ევროპა იძულებულია გაზსაცავებში არსებული მარაგის გახარჯვა დაიწყოს

ევროპამ დაიწყო გაზის გამოყენება მიწისქვეშა საცავებიდან. აღნიშნულს აპრილის შემდეგ პირველად ჰქონდა ადგილი და შეიძლება ევროკავშირში გათბობის სეზონის დაწყების მაჩვენებელი იყოს.

Gas Infrastructure Europe (GIE)-ის თანახმად, ევროპის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ერთიანად გაზის საცავები, დაახლოებით, 72%-ით არის შევსებული მაშინ, როცა შარშან, ბოლო 10 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 94%-ს, 2019 წელს კი 85%-ს შეადგენდა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ოთხშაბათს, გერმანიამ, საფრანგეთმა, ჩეხეთმა და ავსტრიამ უკვე დაიწყეს მარაგებიდან ბუნებრივი აირის აქტიური მოხმარება. უფრო ადრე კი –  უნგრეთმა და ნიდერლანდებმა (ოქტომბრის დასაწყისი), პოლონეთმა – 10 ოქტომბრიდან, ხოლო სლოვაკეთმა – 11 ოქტომბრიდან.

აღნიშნული სიტუაცია კიდევ უფრო ამწვავებს ევროკავშირის ენერგო კრიზისს: გაზრდილ ფასებს ემატება საცავებში რეკორდულად მცირე მარაგების არსებობა, რომელთა გახარჯვის დაწყებაც დადგეგმილზე ადრე გახდა საჭირო.

Leave a Reply