Tag Archives: #განახლებადი

მერია სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს

ტოკიოში თითქმის ყველა საცხოვრებელზე მზის პანელების განთავსება სავალდებულო ხდება

იაპონიის დედაქალაქის ადგილობრივი ასამბლეის მიერ მიღებული რეგულაცია, ორმოცდაათ მსხვილ სამშენებლო ფირმას, 2,000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის სახლების განახლებადი ენერგიის პანელებით აღჭურვას ავალდებულებს. უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ახალი წესი ქალაქს მწვანე ენერგიაზე გადასვლაში დაეხმარება. „გარდა არსებული გლობალური კლიმატური კრიზისისა, ჩვენ რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებული ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის წინაშეც ვდგავართ. შესაბამისად დასაკარგი დრო არ გვაქვს“, განაცხადა ადგილობრივი ასამბლეის წევრმა რისაკო ნარიკიომ. ტოკიო მსოფლიოს უდიდესი ქალაქია. ...

Read More »
საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

საქართველოში 96 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აშენდება, რომლის საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ დოლარამდეა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია „მასდარი“ საქართველოში 96 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ააშენებს. როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 100 მილიონ დოლარამდეა. „დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენ გვქონდა ჰიდროელექტროენერგიის რამდენიმე პროექტის განხილვა სხვადასხვა ეტაპზე. იცით, რომ მთავრობა იწონებს ხელშეკრულებებს ნებისმიერი განახლებადი ენერგიის პროექტებთან ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნები, რომელთაც გასულ წელს ყველაზე დიდი სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟეს

ინდუსტრიული ჯგუფის, SolarPower Europe-ის ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპის მასშტაბით, 2022 წლის განმავლობაში, მზის დახმარებით გამომუშავებული ენერგიის საერთო სიმძლავრე დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირმა წელს რეკორდული, 41.4 გიგავატი სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა, რაც 12.4 მილიონი სახლის ენერგიით უზრუნველყოფისთვის არის საკმარისი. შედეგად, 2022 წელს, ევროკავშირში მზის წყაროსგან მიღებული ენერგიის საერთო სიმძლავრე შარშანდელი 28.1 გიგავატიდან 47%-ით გაიზარდა და 41.5 გიგავატს მიაღწია. ერთ ...

Read More »
ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

მთავრობამ ქარის, მზის და ჰიდროენერგიის პროექტები განიხილა – ვინ არიან ინვესტორები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 14 საკითხი განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საკითხი სსიპ  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „500 Georgia, L.P ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში“ მონაწილეობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ინოვაციური ბიზნესის განვითარებამ მიაღწია იმ საფეხურს, როდესაც გლობალური მასშტაბის მოთამაშეები ინტერესდებიან ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემაში ინვესტირებით. 500 Georgia არის 20 მილიონ ...

Read More »
ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

დიდი ბრიტანეთის ქარის ელექტროსადგურებმა 2022 წელს, რეკორდული ენერგია გამოიმუშავეს

კომპანია National Grid-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, გაერთიანებული სამეფოს ქარის ელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 74 ტერავატ/ საათი (TWh) ელექტროენერგია. წინა რეკორდი – 68 TWh – 2020 წელს დაფიქსირდა. ბრიტანეთში ქარის ენერგიის წარმოების პირობები ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელია ევროპაში: ქარის ტურბინების უმეტესობა დამონტაჟებულია ოფშორში, სადაც ქარი უფრო ძლიერი და სტაბილურია, ვიდრე ხმელეთზე. მომავალ წელს ქვეყანაში მინიმუმ ერთი ოფშორული ქარის ელექტროსადგური დაიწყებს ოპერირებას – 1,1 გვატიანი ...

Read More »
ქარის ენერგეტიკის განვითარების ტენდენცია 2000-2050 წლებზე (ინფოგრაფიკი)

ფინეთი ზღვაზე ქარის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

ფინეთი, ზღვაზე ქარის პირველ ელექტროსადგურს ააშენებს. კომპანიბმა Metsahallytus-მა და Vattenfall-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას პროექტის შემუშავებაზე, რომელიც ითვალისწინებს ფინეთის პირველი ოფშორული ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას კორსნასის მუნიციპალიტეტის სანაპიროზე. ობიექტის სიმძლავრე 1.3 გიგავატს მიაღწევს, ხოლო ელექტროენერგიის სავარაუდო გამომუშავება წელიწადში 6 ტვტ/სთ იქნება. ობიექტი ელექტროენერგიას მიაწვდოს 2 მილიონზე მეტ მრავალბინიან კორპუსს ან დაახლოებით 250 ათას კერძო სახლს. ფინეთის მიზანია, 2035 წლისთვის ნახშირბადისგან ნეიტრალური სახელმწიფო გახდეს. ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მათ შორის საქართველოში ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის წევრებმა განიხილეს საკითხი „ხუდონჰესის“ გამოსყიდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც შედგა შეთანხმება ჰესის სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომერციის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომელიც ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს დაარეგულირებს. ეკონომიკის ...

Read More »
ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

საქართველოში განახლებადი ენერგიების 596 სადგურია, 98% მზის ენერგოსადგურს წარმოადგენს

დღეისათვის არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული განახლებადი ენერგიებიდან ქსელს 32 423 კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდება, საიდანაც თელასის ქსელში მიწოდება 12 911 კვტ/სთ-ია, ხოლო ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელში 19 512 კვტ/სთ. მთლიანობაში თელასის ქსელში, ამ დროისათვის, ჩართულია განახლებადი ენერგიების 200 სუბიექტი, საიდანაც 199 სუბიექტი არის მზის ენერგიაზე მომუშავე სადგური. ხოლო ენერგო პრო ჯორჯიაა ქსელში ჩართულია 396 ობიექტი, საიდანაც მზის სადგურია ...

Read More »

რა არის თერმობირთვული სინთეზი და რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას?

მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა სპეციალური პრესკონფერენციის საშუალებით საზოგადოებას მეცნიერების სფეროს ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ ამცნო – კალიფორნიაში მდებარე ლოურენსის სახელობის ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში მომუშავე სპეციალისტებმა, ისტორიაში პირველად, თერმობირთვული სინთეზის ექსპერიმენტის დროს დახარჯულზე მეტი ენერგიის გამომუშავება შეძლეს. ეს სუფთა ენერგიის მიღებისა და კლიმატის კრიზისთან ბრძოლის კუთხით გადადგმული უდიდესი ნაბიჯია. მეცნიერებმა თერმობირთვული სინთეზის პროცესში 192 ლაზერი დაახლოებით პილპილის მარცვლის ...

Read More »
ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

IEA: მომდევნო ხუთ წელიწადში გლობალური განახლებადი ენერგიის საერთო სიმძლავრის ზრდის გაორმაგებაა მოსალოდნელი

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, მომავალო ხუთი წლის განმავლობაში, გლობალური განახლებადი ენერგიის საერთო სიმძლავრის ზრდა გაორმაგდება. IEA-ის განცხადებით, ზრდა ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთებითაა გამოწვეული, რასაც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი განაპირობებს. განახლებადი ენერგიის პერსპექტივის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2027 წლისთვის, გამომუშავებული განახლებადი ენერგია მსოფლიოში 2,400 გიგავატით, 5,640 გიგავატამდე გაიზრდება. აღნიშნული მატება გასული წლის პროგნოზს 30%-ით აღემატება. ცნობისთვის, გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ...

Read More »