Tag Archives: #ევროპა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ისევ გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 1100 აშშ დოლარს გადააჭარბა. ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1109 აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო, ყველაზე მაღალი ღირებულება დღეს დილით 1139 აშშ დოლარს აღწევდა. ზოგადად, ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც COVID-19 ...

Read More »

ევროპას ცივი ზამთრისგან OPEC ვერ იხსნის

წარმოუდგენლად მაღალი ფასები გაზზე, ნახშირზე და ელექტროენერგიაზე მსოფლიოში, და პირველ რიგში ევროპაში, ნავთობზე მოთხოვნას ზრდის, თუმცა, უახლოეს თვეებში შავი ოქროს მოპოვების ზრდა მოსალოდნელი არ არის – ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს დღევანდელზე მეტად ის აწუხებთ, რაც შესაძლოა ხვალ-ზეგ მოხდეს. ბუნებრივი გაზის ნავთობის ჩანაცვლება დღიურ მოხმარებას ზამთარში დღე-ღამეში 500 000 ბარელით გაზრდის – კარგი ამბავი ნავთობმწარმოებლებისთვის ისაა, რომ ფასები ნავთობზე კიდევ გაიზრდება. მაგრამ ესეც ...

Read More »

რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

ევროპა თავადაა დამნაშავე საკუთარ ენერგეტიკულ პრობლემებში. ამის შესახებ Financial times-ი იუწყება. რუსეთს ხშირად ადარებენ დათვს, თუმცა, გაზზე ფასების ზრდა მეტყველებს, რომ ამჟამად მასხარის როლი უფრო მოუხდებოდა. ბუნებრივი გაზი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ევროკავშირს კი ის დღეს ძალიან აკლია. ფასების ზრდა ევროპაში მცირე მარაგებისა და აზიაში მაღალი მოთხოვნის შედეგია, რაც რუსეთის პოლიტიკური გავლენის გაძლიერების შანსს აძლევს, რომლებსაც ის სიამოვნებით იყენებს. ევროკავშირს ...

Read More »

ევროპა იძულებულია გაზსაცავებში არსებული მარაგის გახარჯვა დაიწყოს

ევროპამ დაიწყო გაზის გამოყენება მიწისქვეშა საცავებიდან. აღნიშნულს აპრილის შემდეგ პირველად ჰქონდა ადგილი და შეიძლება ევროკავშირში გათბობის სეზონის დაწყების მაჩვენებელი იყოს. Gas Infrastructure Europe (GIE)-ის თანახმად, ევროპის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ერთიანად გაზის საცავები, დაახლოებით, 72%-ით არის შევსებული მაშინ, როცა შარშან, ბოლო 10 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 94%-ს, 2019 წელს კი 85%-ს შეადგენდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ოთხშაბათს, გერმანიამ, საფრანგეთმა, ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

ევროპაში ენერგოკრიზი ძალას იკრეფს, შეიძლება ზამთარი კატასტროფული აღმოჩნდეს

ევროპა რუსულ გაზზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა. ფასმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო ვლადიმერ პუტინის მიერ მიწოდების ზრდის თაობაზე განცხადების შემდეგ, ფასი დავარდა. სწორედ ესაა ევროპის მხრიდან რუსეთზე მზარდი დამოკიდებულობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაჩვენებელი. კრემლი კი ელოდება, ევროპა როდის მისცემს ამუშავების უფლებას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, რომელიც რუსეთიდან ევროპაში გაზის დამატებითი რაოდენობის მიწოდებას უზრუნველყოფს. 11 მლრდ დოლარის ღირებულების გაზსადენი უკვე აშენებულია. ვაშინგტონი თავიდანვე ამ პროექტის ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

ევროპაში ენერგოკრიზი ძალას იკრეფს, შეიძლება ზამთარი კატასტროფული აღმოჩნდეს

ევროპა რუსულ გაზზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა. ფასმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო ვლადიმერ პუტინის მიერ მიწოდების ზრდის თაობაზე განცხადების შემდეგ, ფასი დავარდა. სწორედ ესაა ევროპის მხრიდან რუსეთზე მზარდი დამოკიდებულობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაჩვენებელი. კრემლი კი ელოდება, ევროპა როდის მისცემს ამუშავების უფლებას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, რომელიც რუსეთიდან ევროპაში გაზის დამატებითი რაოდენობის მიწოდებას უზრუნველყოფს. 11 მლრდ დოლარის ღირებულების გაზსადენი უკვე აშენებულია. ვაშინგტონი თავიდანვე ამ პროექტის ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი: ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის გადაჭრა “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ს შეუძლია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ევროპაში გაზის ბაზარზე არსებული დაძაბულობის მოხსნა “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის ჩაშვებით არის შესაძლებელი, თუმცა, მისივე თქმით, ამ დრომდე ადმინისტრაციული ბარიერები მოხსნილი არ არის, რადგან გერმანულმა მარეგულირებელმა გადაწყვეტილება ჯერ ვერ მიიღო. ამის შესახებ მან რუსეთის ენერგეტიკულ კვირეულზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა. “ვხედავთ, რომ ადმინისტრაციული ბარიერები არ იხსნება, არის სხვადასხვა საკითხი ევროპაში მესამე ენერგეტიკულ პაკეტთან დაკავშირებით, რომელსაც ეს პროექტიც ...

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

როგორ აპირებს ევროკომისია ენერგოკრიზისის დაძლევას

ევროკავშირში ენერგომატარებლებზე ფასების კატასტროფული ზრდის გამო სულ უფრო შფოთავენ. 13 ოქტომბერს ევროკომისიამ დაამტკიცა მისაღები ზომები, რომლებმაც ფასების ზრდის შედგები უნდა შეარბილონ და ასევე ენერგოსისტემა უფრო მდგრადი გახადონ. პირველ რიგში ევროკომისია გაზის გაძვირების მიზეზებს ასახელებს. პირველია ენერგომატარებლებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენის პირობებში. იმის გამო, რომ გაზი მნიშვნელოვან როლს ელექტროგენერაციაშიც ასრულებს, გაზთან ერთად ელექტროენერგიაც გაძვირდა. კიდევ ერთი ფაქტორია ანომალურად ცივი ზამთარი და ასეთივე ...

Read More »

ატომური ენერგეტიკა ევროპამ ისევ შეიყვარა

ენერგეტიკულმა კრიზისმა, რომელმაც გაზის და ნახშირის ფასები კატასტროფულად გაზარდა, ევროპაში ატომური ენერგეტიკის აღორძინების თაობაზე დებატები განაახლა. ამ დროისთვის ევროკავშირში ელექტროენერგიის საბითუმო ფასი 1 მვტ.საათზე 100 დოლარს გადააჭარბა, გაზის კი 1000 კუბურ მეტრზე 1000 დოლარს. შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ევროპის ქვეყნების მთავრობები მოსახლეობისთვის გაზის და ელექტროენერგიის ტარიფების სუბსიდირებაზე დაფიქრდნენ და ეს მაშინ, როდესაც, პოსტსაბჭოთა სივრცისგან განსხვავებით, ევროკავშირში რიგითი მომხმარებლებისთვის ტარიფები უფრო მაღალია, ...

Read More »

გაზის ფასების ზრდის გამო, ევროპა ქვანახშირს უბრუნდება

BofA Global Research-ის ანგარიშის თანახმად, ევროპული კომპანიები ბუნებრივი აირის ფასების ზრდის გამო ნახშირის მოხმარებაზე გადადიან. ბოლო თვეებში, ევროპაში გაზის ფასი ინტენსიურად იზრდება, (ანტი)რეკორდი კი 6 ოქტომბერს დამყარდა – 1937 აშშ დოლარი ათას კუბურ მეტრზე. ორშაბათს, ნოემბრის ფიუჩერსები ჰოლანდიური TTF ინდექსით 1000 კუბურ მეტრზე 1000 დოლარზე დაბლა ივაჭრებოდა. ავსტრალიური Newcastle-სა და ევროპული API2-ს ქვანახშირის ღირებულება ახლახანს გაიზარდა და ტონაზე $ 250-ს ...

Read More »