საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings პროგნოზირებს 2022-2025 წლებში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებას 0,72 მილიონი ბარელის ოდენობით დღეში. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება.
„ნავთობის მოპოვება კლებას განაგრძობდა 2022 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, შემცირდა წლიურ გამოხატულებაში 4,5%-ით და შეადგინა საშუალოდ დაახლოებით 0,72 მილიონი ბარელი/დღეში. ეს გამოწვეული იყო ნავთობის მოპოვების ბუნებრივი შემცირებით ნავთობსაბადოების “დაბერების” გამო, ასევე ზოგიერთი ტექნიკური და, შესაძლოა, დროებითი ფაქტორებით. შედეგად, აზერბაიჯანში მოპოვება ბოლო რამდენიმე თვეში OPEC+-ის ფარგლებში დადგენილ კვოტაზე დაბალი იყო.
ჩვენი ვარაუდით, ნავთობის მოპოვება ქვეყანაში დარჩება საშუალოდ 0,72 მლნ ბარელის ოდენობით დღეში 2022 წელს და დაახლოებით ამ დონეზე 2023-2025 წლებში“, – ნათქვამია სააგენტოს პროგნოზებში.
სააგენტო აღნიშნავს, რომ არსებული ნავთობსაბადოები ბერდება და ნავთობის მოპოვება მცირდება: მაგალითად, 2010-2021 წლებში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება თითქმის 30%-ით შემცირდა.
მთავრობის პროგნოზით, აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება 2022 წელს შეადგენს 34 მილიონ 830,3 ათასი ტონას, გაზის – 43 მილიარდ 514 მილიონი კუბურ მეტრს.