Tag Archives: სემეკი

"რუსთავის წყლის" აბონენტთა ნაწილისთვის წყლის საფასური გაიაფდა

“რუსთავის წყლის” აბონენტთა ნაწილისთვის წყლის საფასური გაიაფდა

კომპანია “რუსთავის წყლის” მრიცხველის არმქონე აბონენტებს, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს წყლის ტარიფი შეუმცირდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. რაც შეეხება “რუსთავის წყლის” გამრიცხვილიანებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათთვის წყლის ტარიფი დარჩა უცვლელი და ერთ კუბურ მეტრზე ისევ 0.405 თეთრს შეადგენს. რაც შეეხება სემეკ-ის მიერ დღეს დამტკიცებულ ახალ შემცირებულ ტარიფებს, მრიცხველის არმქონე აბონენტები ერთ სულზე სამი ლარის ნაცვლად ...

Read More »
სემეკი ენერგო-პრო ჯორჯიასთვის ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს

სემეკი ენერგო-პრო ჯორჯიასთვის ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს

სემეკი სს “ენერგო-პრო ჯორჯიასთვის” ელექტრონერგიის განაწილების, გატარებისა და მომხარების ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარეგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს, შესაბამისი სხდომა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე, დღეს, 12:00 საათზე დაიწყება. როგორც სემეკში აცხადებენ, სატარიფო მეთოდოლოგია ტარიფების ყოველწლიურად გადახედვას ითვალისწინებს. მათი განმარტებით, სს “ენერგო-პორ ჯორჯიას” განაწილების, გატარებისა და მომხარების ტარიფი 2014 წელს იყო დადგენილი, რომელიც იმავე წლის 1-ლი სექტემბრიდან ...

Read More »
შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ ტარიფი დაუდგინდა

შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ ტარიფი დაუდგინდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური და ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) დაუდგინა. შესაბამისი ცვლილებები შევიდა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში. კომისიის გადაწყვეტილებით შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური – 366 173 ლარი/დღე, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) 6.659 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა. მოქმედების ...

Read More »
"Doing Business"-ის მიხედვით ელ.ენერგიის წყაროს საიმედოობა ყოველწლიურად უმჯობესდება

“Doing Business”-ის მიხედვით ელ.ენერგიის წყაროს საიმედოობა ყოველწლიურად უმჯობესდება

“Doing Business”-ის მიხედვით ტარიფების დადგენის პროცესი გაუმჯობესდა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის “Doing Business”-ის ანგარიშის მიხედვით, ელექტროენერგიის წყაროს საიმედოობა და ტარიფების გამჭვირვალობა ყოველწლიურად უმჯობესდება. (ინდიკატორი ზომავს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირეს (SAIFI), ელექტროენერგიის გამორთვების საშუალო ხანგრძლივობას (SAIDI) და ტარიფების გამჭვირვალობას). ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირეს და ელექტროენერგიის ...

Read More »
სემეკის წევრად გიორგი ფანგანის კანდიდატურა დამტკიცდა

სემეკის წევრად გიორგი ფანგანის კანდიდატურა დამტკიცდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ახალი წევრი ჰყავს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გიორგი ფანგანი კომისიის წევრის თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ფანგანის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად იქნა შერჩეული. საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინა. 27 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი ფანგანის ...

Read More »
სემეკი მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის დავების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს

სემეკი მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის დავების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებების მესამე კვარტალის ანგარიშს აქვეყნებს. საანგარიშო პერიოდში, სექტორების მიხედვით მოქალაქეთა საჩივრების უმეტესობა შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“, სს „თელასისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ დაფიქსირდა, ხოლო ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 62 850.06 ლარი შეადგინა. კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში 2015 წლის მესამე კვარტალში სულ 349 განცხადება/საჩივარი ...

Read More »
სემეკ-მა GWP-ის გაფრთხილება მისცა

სემეკ-მა GWP-ის გაფრთხილება მისცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს GWP-ის გაფრთხილება მისცა. სემეკ-ის ინფორმაციით, საქმე ეხება კომპანიის ვებგვერდზე (www.gwp.ge) წყალმომარაგება/წყალანირების სისტემაზე მიერთებისა და აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ არასწორ ინფორმაციას. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, მოხდეს მომხმარებელთა უფლებების მაქსიმალური დაცვა, სწორი ინფორმირება მათი უფლებების შესახებ და კომპანიების მხრიდან აბონენტებისათვის მაღალი ხარისხის ...

Read More »
სემეკი, შესაძლოა, ისევ დახურულ კლუბად დარჩეს

სემეკი, შესაძლოა, ისევ დახურულ კლუბად დარჩეს

ახალი წევრების შერჩევის უცნაურობანი სემეკის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) გარშემო ვნებები იძაბება. მთავრობამ პარლამენტს სემეკის წევრად დასამტკიცებლად პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატურიდან მხოლოდ ერთის, გიორგი ფანგანის კანდიდატურა წარუდგინა. სემეკის წევრებთან მიმართებით, სადღეისოდ, ვითარება ასეთია, – ვადაშია სემეკის სამი წევრი, კერძოდ ირინა მილორავა (თავმჯდომარე), გოჩა შონია და სერგო მესხი. ამ უკანასკნელს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე კვირაში ეწურება. დარჩენილი 2 ...

Read More »
მთავრობის უარის მიუხედავად პრეზიდენტი სემეკ-ის წევრობის იმავე კანდიდატებს ხელახლა წარადგენს

მთავრობის უარის მიუხედავად პრეზიდენტი სემეკ-ის წევრობის კანდიდატებს ხელახლა წარადგენს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებად პრეზიდენტის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან, საქართველოს მთავრობამ ორის პარლამენტში წარდგენაზე უარი განაცხადა. როგორც ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობამ გიორგი ფანგანის კანდიდატურა შეათანხმა, მარინა გულედანისა და დავით ასლანიშვილის კანდიდატურების შეთანხმებაზე კი უარი განაცხადა. აბაშიშვილის განმარტებით, აღნიშნულ კანდიდატებზე უარი ყოველგვარი არგუმენტაციიის გარეშე ითქვა. “საქართველოს პრეზიდენტმა 8 სექტემბერს, ექსპერტებთან კონსულტაციის ...

Read More »
"გარდაბნის თბოსადგურზე" ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა

“გარდაბნის თბოსადგურზე” ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 7 სექტემბრის საჯარო სხდომაზე შპს „გარდაბნის თბოსადგურზე “ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. ლიცენზიის შესაბამისად, თბოსადგურმა უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა და მიაწოდოს ელექტროენერგია კვალიფიციურ სუბიექტებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად. გარდაბანში მდებარე ახალი თბოსადგური ექსპლუატაციაში 2015 წლის აგვისტოში შევიდა. მისი დადგმული სიმძლავრე 231.2 მგვტ-ია, ხოლო ექსპლუატაციის ვადა – 25 წელი. აირი-ორთქლის კომბინირებული ციკლის ტიპის ...

Read More »