Tag Archives: #ჰიდროელექტროსადგური

ლევან დავითაშვილი: მყინვარების დნობაზე „ნამახვანი“ გავლენას არ მოახდენს

მყინვარების დნობაზე „ნამახვანის“ წყალსაცავის გავლენა, პრაქტიკულად, გამორიცხულია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ჰესების საკითხი განიხილება. „უწყობს თუ არა ეს წყალსაცავი მყინვარის დნობას ხელს? არსებობს ბევრი სამეცნიერო მასალა, მათ შორის ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერისა და კლიმატის ცვლილების მოდელირება არის გაკეთებული ძალიან დეტალურად, დაფუძნებული ასევე იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენ ...

Read More »
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

“განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია წყალსაცავიანი ჰესების სისტემაში ინტეგრირება”

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – მზისა და ქარის ელექტროსადგურების ძალიან დიდი სიმძლავრეების ინტეგრაციის შემთხვევაში, თუ სისტემაში არ იქნება საკმარისი რეზერვებისა და ინერციის წყაროები, გაიზრდება ავარიების რაოდენობა და მომხმარებლების შეზღუდვის რისკი, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ნამხვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით ბექა ნაცვლიშვილის სტატიას ეხმაურება, სადაც „ნამახვანჰესის“ ალტერნატივის საკითხზე არის საუბარი. „მართალია, ზოგადად, ქარისა და მზის გენერაცია ...

Read More »

მარიამ ქვრივიშვილი: “საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგეტიკა ქვეყნის განვითარებისთვის

„ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროცესს როდესაც თვალყურს ვადევნებთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგის განვითარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის ...

Read More »

შეიძლება თუ არა ნამახვანის ჩანაცვლება მზის ელექტროსადგურებით?

ჰესების წინააღმდეგ მიმდინარე დისკუსიების დროს ხშირად ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა ნამახვანის ჩანაცვლება მზის ელექტროსადგურებით? ენერგეტიკის ექსპერტი მურმან მარგველაშვილი აღნიშნულ კითხვას საკუთარ facebook გვერდზე პასუხობს: “ჰესების წინააღმდეგ მიმდინარე დისკუსიის მონაწილენი ხშირად მცდარი არგუმენტებით მანიპულირებენ, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეყავს და საბოლოოდ მათ პოზიციებს ასუსტებს. მაგალითად, გაისმის ნამახვანის ჰესის მზის სადგურით ჩანაცვლების წინადადება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია: 433 მეგავატიანი ნამახვანი გამოიმუშავებს 1500გვტსთ ელექტროენერგიას. ...

Read More »

ნათია თურნავა: კატეგორიულად არ ვეთანხმები, თითქოს „ნამახვანჰესის“ ინვესტორს ხეობა გადაეცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის ინვესტორი კომპანიისთვის გადაცემული მიწის თემაზე. „მიწასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვებია – მე კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები, თითქოს ინვესტორს ხეობა გადაეცა, რადგან ეს ასე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ...

Read More »

ნათია თურნავა: “ნამახვანი ჰესთან” დაკავშირებით გაგრძელდება დისკუსია ღია ფორმატში, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას

„ჩვენი ამოცანაა, რომ, პირველ რიგში, უკეთ გადაწყდეს ადგილობრივი მოსახლეობის საკითხები და პრობლემები „ნამახვანი ჰესის“ პროექტის ფარგლებში და ვამზადებთ საკმაოდ საინტერესო წინადადებებს ამ თვალსაზრისით, რომელიც გულისხმობს პროექტის მომზადებასა და შემდეგ უკვე ზედამხედველობაში როგორც დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, უფრო ფართო ჩართულობას“ – ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, საგნობრივი დისკუსია კვალავაც ...

Read More »

დავით სონღულაშვილი: ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ერთი რამ ყველაზე ცხადია – ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია. ამის შესახებ სონღულაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც სონღულაშვილმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები არ უნდა იყოს და მინისტრები ამ კითხვებს მომავალ კვირას პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ უპასუხებენ. „აუცილებელია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ბატონი დავითაშვილის და ქალბატონი ...

Read More »

ნათია თურნავა: “ელექტროენერგიით ვაჭრობის მაღალი მასშტაბის შემთხვევაში, საქართველო დამოკიდებული იქნება არა საკუთარ პოლიტიკაზე, არამედ მეზობლების ნება-სურვილზე”

არავინ ამბობს, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს, მაგრამ საუბარია მასშტაბებზე, რა დოზით ვიქნებით იმპორტზე დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, თუ რომელიმე პირი ან ორგანიზაცია აცხადებს, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილი რამ არის, თურნავას განცხადებით, ის ...

Read More »

ნათია თურნავა: “მზადდება საკმაოდ საგნობრივი პაკეტი, რომლითაც ინვესტორი მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს მოსახლეობასთან მიმართებაში”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მზადდება საკმაოდ საგნობრივი პაკეტი, რომლითაც ინვესტორი მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს მოსახლეობასთან მიმართებაში. როგორც ნათია თურნავამ პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ინიციატივა მომზადდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. „მე და ჩემი კოლეგები ვამზადებთ საკმაოდ საგნობრივ პაკეტს, რომლითაც დარწმუნებული ვართ, ინვესტორი მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს მოსახლეობასთან მიმართებაში. მეტი ჩართულობა გვინდა საზოგადოების, დამოუკიდებელი ექსპერტების, ადგილობრივი ...

Read More »

გიორგი კაპანაძე: “3 რამ, რაც უნდა ვიცოდეთ ელექტროენერგიის იმპორტზე”

„ჩვენი დროის მანკიერი პრაქტიკაა, როცა რიგ შემთხვევებში ვსაუბრობთ, მოვლენაზე, პროცესზე თუ ფაქტზეც კი, ისე, რომ მათ შესახებ ელემენტარულ ცოდნას არ ვფლობთ, ან უფრო უარესი – ვფლობთ და სხვადასხვა მიზნიდან გამომდიანრე, განზრახ ვამახინჯებთ მათ. ასეა ხშირად საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტზე საუბრისას“,  – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენტთა ასოციაციის – „აფბას“ თავმჯდომარემ გიორგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტზე საუბრისას, ადრეც ...

Read More »