Tag Archives: #ჰესი

“ენგურჰესის მსგავსი ჰესები, მათ შორის, ხუდონჰესი, ენერგოდამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესია”

“ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ შემდგომშიც გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ადგილობრივ რესურსზე დაფუძნებული ახალი ჰიდროსადგურები ავაშენოთ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ენგურჰესზე“ ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ნათია თურნავა ჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრის განცხადებით, განვითარდება მცირე ენერგეტიკაც, მათ შორის, ქარის, მზის, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, ...

Read More »

“ასეთი განცხადებები აღრმავებს უფსკრულს” – ვარლამ გოლეთიანი

პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის წარმოებაში დაადანაშაულა, რიონის ხეობაში პასუხობენ. ადგილობრივები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებენ და ამბობენ, რომ მსგავსი რიტორიკა აღრმავებს უფსკრულს ხელისუფლებასა და ხალხს შორის. პროტესტის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ როგორიც უნდა იყოს პირველი პირების პოზიციები, ხეობის მოსახლეობა პროტესტს არ შეწყვეტს, რადგან მათ სხვა არჩევანი არ აქვთ.“ეს არის მიუღებელი რიტორიკა ჩვენთვის. ასეთი განცხადებები აღრმავებს უფსკრულს ხელისუფლებასა და ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: აზიის ენერგორესურსები საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება

“პანდემიის პირობებში $840 მლნ-იან ინვესტიციას ვაფერხებთ”

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებლობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პრემიერი აქვე დასძენს, რომ კომპანია პანდემიის დროს შექმნილი კრიზისის პირობებში 840 მილიონ დოლარიან ინვესტიციას ახორციელებს, რასაც ქვეყანაში წინააღმდეგობა ხვდება. “ნამახვანჰესი უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ნამახვანჰესზე მუშაობა ქართველმა მეცნიერებმა 40 წლის წინ დაიწყეს მუშაობა. ის აჟიოტაჟი, ხმაური, რაც არის დაწყებული აბსოლუტურად გაუგებარია. რა ...

Read More »

“კაშხალი არ აშენდება, ვიდრე სანდო ექსპერტები ყველა ძირითად კვლევას არ გადაამოწმებენ”

ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პროტესტი და ძირითადი კითხვები მოხსნილიყო. კაშხალი არ აშენდება, ვიდრე სანდო ექსპერტები ყველა ძირითად კვლევას არ გადაამოწმებენ. ზუსტად ეს პასუხობს იმ წუხილს, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებასა და ეკოლოგიას, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან, ნამახვანჰესზე საუბრისას განაცხადა. მისივე განცხადებით, ნამახვანჰესი არის იმ მსხვილ ჰიდროსადგურთაგან ერთ-ერთი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას განამტკიცებს. „დღეს ამ ჰესის აშენებზე გადის საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საფუძველი. ...

Read More »

თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით… მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა სერენ იაზგანი ნამახვანჰესის პროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ცნობილია, ჰესის ტერიტორიაზე, რიონის ხეობის მოსახლეობამ, რომლებიც იქ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, თავდაპირველად ჯვარი აღმართეს და ასე გააპროტესტეს თურქული კომპანია ENKA-ს მიერ წინამოსამზადებელი სამუშაოების დაწყება. თურქეთის ელჩი „ფორმულას“ ეთერში ამბობს, რომ საუბარია 800 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ თურქი ინვესტორები საქართველოს ენდობიან. დიპლომატი ...

Read More »

“გენერაციის ობიექტების მშენებლობას ენერგოუსაფრთხოება და უდიდესი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს”

ელექტროენერგიის ექსპორტი ვერ განხორციელდება, თუ ქვეყნის შიდა მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, – ასე პასუხობს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი მოსაზრებას, რომ ახალი ჰესების მთავარი დანიშნულება სხვა ქვეყნებისთვის ელექტროენენერგიის მიწოდებაა. „ფიზიკის კანონებით ჩვენ ვერ შევძლებთ ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას, თუ ადგილობრივი მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ნებისმიერი ახალი ობიექტი, რომელიც ჩვენ ქსელშია ჩართული არის ჩვენი ქსელის სუბიექტი. ის ემორჩილება ადგილობრივ ...

Read More »

შუახევჰესის საინვესტიციო ღირებულება 510 მილიონ დოლარს აჭარბებს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მსხვილი ენერგოპროექტი შუახევჰესი 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა ოპერირებაში და უკვე წელიწადზე მეტია გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. შუახევჰესი წარმოადგენს ჯამურად 187 მგვტ სიმძლავრის ჰესების კასკადს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 510 მილიონ დოლარს აჭარბებს.”შუახევი ჰესი” პროექტის ფარგლებში განხორციელდა ასობით სოციალური პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 8 მილიონი შეადგინა. შუახევჰესს ნორვეგიელი და ინდოელი ინვესტორებმა ააშენეს და ამჟამად, ოპერირების ეტაპზე, ახალგაზრდა ქართველი ინჟინრები მართავენ. ...

Read More »

“ენკა“ სტიქიით დაზარალებულებს სურსათით დაეხმარა

კომპანია “ენკამ“ სტიქიით დაზარალებულებს სასურსათო დახმარება მარხილებით გაუგზავნა.  საქმე ისაა, რომ ლაჯანურთან სტიქიის გამო გზები ჩახერგილია. სამანქანო გზის არარსებობის გამო, კომპანია “ენკამ” ადგილობრივ მოსახლოებას პირველადი დახმარების ნივთები ლაჯანურიდან სოფელ ღუში მარხილებით გაუგზავნა. “კომპანია გამოთქვამს მზაობას, გზების აღდგენამდე ადგილობრივებს გაუწიოს დახმარება და უზრუნველყოს საჭირო პროდუქტებით”, – ნათქვამია “ენკას” მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

102 მცირე ჰესი თუ ნამახვანჰესი

რას მოიტანს ნამახვანჰესის ჩანაცვლება მცირე ჰიდროსადგურებით? – ამ კითხვაზე პასუხს report.ge-სთან  WEG World Experience for Georgia ცდილობს. ორგანიზაცია განახლებადი ალტერნატივების სრული სურათისათვის მცირე ჰიდროსადგურებს განიხილავს. მათი ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად 48 მცირე ჰესი მუშაობს, ჯამური სიმძლავრით 193.3 მგვტ, რომელთა საშუალო წლიური გამომუშავება ჯამში 630 გვტ/სთ-ს შეადგენს. ამ მცირე ჰესების საშუალო სიმძლავრე 4 მეგავატია.  “იმისათვის რომ ნამახვანჰესის ეკვივალენტური 1500 მგვტ/სთ გამომუშავება მივიღოთ საჭირო იქნება დამატებით ...

Read More »

“ლევან ვასაძე “ნამახვანჰესის” ირგვლივ არაპრეფესიონალურად მსჯელობს”

ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ისაუბრა, სადაც მან პროექტზე გაფორმებულ ხელშეკრულებას კაბალური და ქვეყნისთვის წამგებიანი უწოდა. ვასაძის განცხადებებს არ იზიარებს ეკონომისტი ანდრია გვიდიანი და მიიჩნევს, რომ ბიზნესმენი ნამახვანჰესთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არასწორ აქცენტებს სვამს. ნამახვანჰესის ირგვლივ ბევრი არასწორი მოსაზრება ვრცელდება, უმეტესობა მათგანი დილეტანტურია და ხშირად გარკვეული ჯგუფები ტყუილების გავრცელების გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. რაც შეეხება ლევან ვასაძის განცხადებებს, ვფიქრობ, ...

Read More »