Tag Archives: #რუსეთი

ბაიდენი აშშ-ში საწვავის ფასების ზრდაზე: ამის მიზეზი პუტინის ომია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას დაუკავშირა. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-ში ერთი გალონი საწვავი საშუალოდ 4.20 დოლარი ღირს მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში 3.30 დოლარი ღირდა. „ამის მიზეზი პუტინის ომია. ახლა მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი აღარ ყიდულობს რუსულ ნავთობს. მე ავკრძალე რუსული ნავთობის იმპორტი ამერიკაში. „რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატებმა“ კონგრესში მხარი დაუჭირეს ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

იტალია და ესპანეთი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი გაზსადენის მშენებლობას გამნიხილავენ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ესპანელ კოლეგასთან ერთად გაზსადენის მშენებლობის იდეა განიხილა, იმისთვის რომ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება შეამცირონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ევროპის სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები ახლა ხვდებიან, რომ ისინი შეიძლება გახდნენ ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრები ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა და დასძინა, რომ რუსეთის რეზერვების 30-40% შეიძლება დაუყოვნებლივ შეიცვალოს. ესპანურ-იტალიური მხარეების ინფორმაციით, ევროკომისია გაზსადენის მშენებლობის შესაძლებლობას ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიამ რუსული გაზის მიღება შეწყვიტა

პოლონეთისა და გერმანიის საზღვარზე იამალი-ევროპის გაზსადენით გაზის ფიზიკური ნაკადი ფაქტობრივად ნულოვანია, იტყობინება TASS-ი, გაზის ტრანსპორტირების ოპერატორი Gascade-ის მონაცემებზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გერმანიაში მიწოდება შეწყდა და პოლონეთის მიმართულებით, რევერსულად მოძრაობს. აღნიშნულია, რომ საუბარია მალნოვის გაზსაზომი სადგურის გავლით გერმანიის მიმართულებით გაზის გადინებაზე. წყარო: bfm.ge

Read More »

რუსული ნავთობის იმპორტის გაზრდის გამო ინდოეთი სანქციების რისკის ქვეშაა

რუსული ნავთობის იმპორტის გაზრდის გამო ინდოეთი სანქციების „გაზრდილი რისკის“ ქვეშ მოექცევა, წერს სააგენტო Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. 8 მარტს აშშ-მ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო გამოაცხადა. წყაროს თანახმად, აშშ ახალი შემზღუდავი ზომების მიღებას აპირებს, რაც მესამე ქვეყნებს რუსული ნავთობის გაზრდილი მოცულობით შესყიდვას გაურთულებს. ინდოეთი ნავთობის სიდიდით მესამე იმპორტიორი და მომხმარებელია. იმ ფონზე, როცა რუსულ ნავთობზე უარს სულ უფრო მეტი დასავლური ქვეყანა ამბობს, 24 თებერვლის ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

გაზი, მხოლოდ რუბლებში – რას ცვლის პუტინის განკარგულება ევროპული კომპანიებისთვის?

ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც „არამეგობრულ ქვეყნებისთვის“ (აშშ, ევროკავშირი, სხვები) რუსული გაზის უცხოურ ვალუტაში მიყიდვას კრძალავს. განკარგულების მიხედვით, დასავლურ კომპანიებს, რომლებსაც რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა სურთ, რუსულ სახელმწიფო ბანკ გაზპრომბანკში სპეციალური ანგარიშის გახსნა მოუწევთ. შესყიდვის ახალი სქემის თანახმად, კომპანიებმა გაზპრომბანკში გახსნილ ანგარიშზე უცხოური ვალუტა უნდა გადარიცხონ, რომლითაც გაზპრომბანკი „შემსყიდველი კომპანიის დავალებით“ მოსკოვის ბირჟაზე რუბლებს შეისყიდის. ვალუტის გადაცვლის კურსს გაზპრომბანკი განსაზღვრავს. ამის ...

Read More »

“პუტინს შანტაჟის უფლებას არ მივცემთ” – “დიდი შვიდეულის” ქვეყნები რუბლში გაზის საფასურის გადახდაზე კვლავ უარს ამბობენ

“დიდი შვიდეულის” ქვეყნები გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარს აცხადებენ. როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა თქვა, გერმანია რუსეთს შანტაჟის უფლებას არ მისცემს. ”თქვენ იცით, რომ “დიდი შვიდეულის” ენერგეტიკის მინისტრებმა და, შესაბამისად, დიდმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა მყისიერად უპასუხეს, რომ კონტრაქტები უნდა იყოს დაცული. ყველაფერი, რაც მოვისმინე სხვა პოლიტიკოსებისგან, ამას ადასტურებს. ეს არის იმის პასუხი, რომ, როგორც სანქციების შემთხვევაში, ამ საკითხშიც დასავლეთში არის ...

Read More »

ბელგოროდში ხანძარი ნავთობის მხოლოდ სამ საცავშია ლოკალიზებული – ცეცხლის გავრცელების საფრთხე რჩება

ბელგოროდში ნავთობის სამ საცავში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა, კიდევ სამში რჩება. ამის შესახებ რუსულ მედიას საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა განუცხადეს. როგორც მეხანძრეები აღნიშნავენ,  ჯერ კიდევ არსებობს იმის საფრთხე, რომ ცეცხლი 2 ათასი კუბური მეტრის მოცულობის დიზელის საწვავის სხვა კონტეინერებსაც გადაედოს. აფეთქების გამო, მეზობელი სახლებიდან 43 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ადგილზე 194 მეხანძრე, ტექნიკის 59 ერთეული, სახანძრო მატარებელი და თვითმფრინავი მუშაობს. აფეთქების შედეგად, საწარმოს ...

Read More »

დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე

დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ახალი განკარგულების თანახმად, ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობისას კომპანიებს რუსულ ბანკებში უნდა ჰქონდეთ ანგარიშები და საფასური რუბლებსი გადაიხადონ. „დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ე.წ. არამეგობრულ სახელმწიფოებთან რუსული ბუნებრივი აირით ვაჭრობის წესებს ადგენს. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ამ ...

Read More »

“ენერგოატომმა’ დაადასტურა რუსი სამხედროების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დატოვება

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დატოვეს კიევის რეგიონში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. გასვლისას მათ უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები დაატყვევეს. ინფრომაციას ქალაქის მერი იური ფომიჩევი ავრცელებს. “ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან წაიყვანეს ჩვენი ეროვნული გვარდიელები, რომლებიც პირველივე დღიდან ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ისინი მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს”, – თქვა ფომიჩოვმა. მერმა განაცხადა, რომ სამხედროებს ტყვეების გაცვლისას გაათავისუფლებენ. ეროვნული გვარდიის პრესსამსახურმა Українська правда-სთან სამხედრო პერსონალის დატყვევების ...

Read More »

უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარე ბელგოროდში ნავთობტერმინალზე იერიში მიიტანეს

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინულმა ვერტმფრენებმა ქალაქში მდებარე ნავთობის ტერმინალზე მიიტანეს იერიში. მისივე თქმით, ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ და უკრაინის ტერიტორიიდან შევიდნენ რუსეთში. ინფორმაციას რუსულენოვანი „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, როგორ შეძლეს უკრაინულმა ვერტმფრნებმა რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემებისთვის თავის არიდება, გუბერნატორს პასუხი არ აქვს. მისი ინფორმაციით, ნავთობტერმინალზე იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ბელგოროდში ნავთობტერმინალზე იერიშის შესახებ ...

Read More »