Tag Archives: #ხანძარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – ბორჯომში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ დროისთვის მოხსნილია

ამ დროისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. „ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ...

Read More »

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 3 ვერტმფრენი და 250-მდე მეხანძრეა ჩართული

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებს რთული კლიმატური პირობები ართულებს. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ხანძრის ქრობის სამუშაოებს ქარის ჩადგომის შემდეგ განაახლებენ. მისივე თქმით, ცეცხლის ჩასაქრობად 250-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. „ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებს რთული კლიმატური პირობები ართულებს. ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, ...

Read More »

ქვაბისხევის მიმდებარედ ცეცხლის ფართობი იზრდება და ტყის მასივზე ვრცელდება

ქვაბისხევის მიმდებარედ, ცეცხლი უკვე ტყის მასივზე ვრცელდება და ფართობი იზრდება. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ქარი. ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 100 მეხანძრე (როგორც ადგილობრივი, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან) და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც თავდაპირველად შეასრულა სამუშაო. შემდეგ კი დროებით გაჩერდა. ვერტმფრენმა მუშაობა ახლახან განაახლა. რელიეფი არის კლდოვანი და მიუვალი. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე გამოჩნდა კიდევ ერთი ვერტმფრენი, რომელმაც სადაზვერვო სამუშაოები შეასრულა.

Read More »

ბორჯომში, ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ბორ­ჯომ­ში, ზოვ­რე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ტყე­ში მე­ხან­ძრე­ე­ბი ხან­ძრის კე­რე­ბის ჩაქ­რო­ბას ცდი­ლო­ბენ. ამ დრო­ის­თვის ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. დღეს დი­ლი­დან პრო­ცეს­ში ვერ­ტმფრე­ნიც ჩა­ერ­თო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ, ზოვ­რეთ­ში სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე ხან­ძრის რამ­დე­ნი­მე კერა გაჩ­ნდა და დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბაც შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და.

Read More »

„ცეცხლი უკიდია ტორფს და არის დაკვამლიანება“ – ბორჯომის ტყეში ძლიერმა ქარმა ხანძრის კერები გააღვიძა

ბორჯომში, ზოვრეთის ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა კვლავ გააღვივა ხანძარი. ამ დროისთვის, მეხანძრეები რამდენიმე კერაზე ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა. „მთელი ღამის განმავლობაში, გუშინ საღამოდან მეხანძრე-მაშველები, ასევე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ერთობლივად მუშაობდნენ და დღეს შუადღისთვის მოხდა ხანძრის ლიკვიდირება, მაგრამ დღის მეორე ნახევარში გაძლიერებულმა ქარმა კვლავ გააჩინა ახალი კერები და მოხდა ...

Read More »

რუსეთში მასშტაბური ტყის ხანძარია – მოსკოვის ოლქში უმაღლესი დონის ხანძარსაშიში მდგომარეობა ცხადდება

მოსკოვის ოლქის სიახლოვეს ბდებარე რიაზანის ოლქი მასშტაბური ხანძარია. უახლოეს პერიოდში, უმაღლესი დონის ხანძარსაშიში მდგომარეობის გამოცხადებაა მოსალოდნელი მოსკოვის ოლქშიც, რადგან რიაზანის ოლქის ტერიტორიაზე ხანძრის მასშტაბი უკე 84,8 ათას ჰექტარზეა გავრცელებული.

Read More »

ესპანეთში ტყის ხანძარს 4 დღეა უშედეგოდ ებრძვიან

ესპანელი მეხანძრეები ვალენსიას რეგიონში საცხოვრებელი უბნების გადარჩენას ცდილობენ. ცეცხლის ლოკალიზება 4 დღეა ვერ ხერხდება. ხანძარი უახლოვდება საავტომობილო გზებს, სარკინიგზო მაგისტრალებსა და დასახლებულ პუნქტებს. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 2000 ადამიანი, არიან დაშავებულები.

Read More »

პორტუგალიაში ტყის ხანძრებმა იფეთქა. კვამლი მადრიდს აღწევს

სამშაბათს ცენტრალურ პორტუგალიაში გაჩენილი მასიური ხანძრის კვამლმა მადრიდი მოიცვა.ცათამბჯენები, რომლებიც ცნობილია, როგორც „ოთხი კოშკი”, მადრიდში მდებარეობს და ხანძრის კერიდან 400 კილომეტრის დაშორებითაა, თუმცა კვამლშია გახვეული. ესპანეთის დედაქალაქის მაცხოვრებლები წვით გამოწვეულ მძაფრ სუნს უჩივიან. პორტუგალიის სერა და ესტრელას ეროვნულ პარკში ხანძარი, 6 აგვისტოს გაჩნდა და ძირითადად კვირას ჩაქრა. ორშაბათს ცეცხლი ისევ გაძლიერდა, რამაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია გამოიწვია. 1100-ზე მეტმა მეხანძრემ 13 ...

Read More »

როგორ უნდა დავიცვათ ტყე-პარკები ხანძრისგან

ძალიან სამწუხაროდ ტყისა და ველის ხანძრებს 90%-ზე მეტი არის ადამიანის დაუდევრობით გამოწვეული და ეს რისკი ძალიან მაღალია ზაფხულში, აქტიური დასვენების პერიოდში, – როგორ უნდა დავიცვათ ტყე-პარკები ხანძრისგან ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც არა მხოლოდ უყურადღებოდ დატოვებული კოცონი გამხდარა ხანძრის წარმოშობის წყარო, არამედ ის ნარჩენებიც, რომელსაც ჩვენ გადაადგილებისას ვტოვებთ. არ სჭირდება ...

Read More »

საფრანგეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან – ათასობით ადამიანი სახლებს ტოვებს

ხანძრის გამო უკვე გაანადგურა 16 სახლი, დაიწვა 6 000 ჰექტარი და 6 000-მა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა. კიდევ ერთი ხანძარი მეინ და ლუარის ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც 650 ჰექტარი უკვე დაიწვა და კიდევ 500 საფრთხის ქვეშაა. ცნობისთვის, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ხანძრები ივლისის თვეშიც მძვინვარებდა. მანამდე გაჩენილმა ორმა ხანძარმა 20 000 ჰექტარზე მეტი ტყე გაანადგურა და თითქმის 40 000 ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია.

Read More »