქართველო ვერ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე იმიტომ, რომ გვაქვს სხვა წყაროები

საქართველო ვერ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე იმიტომ, რომ გვაქვს სხვა წყაროები, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ “გაზპრომთან” დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. “მე არაერთხელ გავაკეთე განმარტებები და გავიმეორებ, რომ ჩვენ გაზის მოცულობის ძირითად ნაწილს ვიღებთ აზერბაიჯანიდან, თუმცა ყოველწლიურად ჩვენ გვიხდებოდა დამატებითი მოცულობების მიღება “გაზპრომისგან”, იმ მოცულობების გარდა, რასაც ჩვენ ტრანზიტის საფასურად ვიღებთ იმის გათვალისწინებით, თუ ბაზარს რამდენი ...

Read More »
დავით მირცხულავა: გაზპრომთან მიმართებაში პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოგვიწევს

დავით მირცხულავა: გაზპრომთან მიმართებაში პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოგვიწევს

„გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებზე, დეკემბერში დაგეგმილ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თემასა და ენერგოუსაფრთხოებაზე „პრაიმტაიმს“ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა ესაუბრა: რას ფიქრობთ „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებსა და შეფასებებზე, რომ შესაძლოა, ქვეყანამ დაკარგოს დამოუკიდებლობა? ეს შეფასება გადაჭარბებულია, რადგან მინისტრმა, კახა კალაძემ თავად განმარტა, რას ეხებოდა მოლაპარაკებები; რომ იზრდება ტრანზიტის მოცულობა, რაც შემდეგ, სომხეთის მინისტრმაც დაადასტურა. ბუნებრივია, ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ, ჩრდილოეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით მიედინება ...

Read More »
რა არის ფრონტერას მიზანი საქართველოში – რეალური საბადოების ძიება თუ სპეკულაციები აქციების ფასების ხელოვნურად გასაზრდელად

ფრონტერას მიზანი – რეალური საბადოების ძიება თუ სპეკულაციები აქციების ფასების გასაზრდელად

“გაზპრომსა” და “სოკარს” შორის საგაზო დავაში გაჩხერილ ქვეყანას 3,8 ტრილიონი კუბური მეტრი საკუთარი გაზის მარაგი “აღმოაჩნდა”. ეს გათვლები ნავთობკომპანია “ფრონტერას” ეკუთვნის. მთავრობა, ამერიკული კომპანიის განცხადებას ყურსაც არ ათხოვებს და გაზის იმპორტის დივერსიფიკაციის ახალ გეგმებს ადგენს. ქართველი სპეციალისტები კი “ფრონტერას” კვლევებზე მხოლოდ იღიმიან და იმ დროს იხსენებენ, ნავთობის დიდი მარაგის “აღმოჩენით” გახარებულ ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ნავთობიც რომ დააგემოვნებინეს. ხელისუფლება იმ ...

Read More »
კახა კალაძე: ილჰამ ალიევთან გაზპრომის თემაზე საუბარი არ ყოფილა

კახა კალაძე: ილჰამ ალიევთან გაზპრომის თემაზე საუბარი არ ყოფილა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე “გაზპრომზე” საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში განუცხადა. მისი თქმით, საუბარი შეეხო სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის იმ პროექტებს, რომელსაც საქართველოში “სოკარი” ახორციელებს. “ჩვენ ალბათ ხვალ უკვე ხელს მოვაწერთ მემორანდუმს. ეს არის ელეტროენერგიის ტრანზიტი თურქეთის მიმართულებით. ანუ, შესაძლებლობა გვექნება ქვესადგურების მიერ ...

Read More »
აზერბაიჯანთან ჩვენს ურთიერთობებს ვერაფერი შეუშლის ხელს, ვერც „გაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკება

აზერბაიჯანთან ურთიერთობებს ვერაფერი შეუშლის ხელს, ვერც გაზპრომთან მოლაპარაკეები

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებების დაწყებასა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანა გაზის დიდ მოცულობას აზერბაიჯანიდან იღებს და აღნიშნულ ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვერაფერი შეუშლის ხელს. „ალიევის ვიზიტთან არაფერ შუაშია „გაზპრომი“. „გაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკებები ესაა ჩვენი პრეროგატივა. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომელიც წლების წინ იყო, დღესაც ...

Read More »