Tag Archives: #ნავთობკომპანიები

Saudi Aramco-ს წმინდა მოგებამ $200 მლრდ-ს მიაღწია

APPLE საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უძვირეს კომპანიად რჩება, თუმცა მას ბოლო პერიოდში Saudi Aramco მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს და პერიოდულად ლიდერის პოზიციასაც ართმევს. რადგან ბირჟაზე არამკოს აქციების მხოლოდ 1.5% ივაჭრება, მისი ცნობადობა შედარებით დაბალია, მაგრამ ეს ფაქტი არაბულ გიგანტს წლიური $200 მლრდ-იანი მოგების მიღებაში ხელს არ უშლის. Saudi Aramco 1933 წელს დაარსდა და ამჟამინდელი შეფასებით 270 მლრდ ბარელ ნავთობის მარაგებს ფლობს. 2021 ...

Read More »

რუსეთში ნავთობის მოპოვება შესაძლოა მინიმუმამდე დაეცეს

დასავლეთის სანქციების გამო რუსეთში ნავთობის მოპოვება შეიძლება 18-წლიან მინიმუმამდე დაეცეს. ივლისიდან ქვეყანაში ნავთობის მოპოვების შემცირებამ შესაძლოა 3 მილიონ ბარელს მიაღწიოს დღე/ღამეში. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”. რუსეთის ნავთობის ექსპორტზე გამკაცრებული სანქციები, მათ შორის ევროკავშირის შესაძლო ემბარგო, დიდ ზარალს მიაყენებს რუსეთის ნავთობის მრეწველობას და საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში ნავთობის მოპოვების დაბალ დონეს ბოლო 18 წლის განმავლობაში. ამის შესახებ იტყობინება ენერგეტიკის საერთაშორისო ...

Read More »

კრემლი ნავთობისა და საწვავის გაყიდვიდან თვეში 20 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს იღებს

უსეთში კომპანიების გლობალური ბოიკოტის მიუხედავად, ნავთობიდან და საწვავიდან მიღებული შემოსავალი პირველ ოთხ თვეში 50%-ით გაიზარდა. აგრესორი ქვეყანა ნავთობისა და საწვავის გაყიდვიდან თვეში 20 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს იღებს. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი. იტყობინება Bloomberg. „ამგვარად, რუსეთის შემოსავალი ნავთობის გაყიდვიდან 50%-ით გაიზარდა მიმდინარე წლის ოთხ თვეში გასული წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მისი შეჭრის შემდეგ სანქციების გამო ბევრმა ...

Read More »

რუსეთიდან წამოსული Shell-ი, სომხეთში ბენზინგასამართი სადგურების ქსელს ხსნის

ბრიტანულ-ნიდერლანდური ენერგოკომპანია Shell, რუსეთის ბაზრის დატოვების შემდეგ, საქმიანობას სომხეთში იწყებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სომხეთის ეკონომიკის მინისტრ ვაჰან კერობიანზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, ნავთობისა და გაზის გიგანტი ამიერკავკასიის ქვეყანაში „ახალი ხარისხისა და სტანდარტების“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გახსნას აპირებს. ცნობილია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ნიდერლანდებში გასულ კვირას ვიზიტისას შეხვედრა გამართა ადგილობრივ ბიზნესმენებთან, რომელთა შორის იყო Shell-ის წარმომადგენელი, აღნიშნავს გამოცემა. წყარო: ...

Read More »

SHELL-ის რუსულ ბიზნესსა და აქტივებს LUKOIL-ი ყიდულობს

რუსეთის ფედერაციის ბაზრიდან გასვლის მიზნით, ბრიტანული ენერგოკომპანია Shell-ი ადგილობრივ ბიზნესს ყიდის. Shell-ის შვილობილი კომპანიისა და მისი აქტივების მფლობელი ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ენერგოკომპანია PJSC Lukoil-ი ხდება. გარიგება რუსეთის მასშტაბით არსებულ 411 ბენზინგასამართ სადგურსა და საპოხი მასალების ქარხანას მოიცავს. ამ ეტაპზე, კომპანიებს შეთანხმების დეტალებისა და გარიგების ღირებულების გასაჯაროების უფლება არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ გარიგება ბოლომდე ჯერაც არ შემდგარა, რადგან ის რუსეთის ანტიმონოპოლიური ...

Read More »

„პირდაპირ გიფიქსირებთ – ერთადერთი იაფი საწვავი, რომელმაც შეიძლება ფასის სტრუქტურა შეცვალოს არის რუსული პროდუქტი“

„პირდაპირ გიფიქსირებთ – ერთადერთი იაფი საწვავი, რომელმაც შეიძლება ფასის სტრუქტურა შეცვალოს, არის რუსული პროდუქტი,“ – ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ კონკურენციის სააგენტოს მიმართა, დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. როგორც პრემიერმა განმარტა, ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი, შემცირების შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 3,96  აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 112,73 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

შეერთებულმა შტატებმა ევროპას ნავთობი სტრატეგიული რეზერვიდან გაუგზავნა

ევროპამ უკვე მიიღო აშშ-ს სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის ნაწილი (SPR) და მალე კიდევ ორ პარტიას მიიღებს, იტყობინება Bloomberg. სააგენტოს ცნობით, ორი ტანკერი ნავთობით ტეხასისა და ლუიზიანას საწყობებიდან უკვე მიემგზავრება იტალიასა და ნიდერლანდებში. წყაროები ამბობენ, რომ ორივე ტანკერი დატვირთული იყო ნედლი ნავთობით. ტეხასიდან ნავთობის კიდევ ერთი პარტია ნიდერლანდებში 26 აპრილს ჩავიდა. წყარო: bfm.ge

Read More »

Saudi Aramco მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა

საუდის არაბეთის ნაციონალური კომპანია Saudi Aramco მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. Saudi Aramco-ს კაპიტალიზაციამ Apple-ს კაპიტალიზაციას გადაასწრო. მანამდე ამ მაჩვენებლით სტივ ჯობსის დაარსებული კომპანია ლიდერობდა. აღსანიშნავია, რომ, კომპანიის აქციების ფასმა გუშინ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და კომპანიის კაპიტალიზაციამ $2,43 ტრილიონს მიაღწია. ამ ფონზე Apple-ს აქციები 5,2%-ით დაეცა და კომპანიის კაპიტალიზაციამ $2,37 ტრილიონი შეადგინა.  Apple-ს კაპიტალიზაციის კუთხით, პირველ ადგილს 2020 წლამდე არ თმობდა. 2022 წლის დასაწყისში, Apple-ს კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონი შეადგინა, თუმცა ...

Read More »

“დაე, დასავლეთმა გადაიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე ადრე უხდიდა რუსეთის ფედერაციას”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ომანში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ენერგომატარებლებს ევროპის გარდა უამრავი  მყიდველი ჰყავს და ევროპის ბაზრის თუნდაც სრულად ჩაკეტვა მათთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. „დაე, დასავლეთმა გადაიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე ადრე უხდიდა რუსეთის ფედერაციას და აუხსნას თავის მოსახლეობას, რატომ უნდა გაღარიბდნენ ისინი“, – განაცხადა ლავროვმა. ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის შეჭრის ...

Read More »