Tag Archives: #ნავთობი

ენერგეტიკული კონცერნები ხეირობენ – Shell-მა ბოლო კვარტალში მოგება გაახუთმაგა

ევროპაში ენერგეტიკული კონცერნები უზარმაზარ მოგებას ნახულობენ უკრაინის ომის გამო საწვავზე ფასების ზრდის შედეგად, იტყობინებიან დასავლეთის სააგენტოები. ენერგეტიკულმა კონცერნმა, Shell-მა, 2022 წლის მეორე კვარტალში სუფთა მოგების სახით 18 მილიარდი დოლარი მიიღო და მოგება გაიხუთმაგა, იტყობინება AFP. გერმანიის რადიოსადგური Deutschlandfunk-ის თანახმად, საფრანგეთის TotalEnergies-ის და ესპანური Ölkonzern Repsol-ის მოგება გაორმაგდა. AFP-ს otalEnergies-ის წარმომადგენლის სიტყვები მოჰყავს, რომ კონცერნმა მეტი აწარმოვა და ენერგეტიკული უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეიტანა. ...

Read More »

G7 რუსული ნავთობის ექსპორტზე ფასების ლიმიტს დეკემბერში დააწესებს

დიდი შვიდეულის ქვეყნები, რუსული ნავთობის ექსპორტზე ფასების შეზღუდვის მექანიზმს 5 დეკემბერს აამოქმედებს. სწორედ ამ დროისთვის, ძალაში შევა ევროკავშირის სანქციები, რომელიც რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო იმპორტს კრძალავს. ინფორმაციას დიდი შვიდულის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს. „მიზანი იმ ვადებთან შესაბამისობაა, რომელიც ევროკავშირმა უკვე დააწესა. ეს სანქციები და ფასის ლიმიტის მექანიზმი ერთდროულად უნდა ამოქმედდეს“ – აცხადებს ანონიმურობის დაცვით, დიდი შვიდეულის წარმომადგენელი, მაღალი რანგის ...

Read More »

პაატა ბაირახტარი: საწვავი არაბრენდირებულ სადგურებზე თითქმის ₾1-ით იაფია, ვიდრე ბრენდირებულზე

“1 ლიტრი საწვავი, თითქმის 1 ლარით უფრო იაფი ღირს არაბრენიდრებულ სადგურებზე, ვიდრე ბრენდირებულებზეა”-ამის შესახებ ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. “შეუძლებელია 84 თეთრიანი სხვაობა იყოს ერთი და იგივე ტიპის საწვავზე და ამას ვერანაირი მარკეტინგული ხარჯები ვერ ამართლებს. შეუძლებელია პატარა მცირე კომპანიას შეეძლოს, საწვავი ერთი ლარით უფრო იაფად გაყიდოს და ამის საშუალება არ ქონდეს მის კონკურენტ, დომინანტ კომპანიას. შეუძლებელია კომპანიამ ...

Read More »

ლექვინაძე: საწვავის გაიაფება აგვისტოს დასაწყისიდანაა მოსალოდნელი

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქართველოში საწვავის გაიაფება აგვისტოს დასაწყისიდანაა მოსალოდნელი. მისი განმარტებით, მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ მაღალი ფასები იყო, რისი გავლენაცაა საქართველოში საწვავის ბაზარზე დღევანდელი ფასწარმოქმნა. „მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებიდან და ფასებიდან გამომდინარე, ასევე ლარის კურსის დინამიკის გათვალისწინებით, რომელიც გამყარების ტენდენციას აჩვენებს, ჩვენი მოლოდინია, რომ აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში გარკვეულწილად შემცირების ტენდენცია საცალო ფასებზეც უნდა აისახოს. ...

Read More »

ბაიდენის მრჩეველი: საუდის არაბეთს და საამიროებს ნავთობის წარმოების გაზრდა უფრო მეტად შეუძლიათ

თეთრ სახლში ახლო აღმოსავლეთის საკითხების კურატორი ბრეტ მაკგერკი მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთს და საამიროებს ნავთობის წარმოების გაზრდა უფრო დიდი მოცულობით შეუძლიათ, წერს გამოცემა Axios-ი. ენერგომატარებლებზე მზარდი ფასის გამო აშშ მოკავშირე ქვეყნებს ნავთობის ექსპორტის გაზრდისკენ მოუწოდებს. ნავთობი ორი კვირის წინ ჯო ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო. საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამად ბინ სალმანი აცხადებს, რომ სამეფომ მოპოვები მაქსიმუმს ...

Read More »
ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ირანმა ნავთობის ექსპორტიდან შემოსავალი 580%-ით გაზარდა

ირანის ნავთობის ექსპორტის შემოსავალი 580%-ით გაიზარდა 2022 წლის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, განაცხადა ირანის მთავრობის ეკონომიკურმა წარმომადგენელმა აჰსან ხანდუზმა, იტყობინება IRNA. ირანული კალენდრის მიხედვით, წელი 2022 წლის 21 მარტს დაიწყო. ამ თარიღიდან ოთხი თვის განმავლობაში ნავთობის ექსპორტის შემოსავლები 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 580%-ით გაიზარდა. ხანდუზის თქმით, შემოსავლების ზრდა გამოწვეულია ნავთობის ექსპორტის ზრდით, ასევე ქვეყნის შიგნით გაცვლითი კურსის ცვლილებით სახელმწიფო ბიუჯეტის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4.5 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4.5 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 422.1 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 3,3  მილიონი ბარელით  და შეადგინა  225,1  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  0,8  მილიონი ბარელით და შეადგინა  111,7 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი  ბარელით  და შეადგინა 12,1 ...

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

რატომ ღირს დიზელი ბენზინზე ძვირი საქართველოში

დღეს მძღოლების მთავარი პრობლემა რეგულარის ტიპის საწვავზე გაზრდილი ფასები და ავზების შესავსებად მომატებული ხარჯებია. ბენზინის გარდა ბენზინგასამართი სადგურების ფასების ტაბლოზე დიზელის ფასმაც მკვეთრად მოიმატა. Globalpetrolprices-ის მონაცემებით, 161 ქვეყნიდან, 84%-ში ბენზინი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე დიზელი. საშუალოდ, დიზელი 9.84%-ით იაფია, თუმცა ფასები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. საქართველოში, სადაც ფასები კვლავ რეკორდულად მაღალ ნიშნულზე რჩება, ბრენდირებულ სადგურებზე ევრო რეგულარისა და ევრო დიზელის ფასებს ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის  27 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106.11 (+1.71)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97.25 (+2.27)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება 2026 წლამდე 0,72 მლნ ბარელის დონეზე დარჩება

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings პროგნოზირებს 2022-2025 წლებში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებას 0,72 მილიონი ბარელის ოდენობით დღეში. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. „ნავთობის მოპოვება კლებას განაგრძობდა 2022 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, შემცირდა წლიურ გამოხატულებაში 4,5%-ით და შეადგინა საშუალოდ დაახლოებით 0,72 მილიონი ბარელი/დღეში. ეს გამოწვეული იყო ნავთობის მოპოვების ბუნებრივი შემცირებით ნავთობსაბადოების “დაბერების” გამო, ასევე ზოგიერთი ტექნიკური და, შესაძლოა, დროებითი ...

Read More »