Tag Archives: #ნაკადი

ნედ პრაისი – რუსეთი თუ უკრაინაში შეიჭრება, აშშ იმუშავებს გერმანიასთან, რათა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი წინ ვეღარ წავიდეს

რუსეთი თუ უკრაინაში შეიჭრება, აშშ იმუშავებს გერმანიასთან, რათა უზრუნველყოს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი წინ ვეღარ წავიდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. „დეტალებში არ შევალ. ჩვენ ვიმუშავებთ გერმანიასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის წინ არ წავიდეს“, – განაცხადა პრაისმა, თუმცა არ დაუზუსტებია, თანახმაა თუ არა გერმანია ამ ნაბიჯზე. ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ ამ ...

Read More »

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ამოქმედება შესაძლოა რუსეთის უკრაინაში გადადგმულმა ნაბიჯებმა გადაწყვიტოს

განცხადებები იმის შესახებ, რომ დასავლეთი რუსეთს მაღალ ფასს გადაახდევინებს უკრაინაში ხელმეორე შეჭრის შემთხვევაში, ბოლო პერიოდში ამერიკის ადმინისტრაციის და კონგრესის მხრიდან ხშირად ისმის. მსგავსი განცხადებები კეთდება ნატოს მოკავშირეებისგანაც. ერთ-ერთი თემა, რომელზეც ნატოს ორი გავლენიან მოკავშრე – შეერთებული შტატები და გერმანია – ერთმანეთს საჯაროდ ეწინააღმდეგებიან, რუსული “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ია. მილსადენთან დაკავშირებით, ამერიკის სენატშიც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი მილსადენზე მკაცრი სანქციების ...

Read More »

უკრაინა, ევროკავშირთან ერთად, Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინა, ევროკავშირთან ერთად, Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ განაცხადა. “გადაწყდა, რომ უკრაინა მოწვეული იქნება Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესზე, როდესაც აღნიშნული საკითხი ევროკომისიამდე მიაღწევს. ეს არის ოფიციალური პოზიცია, რომელიც დღეს მოვისმინეთ, რისთვისაც დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს”, – განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ ამჟამად გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი, რომელიც 2021 წლის ...

Read More »

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, გერმანიამ შესაძლოა, ჩრდილოეთ ნაკადი 2 შეაჩეროს

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ინტერვენციის შემთხვევაში, გერმანიამ შესაძლოა, რომ ერთ-ერთი უდიდესი მილსადენის, ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტი შეაჩეროს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიანიშნა, რომ რუსულ აგრესიაზე ბერლინის პასუხი შესაძლოა, ჩრდილოეთ ნაკადი 2 მილსადენის შეჩერებასაც მოიცავდეს. ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ მილსადენის შესახებ კითხვაზე, შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმა ძვირად დაუჯდება და გერმანიის მიერ ამისთვის ...

Read More »

ჟოზეფ ბორელი – „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მომავალი დამოკიდებულია უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებზე

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მომავალი დამოკიდებულია უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ჟოზეფ ბორელი ესწრებოდა საფრანგეთის ქალაქ ბრესტში ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. „ეს არ არის ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ პრიორიტეტად მივიჩნევთ, რადგან ის არ უწყობს ხელს ევროპის ენერგეტიკულ ავტონომიას. რა თქმა უნდა, ამ ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება ასევე დამოკიდებული ...

Read More »

კატასტროფული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და „მწვანე ევროპა“

არსებობს სრულიად რეალური ალბათობა იმისა, რომ ზამთარში ევროკავშირში საწვავის მწვავე დეფიციტი წარმოიქმნას – მაღალი ფასები გაზზე და ელექტროენერგიაზე უკვე ნორმად იქცა და ამას ბოლო არ უჩანს. პუტინი კარგად ხვდება, რომ ევროპა რუსულ გაზზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, ახალი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კი ამ დამოკიდებულებას გააორმაგებს და უკრაინაზე, ევროკავშირზე, ნატო-ზე და პირველ რიგში ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაზე, გერმანიაზე პოლიტიკური ზეწოლის იარაღი გახდება. გერმანია აგრძელებს ...

Read More »

დემოკრატმა სენატორებმა მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკელ ტედ კრუზის კანონპროექტს, რომელიც „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა

დემოკრატმა სენატორებმა უარყვეს რესპუბლიკელ ტედ კრუზის კანონპროექტი, რომელიც რუსული გაზსადენის მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა. პროექტის მიხედვით, შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის ოპერატორი კომპანიისა და სხვა ფირმების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან გაზსადენთან. სენატის მიერ პროექტის დამტკიცებას ხუთი კანონმდებლის ხუთი დააკლდა. პროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს დემოკრატმა სენატორებმა, რომელთა განმარტებითაც, ამ ინიციატივას პოლიტიკური შურისძიება უდევს საფუძვლად და პრეზიდენტ ბაიდენის წინააღმდეგ არის მიმართული, რომლის ადმინისტრაციამაც ...

Read More »

დაუწესებს თუ არა ამერიკა სანქციებს რუსულ გაზსადენს

დემოკრატი სენატორების ნაწილი ფიქრობს, რომ ამერიკამ “ჩრდილოეთ ნაკად 2-ს” სანქციები არ უნდა დაუწესოს. განცხადებები ამერიკელმა კანონმდებლებმა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. მათ მიაჩნიათ, რომ სანქციების დაწესება რუსულ გაზსადენზე ამერიკა-გერმანიის ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას იქონიებს. პარალელურად კი ამერიკის სენატში რესპუბლიკური პარტიის წევრები მხაარს უჭერენ რესპუბლიკელი სენატორის ტედ კრუზის ინიციატივას, რომელიც რუსული გაზსადენისთვის ახალი და ძლიერი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, ...

Read More »

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ შესაძლებელია

რუსეთის ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა ამ დღეებში განაცხადა, რომ მოსკოვი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს სერტიფიცირების კუთხით გეგმა „ბ“-ს არ ცნობს, და პროცესს გეგმის მიხედვით მიყვება. როდესაც მას დაუსვეს კითხვა მილსადენის ლიცენზირებაზე უარი თქმის შესაძლებლობაზე, მისი პასუხი იყო „ასეთი ვარიანტი არ განიხილება“. „ჩვენ ვთვლით, რომ მილსადენი სერტიფიცირებისთვის დადგენილი განრიგის მიხედვით ამუშავდება“, – განაცხადა ნოვაკმა. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ით რუსული გაზის გერმანიის გავლით ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი: „ჩრდილოეთ ნაკადის“ პროექტი ასამუშავებლად მზადაა“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 11 მილიარდი დოლარის ღირებულების „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ პროექტი ასამუშავებლად მზადაა, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. მილსადენი დამტკიცებას გერმანიისა და ევროკავშირისგან ელის, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება 2022 წლის პირველ ნახევარში მიღებული არ იქნება. აღნიშნული პროექტი ძალიან საკამათოა. მისი კრიტიკოსები შეერთებულ შტატებში, უკრაინასა და პოლონეთში აცხადებენ, რომ 1234 კილომეტრიანი მილსადენი რუსეთის ბერკეტებს ევროკავშირის ქვეყნებზე გაზრდის. მოსკოვი ...

Read More »