Tag Archives: #დიზელი

ივნისში SOCAR–მა უკრაინას დაახლოებით 80 000 ტონა დიზელის საწვავი მიაწოდა

SOCAR New Energy- მა, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან (SOCAR) ერთობლივად დაარსდა, უკრაინისთვის რუსული “როსნეფტის” მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტების მიწოდების მიზნით, ივნისში 78 300 ტონა დიზელის საწვავის იმპორტი განახორციელა. ნათქვამია A-95 Consulting Group-ის ანგარიშში. ხსენებული ანგარიშის თანახმად, აღნიშნული მოცულობიდან 23,4 ტონა გადაეცა SOCAR Energy Ukraine-ს, SOCAR–ის შვილობილ კომპანიას უკრაინაში. გასულ თვეში, Bel Petrol Trading და BRSM-Nafta რუსული დიზელის საწვავის იმპორტიორთა შორის ასევე ...

Read More »

ბენზინი ისევ გაძვირდა – იმპორტიორები მიზეზად პლატსის ფასებს ასახელებენ

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა და ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე რეგულარის ტიპის ბენზინის ფასმაც კი 2.95-ს მიაღწია. ბოლო 2 თვეში ლარის 30 თეთრიანი გამყარების მიუხედავად, 1 ლიტრი საწვავის ფასი 10-17 თეთრით გაიზარდა. ნავთობიმპორტიორები აღნიშნულს საერთაშორისო ფასების ზრდის ტენდენციით ხსნიან. ბარელი ნავთობის ფასი იმავე პერიოდში $67-დან $75-მდ ეგაიზარდა. 1 ტონა ბენზინზე $50-ით – $705-მდე გაიზარდა ფასები პლატსზეც. 1-ლი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში რეგულარის ტიპის ...

Read More »

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე, A-98  მარკის ბენზინი – 0,03 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი – 0,02 ევროთი/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 28 ივნისის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1.93 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.01  ევროს, დიზელის საწვავი – 1,57 ევროს; პორტუგალიაში  A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,73 ევროს,  A-98 მარკის ...

Read More »

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი იზრდება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” განცხადებით: 2021 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 428,5 ათასი ტონა, რაც 29,6 ათასი ტონით ანუ 7,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (398,9 ათასი ტონა) შედარებით და 24.3 ათასი ტონით ანუ 6,0%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (404.2 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2021 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

1 თვეში ლარი 25 თეთრით გამყარდა, საწვავი კი 3-11 თეთრით გაძვირდა – რა ღირს ბენზინი/დიზელი საქართველოში

ბოლო 1 თვიან პერიოდში საქართველოში სხვადასხვა ტიპის საწვავი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 3-11 თეთრის ფარგლებშია გაძვირებული. ამის შესახებ კომპანიების ვებ-გვერდზე მითითებული მონაცემების შედარებიდან ირკვევა. საუბარია 11 მაისი-11 ივნისის პერიოდზე. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ 1 თვიან პერიოდში ლარი 25 თეთრით არის გამყარებული. ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე, საწვავი ფასი 3.1 ლარსაც კი გადაცდა. კერძოდ: „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი ...

Read More »

2 წელიწადში ბენზინი და დოლარი 50-50 თეთრით გაძვირდა

ბოლო ერთ თვეში ლარი დოლართან მიმართებაში 7%-ით გამყარდა, რაც სამომხმარებლო ფასებს არ დამჩნევია, მათ შორის არ გაიაფებულა არც საწვავი. მაისში მიღწეული ფასების ისტორიული რეკორდი დღემდე ნარჩუნდება. ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე პრემიუმის ტიპის ბენზინი კვლავ 3 ლარი ღირს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1 ლარით, 2 წლის წინანდელ პერიოდს კი, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დღევანდელის იდენტური იყო, 50 თეთრით აღემატება. ...

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

ბენზინი კიდევ გაძვირდება?!

საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა! არასდროს საქართველოში ერთი ლიტრი ბენზინი ასეთი ძვირი არ ყოფილა. ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე, “სუპერის” ტიპის ერთი ლიტრი ბენზინის ღირებულება 3-ლარიან ნიშნულს გადასცდა. 3 ლარს უახლოვდება უფრო დაბალი კატეგორიის ბენზინის ღირებულებაც. საწვავის ბიზნესში ჩართული პირები გაძვირების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, მათ შორის არის საერთაშორისო ფასების ზრდა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან და აქციზის მაღალი გადასახადი. უახლოესი პროგნოზი ...

Read More »

“როგორ უნდა მოხდეს საწვავის ფასის დაწევა?”

“საქართველოში საწვავი ეღირება საშუალოდ 70 თეთრით იაფი” – თუ როგორ უნდა მოხდეს საწვავის ფასის დაწევა, ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე წერს. მის პოსტს უცვლელად გთვაზობთ: როგორ უნდა მოხდეს საწვავის ფასის დაწევა! საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა. გაიზარდა საერთაშორისო გადაზიდვების (ტექნიკა, ტანსაცმელი და ა.შ. მათ შორის ნედლი ნავთობის) ღირებულებაც. გაუფასურებული ლარი. ნედლ ნავთობზე ვაჭრობა ხდება დოლარზე. ამ ...

Read More »

როგორ აისახება ქართულ ბაზარზე რუსეთიდან ბენზინის იმპორტის შესაძლო შეზღუდვა

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოში ბენზინის ყველაზე დიდი იმპორტიორია, შეზღუდვა არ გამოიწვევს პროდუქციაზე ფასის მატებას და მის ნიშასაც სხვა აითვისებს“ – ასეთია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის შეფასება. ,,რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში არის ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელი. მინიმუმ 5 წელია ის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია ბენზინის და დიზელის სფეროში. მიმდინარე წლის 3 თვეში 132 000 ტონა ბენზინი შემოვიდა საქართველოში და ...

Read More »

კონკურენციის ეროვნული სააგენტო: საწვავზე ფასების ცვლილება გამოწვეულია სავალუტო და საგარეო ფაქტორებით

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, საავტომობილო საწვავის ბაზრის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, 2021 წლის I-ლი კვარტლის შუალედურ მიმოხილვას აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს. მიღებული შედეგების მიხედვით: • 2021 წლის 1-ელ კვარტალში, ქვეყანაში 23 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 315 884 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი, რაც 2%-ით აღემატება 2020 წლის 1-ლი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს – 309 ...

Read More »