ბორჯომში, ზოვრეთის ტერიტორიაზე, ტყეში მეხანძრეები ხანძრის კერების ჩაქრობას ცდილობენ.
ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. დღეს დილიდან პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთო.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, ზოვრეთში სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა და დაკვამლიანებაც შეინიშნებოდა.