Tag Archives: #იტალია

იტალია რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტოს არ დაადებს, თუ EU ფასებზე ზედა ზღვარს დააწესებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ CNN-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ იტალია ნავთობისა და გაზის ფასების გაზრდის მიუხედავად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. “ამ ეტაპზე ენერგიის ღირებულება ჩვენი პირველი საზრუნავია. იტალია რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტოს არ დაადებს. […] არსებობენ კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიაში 400%-ით მეტს იხდიან. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის სპეკულაცია, რასაც ენერგიის ფასზე ზედა ზღვრის დაწესება იწვევს. ჩვენ ამის მიღწევას ევროპული ენერგო ...

Read More »

იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ ბუჩაში მომხდარი სისასტიკის შემდეგ, იტალია მხარს დაუჭერს სანქციებს რუსული გაზის წინააღმდეგ,– ამის შესახებ მან ზაგრებში ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „იტალია არ დაადებს ვეტოს რუსული გაზის შესახებ სანქციებს“, – თქვა მან. იტალიის ბაზარი ბუნებრივი აირის 40%-ით რუსეთიდან მარაგდება, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის ცდილობს ალტერნატივის პოვნას და მარაგების ...

Read More »
ტანაპ

2022 წელს აზერბაიჯანი იტალიას საქართველოს გავლით 9,5 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის

აზერბაიჯანული გაზის იტალიაში მიწოდება 2022 წელს გრძელვადიანი და კონტრაქტებით 9,5 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს – ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პიარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა. „არსებული ტემპების შენარჩუნებით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანი იტალიას 9,5 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის“, – თქვა შაჰბაზოვმა ბაქოში გამართულ კონფერენციაზე „აზერბაიჯანი-იტალია: გზა რომელსაც მივყავართ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობისკენ“. მისი თქმით, გაზსადენ TAP-ის გაფართოვება გაზრდის ბუნებრვი აირის მიწოდებს არა მხოლოდ იტალიაში, ...

Read More »

ალიევი: წელს იტალიისთვის გაზის მიწოდებას გავზრდით

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდის გეგმებზე ისაუბრა. ამ თემაზე ილჰამ ალიევმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლუიჯი დი მაიოსთან შეხვედრაზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული Interfax ავრცელებს. “სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი იტალიის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია – იტალიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 95% სწორედ აზერბაიჯანზე მოდის. ძალიან კარგი რიცხვებია თითქმის 10 მილიარდი დოლარი გასულ წელს. დარწმუნებული ვარ მიმდინარე წელს ეს რიცხვები გაიზრდება აზერბაიჯანული ...

Read More »
ქარის ენერგეტიკის განვითარების ტენდენცია 2000-2050 წლებზე (ინფოგრაფიკი)

იტალია პირველ ოფშორულ ქარის ფერმას აშენებს

ოფშორული ქარის პროექტის სრული ფუნქციონირების პერიოდისთვის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ჯამურად 30 მეგავატი სიმძლავრის 10 ტურბინა. ქარხანა 58,000 მგვტ/სთ-ზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც 60.000-მდე ადამიანის ენერგეტიკულ საჭიროებებს დააკმაყოფილებს. შედეგად, ქარხნის 25-წლიანი არსებობის მანძილზე, დაახლოებით 730,000 ტონა CO2 დაიზოგება. ენერგეტიკული კრიზისისგან გადასარჩენად, იტალია გამოსავალს სწორედ განახლებადი ენერგიის განვითარებაში ხედავს. იტალიის მთავრობამ, უახლოეს მომავალში, დამატებით ექვსი ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაც დაადასტურა. ქარის ექვსი ...

Read More »

იტალიური Eni “ცისფერი ნაკადის” პროექტიდან გასვლას გეგმავს

იტალიის Eni “გაზპრომთან” არსებული ერთობლივი საწარმოდან, რომელიც რუსეთ-თურქეთის დამაკავშირებელ “ცისფერი ნაკადის” გაზსადენს ფლობს, გასვლას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო ANSA, კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. შეგახსენებთ, რომ გაზსადენი “ცისფერი ნაკადი” განკუთვნილია რუსული ბუნებრივი აირის თურქეთისთვის შავი ზღვის გავლით მისაწოდებლად. აღნიშნული გმილსადენი რუსეთიდან თურქეთში გამავალი დერეფნის ნაწილია, რომელიც გადის უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთისა და ბულგარეთის ტერიტორიებზე. გაზსადენის საპროექტო სიმძლავრე 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი ...

Read More »

სიცილიაზე გაზის აფეთქების შედეგად სამი შენობა ჩამოინგრა, დაღუპულია სულ მცირე ოთხი ადამიანი

კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ რავანუსაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი შენობა ჩამოინგრა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. როგორც მედია პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, დაღუპულია სულ მცირე ოთხი ადამიანი. მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. პოლიციის განცხადებით, ნანგრევებში კიდევ ხუთი ადამიანია მოყოლილი. აფეთქების შედეგად დაზიანებულია მეზობლად მდგომი შენობები, საიდანაც 50-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

იტალიაში საწვავის ფასი რეკორდულად გაძვირდა

იტალიაში საწვავის ფასი რეკორდულად გაძვირდა. როგორც იტალიური მედია იუწყება, ამჟამად ერთი ლიტრი ბენზინი იტალიაში 1,7 ევრო, ხოლო ერთი ლიტრი დიზელი 1,6 ევრო ღირს. მომხმარებელთა კავშირის მონაცემებით, იტალიაში საწვავი ასეთი ძვირი ბოლოს 2014 წელს იყო. ამასთან ერთად, იტალიური მედია წერს, რომ გაძვირდა ბუნებრივი აირი, თხევადი გაზის ფასი 0,8 ევროს შეადგენს.

Read More »
თბილისის მოსახლეობას დენის ტარიფი გაეზარდა

იტალიაში ელექტროენერგია 40%-ით ძვირდება

იტალიის მოსახლეობა ისევე, როგორც ბიზნესის წარმომადგენლები მალე ელექტროენერგიის გაზრდილ საფასურს გადაიხდიან, რადგან ოქტომბერში ფასების მორიგ მატებას ელოდებიან. ინფორმაციას The Local ავრცელებს. „წინა კვარტალში ელექტროენერგიის ფასი 20%-ით გაიზარდა, შემდეგ კვარტალში კი 40%-ით. ეს იმიტომ ხდება, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაზის, შესაბამისად, CO2-ის ფასი მატულობს“,- აცხადებს ეკოლოგიური რეფორმების მინისტრი, რობერტო ჩინგოლანი. მინისტრის განცხადება ენერგეტიკის სექტორის ანალიტიკოსების ანალოგიურ პროგნოზებს მოჰყვა. მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ფასი ...

Read More »
ნაციონალები სომხეთისათვის გაზის გადაკეტვისკენ მოგვიწოდებენ

TAP-ის ამოქმედებამ იტალია გაზის ექსპორტიორი გახადა

ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) ამოქმედების შემდეგ, იტალია გაზის ექსპორტიორი გახდა. ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) ამოქმედების შემდეგ, იტალიამ იანვარში საფრანგეთში 36 მლნ კუბ. მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, შვეიცარიას კი, დაახლოებით 4 მლნ კუბ. მეტრი გაზი მიაწოდა. იტალიური მედია წერს, რომ ბაზარზე ამ „რევოლუციას“ ტექნიკური ხასიათი აქვს, რადგანაც განხორციელებული ინვესტიციებით, იტალიის და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის დამაკავშირებელ გაზსადენებს „უკან გატარების“ შესაძლებლობაც აქვს. შეგახსენებთ, 2020 ...

Read More »