Tag Archives: #ენერგობირჟა

ბექა ლილუაშვილი: „ენერგეტიკული ბირჟის“ გახსნა არის ერთ-ერთი პრინციპული საკითხი ბაზრის ფორმირებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ დღეს განცხადება გაავრცელა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, დანიშნოს საპარლამენტო მოსმენა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დათქმულ ვადებში რეალურად ვერამოქმედების მიზეზების გარკვევის მიზნით. ამ თემაზე “აიპრესის” კითხვებს პარლამენტარმა ბექა ლილუაშვილმა უპასუხა. – ბატონო ბექა, გავრცელებული ინფორმაციით, “საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა” დათქმულ ვადაში,  მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ვერ ამოქმედდება და მისი მუშაობის დაწყება გაურკვეველი ვადით გადაიდო. არასამთავრობო ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს

როგორც ცნობილია, საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება ენერგეტიკული სექტორის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის ამოცანაა ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ენერგეტიკის სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლებისათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ახალი ბაზრის მოდელის კონცეფციით ბაზრის გახსნისთვის დაგეგმილი ეტაპების მიხედვით, უნდა გაიზარდოს იმ მომხმარებელთა და, ასევე, გენერაციის მოცულობის წილი, რომლებიც ვაჭრობენ ენერგეტიკულ ბაზრებზე, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ...

Read More »

აფბა: რეფორმა ჩავარდა, ენერგეტიკული ბირჟა, სავარაუდოდ, 1 ივლისს ვერ ამოქმედდება

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დანიშნოს საპარლამენტო მოსმენა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დათქმულ ვადებში რეალურად ვერამოქმედების მიზეზების გარკვევის მიზნით. აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით მორიგ მნიშვნელოვან ჩავარდნაზე. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ენერეგეტიკაში არსებული ვითარებით და დარგის განვითარებით დაინტერესებული საზოგადოება ელის 2021 წლის 1 ივლისს, როცა რეალურ რეჟიმში უნდა ამოქმედდეს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“. ...

Read More »

დეტალური ინფორმაცია ენერგეტიკული ბირჟის შესახებ – უდიდესი პერსპექტივა, რისკები და გამოწვევები რომელიც მას თან ახლავს

ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც დაფუძნდა სახელმწიფოს მხრიდან (დაფუძნებულია სახელმწიფო კომპანიების – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის 50-50%-იანი თანამონაწილოებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანების საფუძველზე) იქნება პლატფორმა, სადაც ენერგიის ყიდვა/გაყიდვა მოხდება. მცირე, დიდი ჰესები, ქარის ელექტროსადგური, იმპორტორები და ა.შ. დარეგისტრირდებიან აღნიშნულ ბირჟაზე და შესთავაზებენ საკუთარ ენერგიას მომხმარებლებს. მომხმარებლებიც თავის მხრივ ასევე დარეგისტრირდებიან ელექტრონულ პლატფორმაზე და იყიდიან ელექტროენერგიას. ენერგეტიკული ...

Read More »